Category: არქივი

  • თემქაზე ორი ავტომობილი დაიწვა

    თემქაზე, ჩარგლის 79-ში გუშინ ორი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

    რა გახდა ორი ავტომობილის დაწვის მიზეზი, ამის დასადგენად შსს-მ გამოძიება დაიწყო.

    ერთ-ერთი ვერსიით, კორპუსის ზედა სართულიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს, რომელიც იქვე, პარკინგზე მდგარ მანქანასთან დაგდებულ ქაღალდს დაეცა, საიდანაც გაჩენილი ცეცხლი ავტომობილებს მოედო.

  • ფორსაჟის გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ახალ გზებზე იზღუდება

    “ფორსაჟი 9” ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

    დათუაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის გამო შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. N99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.

    გადაღებების პერიოდში მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისთან“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით გავლით იმოძრავებს. უცვლელი დარჩება N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.

    21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

    გადაღებების პერიოდში კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს.

    რამდენიმე საათით შეიცვლება N31, N44, N80 და N102 ავტობუსების მარშრუტებიც. ისინი ევროპის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

  • გამოკითხულთა 68% ფიქრობს,რომ 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა – NDI

    NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა – 43% 20-21ივნისს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. გამოკითხული მოსახლეობის 9% პასუხისმგებლობას ყოფილ შს მინისტრს გიორგი გახარიას აკისრებს, 8% ენმ-ს.

    მოსახლეობის უმრავლესობა – 68% ამბობს, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა. 22% ფიქრობს, რომ ხელისუფკებამ აქციის დასაშლელად სათანდო ძალა გამოიყენა.

    NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

  • შს მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას მოსახლეობის 42% ემხრობოდა — NDI

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის  კვლევის თანახმად, 20 ივნისის მოვლენების შესახებ მოსახლეობის 92 პროცენტს სმენია. 92 პროცენტიდან 46 პროცენტი (ჯამში მოსახლეობის 42 პროცენტი) აცხადებს, რომ აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ემხრობოდა.

    92 პროცენტიდან 39 პროცენტი (მოსახლეობის 35,9 პროცენტი) ამბობს, რომ ამ მოთხოვნას არ იზიარებდა.

    NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

  • “ქართული ოცნება” – 19%, “ნაციონალური მოძრაობა” – 9%, არცერთი- 45% – NDI

    NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, “ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 19% უჭერს მხარს, ენმ-ს 9%, 4%-4% ევროპულ საქართველოს და “პატრიოტთა ალიანს” აქვს.  მოსახლეობის უმრავლესობა – 45%, არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს.

    კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი აქვს თუ არა, ვის მისცემს ხმას, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას – 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს.

    NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

  • გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს – NDI

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 % მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32% კი დადებითად.

    NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

  • მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს-გახარია

    „მოსავალი დროულად უნდა იყოს დაბინავებული“, –  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით განაცხადა.

    „ორ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ: პირველი – ეს გახლავთ კახეთში მიმდინარე რთველი და ლევან დავითაშვილი მოგვახსენებს ამაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის გამოწვევები, რომელიც დღეს კახეთში არსებობს. უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა შესაბამისი შტაბის წარმომადგენლებთან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული, ეს ლევან დავითაშვილმა ძალიან კარგად იცის“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ბათუმის ორ რესტორანში მოქალაქეებს ფალსიფიცირებულ ბრენდულ სასმელებს სთავაზობდნენ – საგამოძიებო სამსახური

    ბათუმის ორ რესტორანში, მოქალაქეები ფალსიფიცირებულ ბრენდულ სასმელებს ამზადებდნენ და კვების ობიექტში მისულ მომხმარებლებს სთავაზობდნენ.
    სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება – გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს. ამის შესახებ  ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ყალბი აქციზური მარკები და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში გააჩნდათ ორი რესტორანი, სადაც ახდენდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმას უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში, მის ნიშანდებას მათივე დამზადებული ყალბი აქციზური მარკებით და შემდგომ რეალიზაციას აღნიშნულ რესტორნებში“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    დიდუბის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის, აგლაძის, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ჩარგლის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფანასკერტელ ციციშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ქვემო ვეძისის დასახლების, ანაგის, გაგარინის, ილია ოდიშელიძის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაბრიელ ისაკაძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, გოთუას, სახოკიას, ყუშიტაშვილის, არდაზიანის, გამსახურდიას, შარტავას, ოჩამჩირის, კანდელაკის, ვიტალი დარასელიას, ზოვრეთის, ოდესის, სოკრატ არშბას, კოსტავას, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, დავით სარაჯიშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის და შატბერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ბესიკის, ყიფიანის, კოტე მესხის, ვეძინის და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.