Category: არქივი

  • თამარ ბაღაშვილის შვილი “რუსთავი 2”-ზე დარჩა

    “რუსთავი2-დან” “მთავარ არხზე” ჟურნალისტების გადასვლა დღემდე გრძელდება და საზოგადოების ინტერესი ამ თემისკენ არის მიმართული. “რუსთავი 2”  ცნო­ბილ­მა სა­ხეებმა  და­ტო­ვეს  მათ შო­რის იყო  თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა “მთა­ვარ არხზე” საინფორმაციო გამოშვების წამყვანია.

    როგორც აღმოჩნდა, მისმა შვილმა განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო და არხზე დარჩენა არჩია.ნინი კუპრაძე დი­ლის გა­და­ცე­მიასა და პრო­დაქ­შე­ნის განყოფილებაში მუშაობს. 

    მისი თქმით, ის პოლიტიკურ გადაცემაზე არ მუშაობს, შესაბამისად მისი არხზე დარჩენის გადაწყვეტილება  სრულიად ლოგიკურია. რაც შეეხება დედის რეაქციას, კუპრაძე ამბობს, რომ მისი მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა.

  • “ჩვენ ბაზარს სხვა ქვეყნის ადამიანები ეპატრონებიან”-მამუკა ხაზარაძე

    “ჩვენ ბაზარს სხვა ქვეყნის მოქალაქეები ეპატრონებიან”-ეს განცხადება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია  “კავკასიას” ეთერში გააკეთა. მისი თქმით ერთ-ერთი  მთავარი პრობლემა საქართველოში შრომის უსაფრთხოება და ბიზნესგარემოა.

    “ხელისუფლებამ უნდა შექმნას ინვესტიციისთვის ხელსაყრელი გარემო, ქვეყანა უნდა იყოს საჭირო სამეზობლოსთვის. ჩვენ არ ვართ არც გზაჯვარედინი, არ ვართ არც საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა. 54% გვაქვს ვარდნა ინვესტიციებში, ჩვენ არ ვიცით რა ტიპის საწარმოები გვინდა, ჩვენ ღვინოს ვყიდით 100 მილიონ ბოთლს 2 დოლარად საშუალო ფასად, შრომის უსაფრთხოება გვაქვს 0-ის დონეზე, ჩვენ ბაზარს სხვა ქვეყნის ადამიანები ეპატრონებიან”-განაცხადა ხაზარაძემ.

  • “მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია”- გვარამია

    “მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია”- ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საკუთარ ფესიბუქ გვერდზე დაწერა.

    “რამდენიმე დღე მძიმე ვირუსმა დამაგდო. ჯერაც არ გამსვლია, უბრალოდ, დღეს პირველად შევძელი კომუნიკაციაზე გამოსვლა.ხოდა, ამასობაში, დაფუძნებიდან მეათე დღეს, მთავარმა არხმა ორნიშნა რეიტინგის ნიშნული გაარღვია. უსერიალოდ, არასრული ბადით, მაგრამ საუკეთესო ნიუსით და თოქშოუებით.დაბრუნდა ხალხი კურორტებიდან და დაიწყო გადართვა სადაც საჭიროა სრული და ყველა დროის რეკორდია. ელოდეთ კიდევ მეტს

    ps დღეს უყურეთ ნანუკას ლაივშოუს. ფანტასტიური სტუდიით, ჯერ რომ არ გინახავთ, ისეთით. იაფად, სამაგიეროდ, სუპერკრეატიულად’:- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

    შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული “მთავარი არხი” ეთერში 9 სექტემბერს 9 საათზე გავიდა. ტელევიზიამ მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო,  რომელიც დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავს. საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაა “მთავარი”.

  • რუსთავის საავადმყოფოში გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

    რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს, 18 სექტემბერს 19 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. როგორც შსს-მ განაცხადა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა. გოგონა ცხვირის ოპერაციის დაწყებამდე დაიღუპა.

    ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ, მათი განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოზია.

    მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

  • ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად აშშ-ს მთავრობამ საქართველოს $700 000 გადასცა

    ამერიკის მთავრობა თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს.

    18 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 ათასი დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება. მათივე ცნობით, ცენტრი იქნება სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის.

  • ლარი გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9691 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9691 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9626 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2797 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2657 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 , ლარი შეადგინა.

  • ავარიის შედეგად 19 წლის მორაგბე გარდაიცვალა

    ავარიის შედეგად „იუნკერების“ 19 წლის მორაგბე ბართლომე კალაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას Rugby TV-ის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

    ბართლომე კალაძე სხვადასხვა დროის განმავლობაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ასაკობრივ გუნდებშიც თამაშობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

  • ხალხს უნდა ვკითხოთ, გავაგრძელოთ თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია-კალაძე

    „იყო აზრთა სხვადასხვაობა, გავაგრძელოთ წელსვე ეს პროექტი და მივიყვანოთ მთლიანი სამუშაოები ბოლომდე, ვაკის პარკამდე თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე. იქ გავაჩეროთ სამუშაოები, მოვაწესრიგოთ ყველაფერი და გაზაფხულზე განვაახლოთ“, – თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის შესახებ განაცხადა. 

    კალაძის ინიციატივით, სოციალურ ქსელში უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, რას ფიქრობენ ადამიანები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

    „მგონია, რომ რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები, ჯობია ბოლომდე მივიყვანოთ, გაგრძელდეს სამუშაოები. საკმაოდ დიდი ტემპია, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ჯობია, რომ ეხლავე, ზამთრის პერიოდში მოხდეს ყველა ამ სამუშაოების ჩატარება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება იმიტომ, რომ გაზაფხულზე ისევ მტვერი, ჭუჭყი და ტალახი არ იყოს. ამიტომ მგონია, რომ ალბათ უნდა გავაგრძელოთ სამუშაოები, თუმცა მე მინდა მაინც ვკითხო მოსახლეობას“, – განაცხადა  კალაძემ.

  • ასლან აბაშიძე, 81 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ დაქორწინდა-ვინ არის მისი რჩეული

    აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 81 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ დაქორწინდა.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს მასთან  ოთხი წლის წინ ვაჟიც შეეძინა.

    აჭარის ყოფილი ლიდერის რჩეული მისი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია. ისინი მცირეწლოვან შვილთან ერთად ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ.

    ანაიდა ოვაკუმიანი აბაშიძეების ოჯახში მზარეულად ჯერ კიდევ  ბათუმში მუშაობდა. ასლან აბაშიძის პირველი მეუღლის, მაგული გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ აბაშიძესთან ერთად ის  მოსკოვში გაემგზავრა.

    ასლან აბაშიძე ამჟამად 81 წლისაა. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი გიორგი და დიანა ჰყავს. 

    გიორგი აბაშიძე ამჟამად მეუღლე და 2 შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს.

    2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და იგი ძებნაში გამოაცხადა.

    მას ტერორიზმში და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991 წ.) მუხლით.

    2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდა.

  • მასთან გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება პირი იყოს შეწყალებული-ნადირაშვილი შესაძლო კორუფციულ სქემაზე

    ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალებაპრეზიდენტის საპარლამენტო მდივან  დიმიტრი გაბუნიასთან არის უშუალო კავშირში. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მას  საადვოკატო წრეებთან დაკავშირებული პირი დაუკავშირდა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. „

    „ბოლო დღეების განმავლობაში „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე დეპუტატთან, მათ შორის ჩემთან, კონტაქტზე გამოვიდა წყარო, რომელიც დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან. ამ წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები გვარდება უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საშუალებით და შუამდგომლობით. ამავე წყაროს ინფორმაციით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და უშუალოდ მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, ანუ გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება შეუძლებელია. ამ ინფორმაციის წყაროს დასახელებას არ ვაპირებ. სწორედ ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ძალიან კარგად შეუძლია გაბუნიას საეჭვო კავშირების დადგენა”, – განაცხადა ნადირაშვილმა.