Category: არქივი

  • პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

    პარლამენტში დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

    არსებული ინფორმაციით, მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.

    „მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

  • ქარელთან ავარიის შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

    ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

    როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.

    დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს,მას გუშინ  ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

    გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი” ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ჩარგლის, გუდამაყრის, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, გამყრელიძის, ქუთათელაძის, ჟღენტის და ჩარხის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გიორგი სააკაძის დაღმართის, ოჟიოს, ვახუშტი ბაგრატიონის, გაგარინის, გოთუას და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ჰაინრიხ კლაპროთის, მარკო პოლოს, კრისტოფერო კასტელის, დავით ბატონიშვილის, ალექსანდრე მაჭავარიანის, არქანჯელო ლამბერტის, ოსკარ შმერლინგის, მეფე მირიანის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის და კრისტიან სტივენის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ჩუბინაშვილის, კარგარეთელის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გომის, თონეთის, ასკანის, იერუსალიმის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის მცხოვრებლებს.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

  • მამუკა ხაზარაძემ იმ სახლის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც რაზმაძეების ოჯახს გადასცემს

    მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი  მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში იმ სახლის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც გუგუტიანთკარის მკვიდრ რაზმაძეების ოჯახს საჩუქრად გადაეცემა.

    ხაზარაძე წერს, რომ სახლი უკვე მზად არის და მზაობას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს ის გივი რაზმაძის ოჯახს გაუგზავნოს.

    „საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.

    მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

    რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე“ – წერს ხაზარაძე

    შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ.  შედეგად მათ სახლები მავთულხლართების მიღმა მოექცა.

  • არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს

    არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის პ.ლ.-ს ადვოკატის ნინო ტაბატაძის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არის, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენას უკავშირდება. როგორც პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ადვოკატმა განაცხადა, საქმეში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

    “ვინარჩუნებთ კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას, ეს ბრალდებულთან შეთანხმებული პოზიციაა. დამატებითი საქმის მასალები გადმომცეს. მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შსს-მ რა ინფორმაციაც გაავრცელა იმის გარდა, არ გავახმაურო სხვა ინფორმაცია და დავიცავ ბოლომდე მის მოთხოვნებს. გავესაუბრე, გავუწიე იურიდიული კონსულტაცია, გავაცანი ბრალი, რაც წარედგინა, უფლებები დეტალურად განვუმარტე. მტკიცებულებები საკმარისი არ არის. ნუ გამოხვალთ იმ საქმის მასალებიდან, რაზეც ბრიფინგი ჩატარდა. ეს სულ სხვა საქმეა, გამოყოფილი საქმეა და აქ შესაბამისად საკმარისი მტკიცებულებები, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს სჭირდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, საქმეში არ იკვეთება. რასაც ედავებიან-ტრეფიკინგი არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ფაქტიურად ტრეფიკინგთან მიმართებაში მტკიცებულებები საერთოდ არ არის საკმარისი. რამდენად არის პორნოგრაფიული მასალების დამზადება და გასაღება, ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის”,-განაცხადა ადვოკატმა.

  • ავარია ზუგდიდში – დაშავებულია 5 ადამიანი

    ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

    თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

    ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებიან და  შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

  • “გადავწყვიტე ლტოლვილად ჩავბარდე შვედეთში”-თათია სამხარაძე

    ტელეწამყვანი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    “პოლიტიკური ნაწილი ვნახე კვლევის და გადავწყვიტე ლტოლვილად ჩავბარდე შვედეთში.

    მშვიდობით სამშობლოვ ჩემო !”

    ტელეწამყვანი ასე იმ კვლევებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს NDI-მ გამოაქვეყნა.  კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს,  პასუხები ასე გადანაწილდა:„არც ერთი პარტია“ – 45 პროცენტი, „ქართული ოცნება“ – 19 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ – 9 %, „არ ვიცი“ – 6 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4 %, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 4 %.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. 1 დოლარის ფასმა  2.9738 ლარი შეადგინა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო.

    შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.47 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2902 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2797 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.05 თეთრი შეადგინა.

    გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5207 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.7027 ლარი ეღირება.

  • ირაკლი ოქრუაშვილს თავდებად ცნობილი ჟურნალისტები დაუდგნენ

    ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი  აცხადებს, რომ ის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს და ოქრუაშვილის 500 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას სთავაზობს. ამის შესახებ ადვოკატმა შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე დააყენა. 

    მისი თქმით, ბრალდებულს თავდებში, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და პაატა დავითაია უდგებიან.

    სხდომამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების განცხადებითაც, ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია.

    შეგახსენებთ, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.