ბათუმის ორ რესტორანში მოქალაქეებს ფალსიფიცირებულ ბრენდულ სასმელებს სთავაზობდნენ – საგამოძიებო სამსახური

Written by

in

ბათუმის ორ რესტორანში, მოქალაქეები ფალსიფიცირებულ ბრენდულ სასმელებს ამზადებდნენ და კვების ობიექტში მისულ მომხმარებლებს სთავაზობდნენ.
სამართალდამცველებმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადება – გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილეს. ამის შესახებ  ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ყალბი აქციზური მარკები და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში გააჩნდათ ორი რესტორანი, სადაც ახდენდნენ ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმას უცხოური ბრენდირებული წარმოების ბოთლებში, მის ნიშანდებას მათივე დამზადებული ყალბი აქციზური მარკებით და შემდგომ რეალიზაციას აღნიშნულ რესტორნებში“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *