Category: არქივი
-
იტალიის პოლიციამ საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავა
იტალიის პოლიციამსაქართველოს საქართველოს მოქალაქე, 41 წლის მამაკაცი დააკავა. ის ბოლონიაში აეროპორტში აიყვანეს. დაკავებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ის რუსეთის ფედერაციაში მკვლელობაშია ბრალდებული და 15 წელი აქვს მისჯილი. რუსეთის ფედერაციამ მასზე ძებნა 2015 წელს გამოაცხადა. იტალიის სასამრთლო მისი რუსეთში ექსტრადიციის საკითხზე იმსჯელებს. -
ფონიჭალაში 14 წლის გოგო მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა
ფონიჭალაში 14 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა. მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
ბექა ლომთაძე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ქართველი მოჭიდავე ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში 61 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მან რუსეთის წარმომადგენელი – მაგომედრასულ იდრისოვი ანგარიშით 6-1 დაამარცხა.
გუშინ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში 14 სექტემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
-
დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც ხულოში 78 აგარაკი გაქურდა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის 78 ფაქტი გახსნეს. ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი– 1995 წელს დაბადებული ე.ა.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია სრულად, ნივთმტკიცების სახით.გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები,სარდაფები და კომერციული ფართები დაიტბორა
გვიან ღამით ძლიერი წვიმა იყო ბათუმში. უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ეზოები, სარდაფები და კომერციული ფართები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მათ ბათუმში 20 შეტყობინება მიიღეს. დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა.ბათუმის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

-
“დააბი პრეზიდენტი“–აქცია პერფორმანსი პრეზიდენტის სასახლესთან
პრეზიდენტის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია–პერფორმანსი გამართეს ლოზუნგით “დააბი პრეზიდენტი“. მათ რეზიდენციის ჭიშკარზე ბოქლომები დაამაგრეს და სტიკერები მიაკრეს წარწერით “შეცვალე“. ახალგაზრდა აქტივისტები ამ “ჩელენჯში“ ყველას იწვევენ და სთავაზობენ ერთად დააბან პრეზიდენტი, რომ მან აღარ ჩაიდინოს მოქმედებები, რომლითაც ვნებს სახელმწიფოს.დღევანდელი აქცია პერფორმანსი პროტესტი იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლო პერიოდში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ისინი აქტივობებს გააგძელებენ, რადგან არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც „ყველა ნაბიჯი მავნებლურია“.
-
თბილისში ძლიერ ქართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში 270 შეტყობინება შევიდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით თბილისში ძლიერი ქარის შედეგად მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 270 შეტყობინება შევიდა, მათ შორის, ძირითადად, ხეების წაქცევის, ტოტების მოტეხვის, შენობების კედლებიდან გარე საფარის ჩამოშლის და სახურავების დაზიანების შესახებ. ყველა შემთხვევაზე გავიდნენ სამაშველო ჯგუფები.დოლიძის ქუჩაზე, ძლიერი ქარის შედეგად, მოტეხილი ტოტი ორ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცები მსუბუქად დაშავდნენ. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. ასევე, დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზები.
გარდა ამისა, დაფიქსირდა შეტყობინებები რუსთავში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია, დაშავებული არავინაა. ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში ქარის შედეგად გამოწვეულ ინციდენტებზე შეტყობინება არ შესულა.საღამოსთვის ქარის სიმძლავრემ იკლო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით შემცირდა შეტყობინებების ინტენსივობაც.


-
დაიკითხება თუ არა სკანდალური შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი
დაიკითხება თუ არა სკანდალური შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით უცნობია. გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია. საგამოძიებო უწყებამ გამოძიება პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. ამის საფუძველი კი ევროპული საქართველოს განცხადება გახდა.პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ საადვოკატო წრეებთან დაახლოებული წყაროსგან, გაუთქმელობის პირობით, მიიღეს ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ პირის შეწყალებით დაინტერესებული ადამიანები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალება. პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება მმართველი გუნდი, რომელიც თვლის, რომ სკანდალური შეწყალებების საქმის ირგვლივ არსებულ კითხვბებს პასუხები უნდა გაეცეს. -
ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
-
თსუ-მ რექტორისგან მისივე წიგნი 24 ათას ლარად შეიძინა – აუდიტი
2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იმჟამინდელი რექტორის, ვლადიმერ პაპავას ავტორობით გამოცემული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარი 23 829 ათას ლარად შეიძინა – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული,
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ შესყიდვის დროს გამოვლენილია რექტორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან წიგნის მიმწოდებელი, შემსყიდველი და ინიციატორი ერთი და იგივე პირი იყო. პაპავამ იყიდა აშშ-ში გამოცემული თავისი წიგნი კომპანია Nova science publishers-სგან, რომლის თანხაც უნივერსიტეტმა მას ჩაურიცხა.
ვლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორი 2013-2016 წლებში იყო. მან სტუდენტების პროტესტის შემდეგ დაკავებული თანამდებობა დატოვა.