Category: არქივი

  • ,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო” -რას ჰყვება კიტოვანი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე

    ,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

    „ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ… მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი” -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

    „ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები”- აცხადებს კიტოვანი.

    შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.

  • ,,გული არ გაქვთ? ბავშვი მყავს მშიერი”-20 ივნისის აქციაზე დაკავებულის ცოლი

    გიორგი გახარიას, ბიძინა ივანიშვილს მოგმართავთ, თქვენ ხომ შვილების პატრონები ხართ? 7 წლის შვილი ახლა სახლში მშიერი მყავს, – ლევან ჯიქურის მეუღლემ, მარიამ სარქისიანმა ჟურნალისტებთან სასამართლოში განაცხადა.

    დღეს ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა.

    სარქისიანის თქმით,  მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ასევე აღნიშნავს რომ მისი ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება.

    “კაცი ცუდად არის, კვდება, ეტლში ზის და სად უნდა გაიქცეს, რომ არ უშვებენ? ცნობები მაქვს, სადაც წერია, რომ პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. ვაპირებ, საელჩოებში მისვლას და ჩემი მდგომარეობის თქმას, ბევრ აქტიურობას ვაპირებ, მაგრამ თავს ვიკავებ, რომ არავინ გავაღიზიანო. გირაოს სახით ბინას ვდებ, 15 კვადრატში ვცხოვრობ და იმას ვდებ, რომ გამოუშვან. ეტლში ზის, მეტი რაღა უნდათ, რომ არ ითვალისწინებენ? გული გაქვთ? გახარიას, ბიძინას, ყველას მოგმართავთ, თქვენ ხომ შვილების პატრონები ხართ, გაითვალისწინეთ. არ არსებობს ერთი ადამიანიც, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემ ოჯახურ მდგომარეობას და ჩემ ქმარს გამოუშვებს? არ არსებობს ერთი ადამიანი მთავრობაში, ვინც გვერდით დამიდგება? 7 წლის შვილი ახლა სახლში მშიერი მყავს. სრულიად მარტო ვარ!”, – განაცხადა სარქისიანმა.

    შეგახსენებთ, რომ  20 ივნისის საქმეზე დაკავებული 6 პირს – ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილს და ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

    მათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

  • 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული, რომელიც ჯანმრთელობის გამო გათავისუფლებას ითხოვდა, პატიმრობაში დატოვეს

    სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური პატიმრობაში დატოვა.

    ჯიქური აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა. მოსამართლის განცხადებით, დაცვის მხარემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია არ წარადგინა.

    ჯიქურმა განაცხადა, რომ  ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, საპატიმრო დაწესებულებაში შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს.

    “საბოლოოდ იქამდე მივალ, რომ ვეღარ ავდგები. გამოკვლევა მე არ მიტარდება. გაქცევას არ ვაპირებ და არაფერი. ოჯახი მყავს, შვიდი წლის შვილი, რომლის პატრონი არავინაა”, — განაცხადა მან.

    ჯიქურის ადვოკატი პატიმრობის შინაპატიმრობით და გირაოთი შეცვლას ითხოვდა. მიის განცხადებით, ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია.

    პროცესზე ჯიქურის მეუღლემ სიტყვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ უთხრა, რომ ის მხარე არ იყო  და  თხოვნას ვერ შეასრულებდა.

    “მაშინ ის მაინც გაითვალისწიმეთ, რომ სახლში მშიერი შვილი მყავს” — განაცხადა  ჯიქურის ცოლმა.

    შეახსენებთ, რომ ლევან ჯიქური 20 ივნისის საქმეზე დააკავეს. მას პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

  • ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა სანადირო თოფით მოკლა – სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

    თელავში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ცოლი 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილია, რომელიც დუბაიში მუშაობდა. იგი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა თბილისში, სადაც ყოფილი მეუღლე და მისი შვილი ცხოვრობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქალს შერიგებას სთხოვდა, რაზეც ყოფილმა მეუღლემ უარი უთხრა. ის სამუშაოდ კვლავ დუბაიში აპირებდა გამგზავრებას. კონფლიქტი სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრებიც, მათ შორის შვილიც.

    შეგახსენებთ, თელავში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შემდეგ თვითმკვლელობა სცდა. გამოძიების ინფორმაციით, მან მეუღლეს სანადირო თოფი ესროლა და შემდეგ თავადაც, თავის არეში ჭრილობა მიიყენა. ის, მძიმე მდგომარეობაში, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    კახეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

  • კახეთში ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა

    მკვლელობა კახეთში-   თელავში, ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი  შვილმა ნახა.  სროლის შემდეგ კი მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. 

    მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გაშორებული იყო და ქალი კახეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

  • “თავი გააკონტროლე”- ოხანაშვილი-ბესელიას დაპირისპირება (ვიდეო)

    “თავი გააკონტროლე”- ამ სიტყვებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა   ეკა ბესელიას მიმართა.

    “თავი შენ თვითონ გააკონტროლე და დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს თავი”-უპასუხა ბესელიამ.

    დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოხანაშვილმა  ბესელიას შეახსენა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დროის ნახევარი ამოწურა.

    “რატომ ნერვიულობთ? ვიცი, რომ თქვენი დროა და შეგახსენეთ, რომ ნახევარი საათი უკვე გავიდა. თუ ერთ საათს მხოლოდ თქვენ იყენებთ, მაშინ მითხარით,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

    “ჩემი დროა და მიკროფონს ნუ მითიშავ ანრი. მე არ ვნერვიულობ, ვსაუბრობ ცოტა გაბრაზებული. რამდენს გამოვიყენებ, ჩვენ გადავწყვეტთ. ახლა რა დროც დამაკლდა, ისიც დამემატება და ნუ მეჩრებით საუბარში,”- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

    ოხანაშვილმა ბესელიას ეთიკური საუბრისა და თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.

    “წესიერად ვსაუბრობ. თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით ლაპარაკს. ქალბატონი თამარის ნაცვლად თქვენ ნუ ნერვიულობთ. მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ,”- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

    ამის შემდეგ, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბესელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს, რითიც კამათი დეპუტატებს შორის ამოიწურა.

    {{VIDEO}}

  • “ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი საზოგადოებისთვის”-მოსამართლე თამარ ალანია ეკა ბესელიას

    მე ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ მას ქართული საზოგადოებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

    „2004-2013 წელი იყო რეპრესიული პოლიტიკის პერიოდი, იყო ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება. აღიარებულია, რომ იყო რეპრესიული პერიოდი და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვა. ეს ყველაფერი არ ხდებოდა აბსტრაქტულად, ხდებოდა სასამართლოს ხელით. ფიქრობთ თუ არა დღეს, ამ გადასახედიდან, რომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ქართული საზოგადოების მიმართ?“- განაცხადა ბესელიამ.

    საპასუხოდ ალანიამ აღნიშნა, რომ ბოდიში მოსახდელი არ აქვს.

    „მე ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩემი განაჩენი ვინმეს მიმართ უმართებულო იყო, ასევე შეგახსენებთ, რომ არსებობენ ამ საქმის დაზარალებულებიც და არ მინდა ეს ჩრდილქვეშ დადგეს. ყოველდღე, როდესაც მე გავდივარ სხდომაზე და შემოდის ჩემთან მხარე, მე მათგან ვგრძნობ ნდობას და პატივისცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რომელიმე მხარის მხრიდან მე ვიგრძნობდი ასეთ დამოკიდებულებას, მექნებოდა სხვანაირი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. ის, რაც მე ჩემს სამოსამართლო საქმიანობაში უკუგებად მიმაჩნია, ეს არის მხარის მხრიდან პატივისცემითი დამოკიდებულება ჩემი, როგორც მოსამართლის მიმართ“, – განაცხადა ალანიამ.

  • “რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება, გაღვიძება, შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ” – გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე

    მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. გვარჯალაძის თქმით, უფრო და უფრო მძიმეა შვილის გარეშე ცხოვრება.

    „რაც უფრო ვამყარებ კავშირს შენთან, მით უფრო ვკარგავ კავშირს რეალურ სამყაროსთან. ძალა და სიტყვები გამომელია. რომ გეძინა შენს საწოლთან მოვდიოდი და თავს გადებდი, მერე ცრემლები მომდიოდა. ზოგჯერ ამ დროს იღვიძებდი, თავს წევდი და ამბობდი: – მიყვარხარ, მა. – მე უფრო… მერე მკოცნიდი ტკბილად, მეც გკოცნიდი შუბლზე, ხელზე და ბოლოს ფეხის გულზე, რომელსაც შენ საბნის ქვეშ მალავდი. ამ დროს ვიგებდი უკვე რამხელა გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა ლენო ხარ, პატარა მწვანე კურდღელი… რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება: გაღვიძება, მომავალზე ფიქრი, გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ, აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, ცრემლების შეკავება, ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?). საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება – რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას. ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ. ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად, რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე? ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ” – წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, 16 წლის ლენო გვარჯალაძე, 4 ივნისს საკუთარი სახლის მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ლენო მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის უფროსი ქალიშვილია.

  • მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგონა გარდაიცვალა

    ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის გოგო გარდაიცვალა.
    ინფორმაცია „ნიუ ჰოსპიტალში”  დაადასტურეს და განმარტეს, გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ თბილისში, ფონიჭალაში მოხდა.