ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები,სარდაფები და კომერციული ფართები დაიტბორა

Written by

in

გვიან ღამით ძლიერი წვიმა იყო ბათუმში.  უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები, ეზოები, სარდაფები და კომერციული ფართები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით  მათ ბათუმში 20 შეტყობინება მიიღეს.  დაიტბორა ერთ-ერთი მაღაზია აბუსერიძის ქუჩაზე. დაშავებული არავინაა.

ბათუმის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *