Category: არქივი

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9759 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9759 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9759 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9738 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2860 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2902 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0042, ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “ერთად ერთის წინააღმდეგ!” — სირცხვილიას საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება

    მოძრაობა “სირცხვილიას” საპროტესტო აქცია “ერთად ერთის წინააღმდეგ” თბილისის გარდა, ბათუმშიც გაიმართება. აქცია დღეს,  ევროპის მოედანზე, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

    “დღეს კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ გვინდა დასავლური ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უარს ვამბობთ რუსულ გავლენაზე; რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო სისტემა; რომ გვინდა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა; რომ გვინდა, დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა; და ჩვენ გვაქვს ჩვენი გენგეგმა”, — აღნიშნულია ინფორმაციაში.

    თბილისში აქცის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი აქცია ბოლო იქნება, მოძრაობის წევრები  დღეს სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ.

  • ” დასაკითხია პრეზიდენტიც, დიმიტრი გაბუნიაც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი”- ელისაშვილი

    დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი, – ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითიც პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.

    ალეკო ელისაშვილის თქმით, კარგია, რომ გამოძიება დაიწყო და იმედოვნებს, რომ ეს პროცესი მეტ-ნაკლებად წესიერად წარიმართება.

    “ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, მიხვდნენ ალბათ, რომ სხვა გზა და გასაქანი არ ექნებოდათ, რადგან ამ ამბიდან ყოველდღე ახალ-ახალი მძიმე დეტალი გახდებოდა ცნობილი. იმედი დავიტოვოთ, რომ მეტ-ნაკლებად წესიერად წარმართავენ გამოძიების პროცესს, დასაკითხია დიმიტრი გაბუნიაც, პრეზიდენტიც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. ხელისგულზე დევს ამბავი, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულების და ერთი ძებნილის საქმე თავისით არ შეფრენილა პრეზიდენტის მაგიდაზე, ვიღაცამ, ვინც ხელი მოითბო ადამიანების ბედზე შეგნებულად შეუტანა პრეზიდენტს ეს საქმეები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

  • “შეხვედრის ადგილი, დრო ყველაფერი უცვლელია”-რუსთავი 2 სხვა შუადღის ანონსს აქვეყნებს (ვიდეო)

    “რუსთავი -ის” გვერდზე განახლებული “სხვა შუადღის” ანონსი დაიდო. გადაცემა ორშაბათიდან დაიწყება. როგორც ანონსიდან ირკვევა, წამყვანების ძირითადი შემადგენლობა უცვლელია.

  • ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

    18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირველ Georgia iGaming Affiliate Conference-ს, რომელიც ეძღვნება გემბლინგის ბიზნესს ოფლაინ და ონლაინ სივრცეებში. შეხვდით კომპანიებს, რომლებიც იქნებიან ამ ივენთის მონაწილეები. ღონისძიებაზე თქვენ გექნებათ შანსი გაესაუბროთ მათ წარმომადგენლებს შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
    გაიგე ვის შეხვდები კონფერენეციაზე! იხილე ინფოგრაფიკა.

    ინფოგრაფიკა ***

    სტუმრებ, რომლებიც ჩამოდიან სხვა ქვეყნებიდან შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ფადაკლებით საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში.
    • Radius Hotel Tbilisi სთავაზობს უცხოელ მომხმარებელს – 20% ფასდაკლებას;
    • Mercure Tbilisi Old Town – 20%;
    • Ibis Styles Tbilisi Center – 20%.
    ყოველი სასტუმრო სთავაზობს თავის სტუმრებს კომფორტულ გარემოს, მაღალი დონის მომსახურებასა და ღონისძიებაზე დასწრებისთვის საუკეთესო ლოკაციას.
    გახდი კონფერენციის წევრი და მიიღე შანსი გაესაუბრო ინდუსტრიის ლიდერებს.
    დარეგისტრირდი აქ>>>

  • თერჯოლაში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს, ინტერნეტ თამაშ – „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს, ახლობლები ინტერნეტ თამაშ – „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებენ.

    სკოლაში, სადაც მოზარდი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ის კარგი მოსწავლე იყო. მათი ინფორმაციით, ბავშვი სავარაუდოდ, ინტერნეტთამაშში იყო ჩართული. არ არის გამორიცხული, რომ მოზარდი “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლი გახდა.

    შეგახსენებთ, რომ მოზარდი ჩამომხრჩვალი ბებიამ და ბაბუამ იპოვეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

  • “სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტამდე მოკურცხლავს” – გია ხუხაშვილი

    პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

    “სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ეს პროცესი იმპიჩმენტანმდე, შესაძლოა, მივიდეს. სალომე ზურაბიშვილის ხასიათი კარგად ვიცი. ის არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური და ამპარტავანული ბუნების მქონე ადამიანი. თუ ვექტორი ზურაბიშვილის იმპიჩმენტისკენ წარიმართა, ის თანამდებობიდან იქამდე მოკურცხლავს, სანამ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

  • ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი დაიბარეს.

    2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს უნდა გამოცხადდეს.

    „შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

    გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, რომ დაიწყოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

    ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.

  • სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება გააპროტესტეს

    “რამზან ახიადოვი თბილისი-მოსკოვი სიკვდილის გზა”, “რუსეთი კლავს! “ოცნება” კლავს!”, – ამ ლოზუნგებით იუსტიციის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა “ევროპული საქართველოს” ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად, რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება გააპროტესტეს.

    აქციის მონაწილეებს სიმბოლურად ხელები ერთმანეთზე შავი ლენტით ჰქონდათ მიბმული და თვალებზე შავი ნაჭერი ჰქონდათ აკრული.

    დეპუტატ ელენე ხოშტარიას  შეფასებით, ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებით, სახელმწიფომ პრორუსული ნაბიჯი გადადგა.

    “რამზან ახიადოვის საქმე არის ადამიანური ტრაგედია. არ ვიცი, ჩვენ როგორ უნდა მოვისვენოთ, როცა ჩვენს ქვეყანაში ასეთი რაღაც ხდება. დღეს თითქმის გარანტირებულად უნდა ითქვას, რომ დღეს ეს ადამიანი არის წამების ქვეშ. გარდა ამისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი. სახელმწიფო ჩვენს ნაცვლად იძახის, რომ ენდობა რუსეთის პროკურატურას. ამავე საქმეზე, ჩვენმა სახელმწიფომ თქვა, რომ არ ირღვევა ადამიანის უფლებები. პრაქტიკუულად ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, პრორუსული ნაბიჯი და კოლაბორაციონიზმი რუსეთთან”, – განაცხადა ხოშტარიამ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველომ რუსეთს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა.

    ახიადოვს რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში სდებს ბრალს და ინტერპოლით ეძებდა. ახიადოვი საქართველოში ოჯახთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ახიადოვი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს  უწოდებს.

    {{PHOTOGALLERY}}