Category: არქივი

  • პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

    სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა – ნივთმტკიცებად ამოიღო.

    დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების 2 აბი.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ძლიერი ქარი თბილისში – დაზიანებულია ავტომობილები და ელექტრო განათების ბოძი

    თბილისში, ძლიერი ქარის შედეგად, ვარკეთილში სამი ავტომობილი და ელექტრო განათების ბოძი დაზიანდა.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისის მასშტაბით 4 გამოძახება დაფიქსირდა. 

  • გუშინდელ აქციასთან რა შუაში იყო ოკუპაცია ვერავინ გაიგო -მამუკა მდინარაძე

    გუშინდელ აქციასთან რა შუაში იყო ოკუპაცია ვერავინ გაიგო –ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  მამუკა მდინარაძემ 20 სექტემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

    „გუშინ ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება, დავეთანხმო კიდეც – რა შუაში იყო ოკუპაცია გუშინ ვერავინ გაიგო, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ ეს ადამიანები ამას, სამწუხაროდ, რაღაც თამაშს დაემსგავსა იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერ, თუნდაც ერთი ადამიანისაგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რამე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როდესაც მოგონილი და აბსოლუტურად ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ბუნებრივია, ეს საზოგადოების აღქმაშიც არ ჩანს კარგად. მათი მრჩეველი ვერ ვიქნები, მაგრამ ამ საყოველთაო ე.წ. მობილიზაციის ფონზე, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ არ გააჩნიათ რესურსი, ტყუილები ბოლომდე გაიტანონ საზოგადოებაში. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს არავის უნდა ჰქონდეს და ჩვენი მხრივ პასუხისმგებლობასაც ვიღებთ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით“, – განაცხადა  მდინარაძემ.

  • მამუკა ხაზარაძე აქციაზე მივიდა

    მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა.

    ამ არაჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა ჩვენ გამოგვაფხიზლეს ყველა და შემოკრეს ის ზარი, რომელსაც თავისუფლების ზარი ჰქვია. მე, პირადად და ყველა ჩვენთაგანი კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ყოველდღიური და ეს თუ არ გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება.” – განაცხადა ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძემ.

    ამ დროისთვის აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია.

  • ნათია ლაზაშვილი 9-საათიან “კურიერს” წაიყვანს?

    “რუს­თა­ვი 2”-ის მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას  ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი წაიყვანს. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას სა­ა­გენ­ტო sova.news წერს.  ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია უცხოური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადას­ტუ­რებს და აცხადებს, რომ რომ ყვე­ლა სი­ახ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბისთვის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რიდან გახდება ცნობილი.

    მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 9-საათიან “კურიერს” ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანდნენ.

    ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი რუსთავი 2-ში დაფუძნების პერიოდიდანვე მუშაობდა.ის   1995-2006 წლებ­ში “კურიერის” წამყვანი იყო. 2006 წელს მან   არხის სხვა ცნობილ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ერ­თად ტელეკომპანია დატოვა.

    ლაზაშვილი წინასაარჩევნო პერიოდში  მე-9 არხზეც მუშაობდა. 

    2012 წლიდან კი ხელისუფლების შეცვლის  შემდეგ ლაზაშვილი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­ში მუ­შა­ობს.

    „რუს­თა­ვი 2“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რით და სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა „კუ­რი­ე­რით“ მა­უ­წყებ­ლო­ბას 23 სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს.

  • პარლამენტთან აქცია “ერთად ერთის წინააღმდეგ” მიმდინარეობს

    საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია “ერთად ერთის წინააღმდეგ ” მიმდინარეობს.

    “გავრილოვის ღამიდან” 3 თვის თავზე, “სირცხვილიას” დასკვნითი აქცია გაიმართება. დღეს კი ორგანიზატორები სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

    აქციის ორგანიზატორების თქმით,  დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები. 

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მედიაში კომპანიის შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება.

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. „მერიდიანი” ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები.

    „მერიდიანს“ და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება – როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით – მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – რაც მოიცავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორში. „მერიდიანის“ გლობალურ ინვესტიციებსა და პროექტებს შორის არის: ცათამბჯენი მანჰეტენზე ნიუ იორკში (ნიუ იორკი, აშშ), რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, Extell-თან ერთად განავითარა; მსოფლიო კლასის აქტივები ტურიზმისა და მანპინძლობის სექტორში, მათ შორის: Meridian Adventure Dive Resort and Marina Club (ინდონეზია), Four Seasons Bora Bora (ფრანგული პოლინეზია), Hidden Bay Teos (იზმირი, თურქეთი); Food Union – ბალტიისპირული რძის პრუდუქტებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია, ოპერაციებით ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, დანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და რუმინეთში; Novaport – ფლობს და ოპერირებს 14 რეგიონალურ აეროპორტს რუსეთში,

    წარსულში მერიდიანმა გაასხვისა თავისი წინა ინვესტიციები (გაზისა და ნავთობის კომპანია – ლონდონის ბირჟაზე), Morgan Stanley-ზე (მსხვილი უძრავი ქონების კომპანია სანკტ-პეტერბურგში) და ფრანგულ Danone-ზე.

    მეტი ინფორმაცია მერიდიანის, მისი მენჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ ვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/

    კონსორციუმი განმარტავს, რომ „მერიდიანი“ არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის.

    კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის,”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • პრეზიდენტის სასახლესთან აქცია მიმდინარეობს (ფოტოები)

    სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდება. პარლამენტთან ისინი ათონელის ქუჩიდან გადაინაცვლებენ. ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან იკრიბებიან და ტრანსპარანტებით აპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებულ პატიმართა შეწყალების აქტს.

    სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 19 საათზეა დაგეგმილი. აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 თვის თავზე იმართება. მასში მონაწილეობას პოლიტიკური პარტიებიც მიიღებენ.

    {{PHOTOGALLERY}}

  • „დროა ჩემი სათქმელი ვთქვა!“-მიდის თუ არა პოლიტიკაში სააკაშვილის ვაჟი

    არ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას –  საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.  სააკაშვილი სოციალურ ქსელში სირცხვილის კორიდორის პოსტს გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა.

    „ვიღაცამ მოიგონა ჩემი პოლიტიკური განცხადება – მსგავსი არაფერი დამიწერია. ოდესმე პოლიტიკაში მოსვლა თუ მომინდა (არ ვაპირებ) ასეთი უაზრო განცხადებით ნამდვილად არ ვიზამ“ – წერს ედუარდ სააკაშვილი.

    ედუარდ სააკაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.

    „მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა – ედუარდ სააკაშვილმა მიმდინარე მოვლენების ფონზე განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა.

    მინდა დავიწყო ბოდიშით. ბოდიში. ვდუმდი. ვდუმდი, რადგან განათლებას ვიღებდი.. განათლებას ვიღებდი, რათა შემეცვალა ამ ქვეყნის მომავალი, რომელსაც საფრთხე ემუქრება ჩრდილოელი მტრისგან და მისმიერ ხელდასხმული ოლიგარქისგან… დროა ჩემი სათქმელი ვთქვა შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი 20 ივნისის შემდეგ რუსი გახარია პრემიერ-მინისტრად დაგვისვეს… ახლა სიჩუმის დრო აღარაა! დარბევიდან უკვე 3 თვე გავიდა და საჭიროა საზოგადოების სრული მობილიზაცია და დროული გადაწყვეტილებების მიღება… უნდა შეიქმნას ბევრი ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩვენი პარტიის ეგიდით, პირობას გაძლევთ ამ ორგანიზაციებს ღირსეულ ლიდერობას გავუწევთ მე და ჩემი განათლებული თანამოაზრეები!!!“ – ეწერა განცხადებაში.

  • “ფეხებზე გეკიდა,ჩვენი ფულებით გულაობდი”-გუკა რჩეულიშვილს ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულები დაუპირისპირდნენ

    „10 წლის წინ დირექტორად რომ იყავი გაფორმებული, მაშინ რატომ არ იყავი ჩართული პროცესში. ფეხებზე გეკიდა, ჩვენი ფულებით გულაობდი “, – ასე მიმართა ერთ-ერთმა დაზარალებულმა გუკა რჩეულიშვილს. რჩეულიშვილს სხვა დაზარალებულებიც დაუპირისპირდნენ და მისგან პასუხს მოითხოვდნენ.

    დღეს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო. სასამართლოსთან “ცენტრ-პონტის“ დაზარალებულებმა აქცია გამართეს. რჩეულიშვილსა  და დაზარალებულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

    შეგახსენებთ, რომ “მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გუკა რჩეულიშვილები არიან. მათ მენაშენეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ედავებიან.