Category: არქივი

  • “მე ვარ ცამდე მართალი”-დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტს უპირისპირდება

    “მე ვარ ცამდე მართალი”-პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ დუმილი დაარღია და  სკანდალური შეწყალებიეს საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    „ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს დავაფიქსირე თათბირზეც. მე შვებულებაში ვიყავი, გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილებაო.

    ამისთვის ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. ყველას გვყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი არის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად, იმიტომ, რომ ეს არის ბინძური ცილისწამება.

    ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს. მე მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა და რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული“,- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

  • ,,ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას”-ნათია ფანჯიკიძე

    ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქუსლიანი ფეხსაცმლის შესახებ, სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

    “ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალებს აკლებს ჭკუას. მიწაზე რომ მყარად ვერ დგახარ და ყანყალებ, ტვინიც შესაბამისად მუშაობს.

    ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის დანახვა კაცებსაც აკლებს ჭკუას, ჯანდაბას, 1:1 იქნება ანგარიში”- წერს ფანჯიკიძე

  • მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე ხე დაეცა, რეანიმაციაში რჩება

    მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე 2 დღის წინ ხე დაეცა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში  განაცხადეს, პაციენტი ოპერაციის შემდეგ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოისხსნა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

    შეგახსენებთ,2 დღის წინ  ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 300-მდე შეტყობინება შევიდა – თბილისიდან 270, რუსთავიდან კი 25.

  • სალომე ზურაბიშვილმა 2 ნარკორეალიზატორიც შეიწყალა

    საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულებთან ერთად 2 ნარკორეალიზატორიც შეიწყალა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. მათი იფნორმაციით,  ერთ-ერთი 25 წლის სანდრო არდაზიშვილია, მეორე კი 34 წლის თეა ბედინაძე. არდაზიშვილს პატიმრობა 2019 წლის მაისში შეუფარდეს. მან ციხეში მხოლოდ 3 თვე გაატარა.

    1994 წელს დაბადებული მსჯავდებული , რომელიც ახლა უკვე თავისუფალია, გასამართლებულია 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით , რაც არის გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაული და 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .

  • Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

    მილანში, დოლჩე და გაბანას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა. ესენი არიან თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი.

    თათია ახალაიას დოლჩე და გაბანას ჩვენებაში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა. ის აქტიური მოდელია და წლების მანძილზე მოდის ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობს. 16 წლის მატილდასთვის კი ეს გამოსვლა მაღალი მოდის პოდიუმზე დებიუტი იყო.

    მილანის მოდის კვირეული 19 სექტემბერს Max Mara-ს კოლექციის ჩვენებით გაიხსნა.

  • “წყაროს იდენტიფიცირებას არ ვაპირებ”-ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

    “წყაროს იდენტიფიცირებას არ ვაპირებ”-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

    “ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეგვატყობინა, როგორ ერევა ბატონი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, მათი მხრიდან იყო სურვილი ჩემი გამოკითხვის. რაც შეეხება იდენტიფიცირებას ჩემი წყაროსი, მე შევეცდები, რომ არ მივაწოდო ასეთი ინფორმაცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასეთი წყარო გახდეს თვითონ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც არნახული შეწყალებები განახორციელეს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თაროებზე იდება საქმეები წლობით და გვეუბნებიან, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ. თუ არ მივიღებთ, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ჩემი წყაროს მხრიდან, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აი ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს. ეს არის მისი ბიზნესი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენს წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ, რომ ველოდები ზურაბიშვილი აქ მოვა, არ ველოდები ნამდვილად. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მარტო ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, იგივე სახალხო დამცველი, პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულებისირ შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

  • ე.წ. ფეის კონტროლია, თაგვიც ვერ შემოაღწევს პარლამენტში და რატომ? – ანა დოლიძე

    ე. წ. ფეის კონტროლია, თაგვიც ვერ შემოაღწევს პარლამენტში და რატომ? -ეს განცხადება ანა დოლიძემ გააკეთა. ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან თამარ ალანიასთან გასაუბრება მიმდინარეობს. 

    „მკაცრი კონტროლი აქ დასწრებაზე, ე. წ. ფეის კონტროლი, მართლა თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში და რატომ? ამის უკან არის უდიდესი შიში ხალხის აზრის და ამ პროცესის სახალხოობის. ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები. ამიტომ, იმ ხალხს, განსაკუთრებით ახლაგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ და ერთი და იგივე გზავნილებს იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრელები შეიძლება ეწოდოს. სამწუხაროდ, ეს არის ბოლო პროცესი ამ ფასადური ეტაპის. „ქართული ოცნება“ ოფიციალურად გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაენგრია მას“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

  • ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა

    თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

    ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

    გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • “შევცვალოთ ეს ინკვიზიციური პროცედურა რაც ეხლა დადგინდა ამ დილით”-ბესელია (ვიდეო)

    “შევცვალოთ ეს ინკვიზიციური პროცედურა რაც ეხლა დადგინდა ამ დილით”- ეკა ბესელიამ ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ანრი ოხანაშვილმა პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამომსვლელებს ჩართული ექნებათ ტაიმერი და დროში შეზღუდულები იქნებიან, რასაც ეკა ბესელია არ დაეთანხმა.მისი აზრით, ეს საკითხი საფუძვლიანად უნდა განიხილოს კომიტეტმა და თითო კანდიდატს თითო დღე დაეთმოს. ბესელიამ ასევე დარბაზის შეცვლა მოითხოვა. 

    “ამ 20 წუთში რომელიც თქვენ გაანაწილეთ პასუხებიც შედის, ეს არის კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი 20 წუთი,რაც წარ,ოუდგენელია, მე ამ საკითხს ხელახლა ვსვამ და გთხოვთ რომ გონივრულად მიუდგეთ, მე არ ვიცი ვისთან იყო კონსულტაციები, რაც ამ 15 წუთში  მოხდა არ არის ნორმალური,ასე დაწყება არ არის ნორმალური, ჯერ ამ დარბაზში რომ ვერ ეტევიან, მათ შორის აპარატის თანამშრომლები, თანაშემწე ვერ შემოვიყვანე, დარბაზი შეცვალეთ კეთილი ინებეთ

    გააცნობიერეთ, რომ ეს ისეთი თემა არ არის, რომელიც გადაივლის. გამოყავით მეტი დრო კითხვებისთვის, მე ყველა კანდიდატთან მაქვს კითხვები და თქვენი 1 წუთი არ მეყოფა. გადახედეთ უგუნურ პროვედურებს, რათა შესაძლებელი იყოს, ყველა კანდიდატს კითხვები დავუსვათ გონივრულ ვადაში. 1 დღე გამოყავით თამარ ალანიასთვის, 1 დღე სხვა კანდიდატისთვის. 20 დღე ვიმუშაოთ, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს ნორმალური მოსამართლეები უვადოდ“”-განაცხადა ეკა ბესელიამ.

    ბესელიას პრეტენზიას კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობა  ყველას ექნება.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, III მიკრორაიონების, შანდორ პეტეფის, მშველიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, გახოკიძის და მეველეს ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავაძის, ლიხის, ვეძინის, ჩაბალოს, ქიქოძის და გიგაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ხელოვანთა და შველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.