Category: არქივი

  • სასამართლომ ზვიად კუპრავას 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

    სამართალდამცავთა “რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო.

    ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის მტკიცებით, ზვიად კუპრავა რამდენიმე თვის წინ, მას სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    შეგახსენებთ, „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა 2019 წლის  თებერვალში დააკავეს.კუპრავა მსჯავრდებულია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული და  პატიმრობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.

  • „თერგის“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

    სადგურდის მოედნის მიმდებარე ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარიამ დროისთვის  ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.ამ ეტაპზე ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

    ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დამწვარია დაახლოებით 200-დან 250 კვ.მ ფართობი. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი შერეული საქონლის საწყობს გაუჩნდა, სადაც პლასტმასის სათამაშოები და პიროტექნიკა იყო განთავსებული. 

    უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

  • გენიალური შემოქმედის, გია ყანჩელის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა – გიორგი გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

    „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა. თანავუგრძნობ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

  • დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი-კალაძე

    “დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

    „რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე ველობილიკი, რომ გაკეთდა არავინ სარგებლობს და მანქანებს ვერ აყენებენ. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ „ჯიპების“ ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება. პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია. ყველას გვინდა, რომ რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ვიწყებთ და ეხება კონკრეტულ ადამიანებს და დისკომფორტის ზონაში გადადიან, მაშინვე იწყებენ საუბარს რომ რას აკეთებენ, აზრზე არ არიან. ეს დამოკიდებულება მიუღებელია,არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. მთავარია ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ,“-განაცხადა კალაძემ.

  • ნახევარი გირჩი პოლიციაშია დაბარებული დღეს-ზურა ჯაფარიძე

    “გირჩის” წევრები პოლიციაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში  ავრცელებს და შსს-ს მიმართავს.

    “ნახევარი გირჩი პოლიციაშია დაბარებული დღეს 1 წლის წინანდელი კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საქმეზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

    აი რა პრიმიტივები ხართ? მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ?”-წერს ჯაფარიძე.  

  • შსს ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის და კიდევ ორი პირის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით,  1958 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს, 1959 წელს დაბადებულ მ.ა.-ს და 1977 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ ბრალი.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა. კერძოდ, ბრალდებულებმა – ს.ბ.-მ და მ.ა.-მ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს და მათივე ოჯახის წევრი ძალადობასა და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს. აღნიშნული ფაქტი კი დაადასტურა მათმა ადვოკატმა – ნ.ო.-მ .

    გამოძიება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

    დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას” – ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას გამოეხმაურა და მისი ქველმოქმედების შესახებ ამბავი გაიხსენა.

    ტელეწამყვანი გია ყანჩელის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ სიკეთეს იხსენებს და წერს, რიმ კომპოზიტორი მისი გადაცემის ნახვის შემდეგ მარტოხელა მამებს დაემარა.

    “ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი.

    წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ.

    შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ მაპატიებს გენიოსი მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

    გენიოსი რომ იყო ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

    მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • “თერგის” ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია-მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია

    “თერგის” ბაზრობაზე   ძლიერი  ხანძარია. ამ წუთებში დაკვამლიანება იმატებს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა და მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

    მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

  • რომელი ჩავიცვა? – პრეზიდენტი Balenciaga-ს ახალ კოლექციაზე

    საქართველოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა  ფეისბუქის  პირად გვერდზე  Balenciaga-ს ახალი კოლექციის ფოტოები გააზიარა და საზოგადოებას შეკითხვით მიმართა.

    „რომელი ჩავიცვა … სკანდალის გარეშე????“, – დაწერა პრეზიდენტმა.

    პოსტს სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან  დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

    სალომე ზურაბიშვილი  გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს. სავარაუდოდ, აღნიშნული პოსტიც ამ გამოხმაურების საპასუხოდ დაიწერა.

  • მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი დაკარგა – აშშ-ს საელჩო

    კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.

    „დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.დღეს როგორც არასდროს “ყვითელი ფოთლები” სიჩუმეს გავს”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.