გენიალური შემოქმედის, გია ყანჩელის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა – გიორგი გახარია

Written by

in

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა. თანავუგრძნობ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *