Category: არქივი

  • პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები გაუუქმდებათ

    პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. ამის შესახებ პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მისი თქმით ეს ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი იქნება.

    “რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები პირველი ოქტომბერთან დაკავშირებით. მათ ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი პირველ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ”, -განაცხადა მდინარაძემ.

    შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა.

    ახალი რეგულაციის მიხედვით,სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები მგზავრებს ვეღარ მოემსახურებიან.  გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.

  • ბრძოლა რესპოდენტისთვის 2 ტელევიზიას შორის – კურიოზული ჩართვა (ვიდეო)

    “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში კურიოზი მოხდა. ჩართვაზე მყოფ 2 ჟურნალისტს შორის რესპოდენტისთვის ბრძოლა გაიმართა. 

  • ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე-სააკაშვილი

    “შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა”, -საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციას ეხმაურება.

    მისი ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეციალური დავალებით იმყოფებოდა.

    „კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, – წერს სააკაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც  საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.

  • “რა საინტერესოა, ვინ მოიშორა ?!”-რა კავშირი აქვს უკრაინაში ლიკვიდირებულ კრიმინალს გიორგი სანაიას მკვლელობასთან

    უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მან 10 დღის წინ ორ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. დღეს დაკავებისას კი საქართველოს მოქალაქემ, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

    უკრაინაში ლიკვიდირებული პირი ცნობილი ქართველი კრიმინალი შოთა ჭიჭიაშვილია, მისი სახელი არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორის მკვლელობებსა და ადამიანების გატაცებებს.

    მისი სახელი ცნობილი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს 2018 წელს დაუკავშირდა და საქმეზე ხელახალი ძიება დაიწყო. ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციას გამოეხმაურა გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია. მისთვის ქართველი კრიმინალის ლიკვიდაცია კითხვის ნიშნებს აჩენს.

    “რა საინტერესოა, ვინ მოიშორა ?!

    ბოლოს, გამოკითხვაზე რომ ვიყავი პროკურატურაში, მას შემდეგ არც დაურეკავთ”-წერს სოციალურ ქსელში ვახო სანაია.

    ციხისთავი სკნადალურ ინტერვიუში ყვებოდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა მაშინდელ მთავრობაში დაიგეგმა და სანაია  შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა.

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9755 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9755 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9753 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2489 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2434 ლარს შეადგენდა.

    შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “გიხდებათ ქალბატონო პრეზიდენტო”-დემნა გვასალია. ზურაბიშვილს ახალი კაბა აურჩიეს

    პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილისთვის კაბის არჩევის პროცესში  დემნა გვასალიას ფანები და მოდის ექსპერტებიც ჩაერთნენ.

    დემნა გვასალიას ფანების გვერდმა  მოდის ცნობილი გვერდის FashionHolics Online-ის მიერ მომზადებული ფოტო გააზიარეს.

    “Looking good madam president. (გიხდებათ ქალბატონო პრეზიდენტო)”-წერია ფოტოს აღწერაში.

  • “ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო”- ზურაბიშვილი გია ყანჩელის გარდაცვალებაზე

    საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი კომპოზიტორი გია ყანჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით დიდი კომპოზიტორი ჩუმად უნდა წასულიყო.

    “ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო და შემოდგომაზე ჩუმად წასულიყო დიდი კომპოზიტორი … ჩვენ კი დაგვიტოვა უკვდავი ჰანგები…”- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

  • კალაძე თბილისში რუსული ГАЗель-ის მიკროავტობუსების წარმოებას აანონსებს

    კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება და ახალი სამარშუტო ტაქსების გამოჩენა დააანონსა.  თბილისის მერს ჯერჯერობით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა ერთ-ერთი სამარშუტო ტაქსის მოდელი  ლაივის დროს მან საჩვენებლად გამოიყენა დ ამის უპირატესობებზე ისაუბრა. 

    “გვაქვს რამდენიმე შეთავაზება, პირველი ეს არის “ფორდის“ ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა და მეორე ეს არის საქართველოში წარმოების დაწყება. რასაც ჩვენ მივესალმებით. მიკროავტობუსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, შიგნით საკმაოდ კომფორტულია, აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და გათბობით. 17 დასაჯდომი ადგილია. თუ ეს კომპანია ამ მიკროავტობუსების წარმოებას საქართველოში მოახერხებს კარგი იქნება. მისასალმებელია ის, რომ საქართველოში მოხდება მიკროავტობუსების გამოშვება და მისასალმებელია ის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება“-განაცხადა კალაძემ.

    “კომერსანტის” ინფორმაციით,  ქართული წარმოების მიკროავტობუსი, რომელსაც “ელვა“ ერქმევა, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT -ის იდენტური იქნება. ამ პროექტში ინვესტორი $30 მილიონის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

  • ” სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება”- მიხეილ სააკაშვილი

    მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში კომპოზიტორი გია ყანჩელის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

    “გია ყანჩელი რაც თავი მახსოვს სულ იყო ჩემთან და სანამ ვიქნები, დარჩება. ასე რომ მისი ფიზიკური არყოფნით ეს ჩემთვის და ყველა თანამემამულისთვის არაფრით არ შეიცვლება. ქედს ვიხრი გენიოსის ხსოვნის წინაშე.”- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორი გია ყანჩელი, დღეს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 5 ოქტომბერს დიდუბის პათეონში დაკრძალავენ.

  • ადამიანის უფლებების დაცვისთვის საერთოდ რამეს აკეთებთ?-ხათუნა გოგორიშვილი სოფო კილაძეს (ვიდეო)

    „ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამეს აკეთებთ საერთოდ?“ – ამ კითხვით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, მას შემდეგ მიმართა რაც კილაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

    „2018 წელს ვის ვის და ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის პრობლემები, რომელიც იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით და არც ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც საზოგადოება წუხდა, თქვენს ანგარიშში მოხვედრილი არ არის. მე მესმის, რომ ამ სიის წაკითხვას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რა საკითხები არ მოხვდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2018 წლის ანგარიშში. დავიწყებ სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის უფლებით, საერთოდ არ არის ამაზე საუბარი თუ არ ჩავთვლით, რომ თქვენ ყოფილხართ კომისიის წევრი, ეს ყოფილა მთელი „ნიუსი“; არაფერი არ არის ნათქვამი შვილმოკლული მამების უფლებებთან დაკავშირებით; არც ვიტალი საფაროვის საქმე გაქვთ ნახსენები, რომელსაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა; საერთოდ არ გაგხსენებიათ, მითუმეტეს გახარიას პრემიერ-მინისტრობის პირობებში როგორ ვახსენებდით „ბასიანისა“ და „გალერის“ საქმეებს, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ლგბტ თემის უფლებების დარღვევის ფაქტები და არაფერი ამასთან დაკავშირებით არ გიხსენებიათ, არც ტელევიზიების პრობლემები ყოფილა, არც დევნილთა და მათი საცხოვრისის უფლებები შელახულა, ადამიანის უფლებათა კომიტეტში საერთოდ არავის გახსენებია ტატუნაშვილის ტრაგედიაც 2018 წელს მოხდა და ყველაზე უცნაური რაც იყო ჩემთვის, საერთოდ არ გაქვთ ნახსენები, რას აკეთებს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შშმ პირების უფლებებზე რას აკეთებს. ეს არის მოკლედ ის თემები, რაც არ არის თქვენს ანგარიშში და აბა რა არის? გარდა იმისა, რომ როგორც ნაძალადევის მაჟორიტარად კარგად მუშაობთ, ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამეს აკეთებთ საერთოდ?“ – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.