Category: არქივი

  • “მე ვადანაშაულებ ჩემს თავს,ეს რომ გამეკეთებინა ახლა ცოცხალი იქნებოდა”-გიორგი გვარჯალაძე (ვიდეო)

    „მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ“ – ტრაგედიის შესახებ მუსიკოსმა გიორგი გვარჯავაძემ, “მთავარის არხის” გადაცემა „სხვა ნანუკაში“ ისაუბრა და ლენოს თვითმკვლელობის დღე დეტალურად გაიხსენა. მუსიკოსი შვილის გარდაცვალების გამო თავს იდანაშაულებს და ყველა მშობელს მიმართავს ყურადღებით იყვნენ.

    „მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, მთავარი დამნაშავე მე ვარ. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია, ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით და კონტროლის ქვეშ გვაქვს – არ ვიცით. ჩვენ ვართ უმეტესობა მუშათა კლასი და მდიდრებს რა პრობლემები აქვთ მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჩვენს დროს ძირითადად ვუთმობთ ჩვენს სამსახურს და სხვა საქმეებს, ბავშვებისთვის დრო არ გვრჩება. მისი ერთი სიმღერაც არ მაქვს პროფესიონალურად ჩაწერილი, არადა ყველაზე დიდი სტუდია მაქვს მთელს კავკასიაში და ჩემი შვილი ვერ ჩავწერე. ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, რომ გარანტირებულად არ თქვათ, რომ ამისთვის დროს გამოვნახავთო. არა ახლა არის დრო შენი ენერგია და დრო დახარჯო ბავშვზე.

    არასდროს ვერეოდი მის პირად ცხოვრებაში, ახლა ვთვლი, რომ შევცდი. არასდროს გამიხსნია მისი ექაუნთი და არასდროს მინახავს მიმოწერეები, ეს რომ გამეკეთებინა ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა. მე რომ წამეკითხა მისი მემუარები, რომელიც კომპიუტერში ჰქონდა, მერე ერთი წამით არ დავტოვებდი მარტო, მეტი რა საქმე მქონდა. პირდაპირ ეწერა დღე 28, აქედან პირველ დღეზე, რომ ჩავალ მოვიკლავ თავს. მე გამოვიცანი რომ ამის გაკეთებას აპირებდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას ხოდა გადახტი მეთქი და იქედან სამ საათში გადახტა..“ – ყვება გიორგი გვარჯალაძე.

  • უკრაინის პოლიციამ ქართველი კრიმინალის შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის ვიდეო გაავრცელა (ვიდეო)

    უკრაინის სპეცსამსახურმა კიევის ოლქში სოფელ ხოტიაკოვში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო გაასაჯაროვა. სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის ლიკვიდაცია მოხდა. 

    ვიდეოზე ჩანს, რომ სამართალდამცველები ცდილობენ გატეხონ ის  კონტეინერი, რომელსაც ქართველი კრიმინალი თავს აფარებდა. ვიდეოში ჩანს ჭიჭიაშვილი, რომელიც ცდილობს გაიქცეს, რის შემდეგაც სროლა დაიწყო.

    ჭიჭიაშვილის სახელი 90-იანი წლების არერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, მათ შორის ადამიანების გატაცებებსაც.ასევე მისმა სახელმა გაიჟღერა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების  და ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზეც.

  • ვერაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა

    ვერაზე, შალვა ღამბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ მოხდა,ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • რა თანამდებობები დაიკავეს ნათია მეზვრიშვილმა და კახა კახიშვილმა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

    მათი ცნობით, კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა.

    ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობაზე გადაინაცვლა.  კახა კახიშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

  • „მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ“, – რა მდგომარეობაშია გიორგი მამალაძე

    მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ციხეში არასათანადო პირობებში იმყოფება. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან  ექსკლუზიური ინტერვიუ „პალიტრანიუსს“ მისცა.

    „მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს”, – განაცხადა მამალაძემ.

  • კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს-გახარია

    კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს, -ეს განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. 

    „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი ერთობლივი მუშაობის შედეგად საკმაოდ დაბალანსებული გამოგვივიდა. მასში ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე ასახულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან. ამაში მდგომარეობს ბიუჯეტის დაბალანსება, თუმცა კოორდინირებული მუშაობა შემდგომში, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეფექტიანობა იყოს სახეზე და ეს აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღურ ცხოვრებაზე. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში დეფიციტი გვაქვს 2.7%, რომელიც სრულად შეესაბამება სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას და ამაში მდგომარეობს კიდევ ერთი ფაქტი ბიუჯეტის დაბალანსების. კოორდინირებული მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

  • სუსი “გირჩს” ერთი წლის განმავლობაში უსმენდა – იაგო ხვიჩია

    სუსი “გირჩს” ერთი წლის განმავლობაში უსმენდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გირჩის ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ დაწერა.

    “მე რაც გავიგე, გვითხრეს რომ ერთი წელია ,,კანონიერად” გვისმენენ.
    ანუ რეალურად გვითხრეს, რომ ჩვენზე ყველაფერი იციან, მათ შორის პირადი ცხოვრების ნაწილი.
    ამის სათქმელად დაგვიბარეს.

    ტლანქად გაგვაფრთხილეს”-წერს იაგო ხვიჩია.

    შეგახსენებთ, რომ  “გირჩის” წევრები შსაგამოძიებო უწყებაში   2018 წლის 20 ოქტომბერს ჩატარებული კანაფის ფესტივალის საქმეზე,დაიბარეს.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    მათივე ინფორმციით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლუბლიანას, ნოდარ ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ჩხავერის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ზემო მეტალურგიულის, თავკვერის, ველისთავის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზაქარია მაისურაძის, გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების და წყაროთუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, ზესტაფონის და სერგი ჭილაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და ვაკის რაიონებში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, ზიჩის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული ფასეულობებით, პუტინის საქმეს აკეთებს – სააკაშვილი

    „ყველა ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.

    „ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს – ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ.. ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად – ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაქებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან..

    ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ვანიშვილს აწყობთ“, – წერს სააკაშვილი.

  • “შენი ხელწერა თუ არის მიტინგის დარბევა და ტელევიზიის დახურვა მაშინ პარტნიორად რუსეთი ჩამოგიყალიბდება” – მარგველაშვილი (ვიდეო)

    20 ივნისის ღამემ ახალი რეალობა შექმნა, 20 ივნისის ღამე და ტრაგედია იყო კატასტროფა, თუმცა ამ კატასტროფამ შექმნა ძალიან დიდი ხნის მონატრებული ეროვნული მუხტი”– ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილი 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს, გადაცემა “ბარიერში”

    ” 20 ივნისის ღამემ ახალი რეალობა შექმნა, 20 ივნისის ღამე და ტრაგედია იყო კატასტროფა, თუმცა ამ კატასტროფამ შექმნა ძალიან დიდი ხნის მონატრებული ეროვნული მუხტი საზოგადოებაში და ეროვნული მუხტის მატარებელი ახალგაზრდობა დარწმუნებული ვარ სერიოზულად შეცვლის იმ უარყოფით მოვლენებს საზოგადოებაში, რაც დღეს არის. ეს არის ნამდვილად პროდასავლური და პოევროპული ღირებულებების მქონე დიდი ჯგუფი. შენი ნაბიჯებით შეიძლება საერთოდ არ გინდოდეს რუსეთისკენ ასვლა, მაგრამ როდესაც ცდილობ რუსთავი2–ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალო, როდესაც დაარბევ მიტინგს, როდესაც ბიზნესმენი აგიშლის ნერვებს და მის მიმართ პროკურატურას გამოიყენებ, სულ რომ რუსეთი არ გინდოდეს ძალაუნებურად სტილით იქით მიდიხარ, ანუ მსგავსი მიისწრაფის მსგავსისკენ. შეიძლება არ გინდოდეს მაგრამ ბუნებრივად ასე გამოვა. როცა ისეთი პატარა ქვყნის ხელისუფალი ხარ როგორიც საქართველოა, შენ გჭირდება პარტნიორი. ხოლო პარტნიორი, რომელიც ბოლომდე გამოგყვება ტელევიზიების დახურვაზე, მიტინგების დარბევაზე, ბიზნესმენის გაპრესვაზე ამის პარტნიორი რუსეთია.” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    {{VIDEO}}