Category: არქივი

  • რას აცხადებს იუსტიციის სამინისტრო იზოლატორში თვითმკვლელობის ფაქტზე

    გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა 36 წლის მამაკაცმა საკანში თავი ჩამოიხრჩო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იუსიტიციის სამინისტრო განცხადებას აკეთებს. 

    “2019 წლის 28 სექტემბერს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა ბრალდებული გ.წ. (დაბადებული 1983 წ., წარსულში ნასამართლევი), რომელსაც 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გ.წ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, 2019 წლის 27 სექტემბერს ზუგდიდში მდებარე სასაფლაოზე საკუთარი ძმის მკვლელობა.

    2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

    2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.

    დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

    მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება”-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა

    84 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი ქართველი  კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. 

    1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

    ყანჩელს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

    გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

  • ღარიბაშვილმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა

    “2020 წელს ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად ვაცხადებ”, -ეს განცხადება  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა დღის ქრონიკაში სტუმრობისას გააკეთა. 

    “ჩემი ხედვა და პოლიტიკა, ამ უწყებაში მოსვლის დღიდან და მანამდეც, ზოგადად, ეფუძნება ძლიერი სახელმწიფოს იდეას. ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი ჯარი. ძლიერ ჯარს ქმნის ძლიერი ჯარისკაცი და ძლიერ ჯარისკაცს სჭირდება შესაბამისი დაფასება და პირობების უზრუნველყოფა. ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში მე, მინისტრმა”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ციხეში გარდაცვლილი ნახეს

    ზუგ­დიდ­ში ძმის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი წურ­წუ­მია ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპოვეს.

    ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სო­ფელ ჯუ­მის გამ­გე­ბელ­მა ზუ­რაბ ფა­ჟა­ვამ და­უ­დას­ტუ­რა.  წურ­წუ­მია ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. განიხილება თვითმკვლელობის ვერსიაც.

    36 წლის გი­ორ­გი წურ­წუ­მია ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯუმ­ში 28 სექ­ტემ­ბერს ძმის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

  • ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

    ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი ავრცელებს.

    ლაფერაშვილის ინფორმაციით, ზურაბ გუმბერიძე საგამოძიებო ორგანოში 2 ოქტომბერს, 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

    მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის ფარგლებში მოხდება. ამ საქმეზე   ბრალი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და ასევე „ინტერმედია +“-ის ხელმძღვანელს აქვთ წაყენებული.

  • “მიშა, გილოცავთ, დღეს 1 ოქტომბერია”- გახარია სააკაშვილს (ვიდეო)

    მიშა, მოგესალმებით და გილოცავთ, დღეს 1 ოქტომბერია – ასე პასუხობს გიორგი გახარია სააკაშვილს და ტელეეთერებიდან ოქტომბრის არჩევნებს ახსენებს.

    “2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიისთვის, რომლის შედეგსაც დღეს აქ ვიმკით” – თქვა მან ჟურნალისტებთან. 

  • ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი გარჩევის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

    ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი ბიზნესდავა, კონკრეტულად ნუცუბიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობას და წილების გადანაწილებას უკავშირდება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ დაზარალებულს, ლევან ძნელაძეს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ასევე მის მეუღლეს, მარიკა წერეთელს ნამდვილად ჰქონდათ ბიზნესინტერესი ნუცუბიძეზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტთან დაკავშირებით.

    ეს არის კაპანელის ქუჩის 5 ნომერი, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსია აშენებული. ამ პროექტში ინვესტორის შესვლასთან დაკავშირებული იყვნენ მარიკა წერეთელი და მისი ოჯახი.

    მათ უნდა მიეღოთ გარკვეული სარგებელი, თუმცა ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ოჯახს ეს სარგებელი არ მიუღია და გუშინ ღამით ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაც ამ ფაქტს უკავშირდება.

    როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა 2 ნომერთან მდებარე კაფეში, სადაც ელოდებოდნენ ნაცნობს, თუმცა ნაცნობის ნაცვლად ის ხუთკაციანი ჯგუფი მივიდა და ამ სისხლიან დაპირისპირებაში ჩაერთო. “შიგნით არ ყოფილა შემოსული. შეიძლება გარეთ ისხდნენ, მე არ დამინახავს სად იყვნენ. კაფეს ტერიტორიის შიგნით არავინ ყოფილა მაგ პირებიდან. ჩვენ უკვე პატრული რომ მოვიდა, მაშინ გავიგეთ რაც მოხდა,” – განაცხადა კაფეს მენეჯერმა.

    ლევან ძნელაძის შვილის განმარტებით, მას პირველად ესმის მშენებლობასთან დაკავშირებული თემა. ზუკა ძნელაძის თქმით, ეჭვი არავისზე არ აქვს. “დედაჩემი ელოდებოდა თავის მეგობარს, მაგრამ მივიდნენ სულ სხვები. არც დედას მეგობარს ვიცნობ და არც სხვას. ვერაფერს ვუკავშირებ, არ ვიცი არაფერი ნამდვილად. არანაირი ეჭვი არ მქონია არავისთან საერთოდ,” – აცხადებს ზუკა ძნელაძე.

    ძნელაძეების ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ლევან ძნელაძეს დაპირისპირება არავისთან ჰქონია. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, გივი ცინცაძეს, რომელიც ასევე ამ ინციდენტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა, ისიც ამ დროისთვის საავადმყოფოში რჩება, მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ცინცაძე ამჟამად სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და არ არის გამორიცხული, რომ ის დააკავონ, რადგანაც კადრებშიც ჩანს, რომ საკმაოდ აქტიურად იღებდა მონაწილეობას ძალადობრივ ინციდენტში.

  • “ორთქლის უთო გადამატარეს ზურგზე” – ქალი რომელიც მძარცველებმა აწამეს

    ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ უთოთი აწამეს, მომხდარ საზარელ ფაქტს იხსენებს. ნანი ფუტკარაია, “მთავართან” ამბობს, რომ თავდამსხმელს ფეხზე ბახილები ეცვა, სახეზე კი ნიღაბი ეკეთა.
    მისი თქმით, ბოროტმოქმედმა ის უთოთი დაწვა და შემდეგ პურის საჭრელი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი 38 000 ლარს ითხოვდა. საბოლოო ჯამში კი 3 500 $-ისა და 3 000 ლარის წაღება მოახერხეს.

    “ქონდა იარაღი, რომელიც ედო ქამარში, თუმცა იარაღი არ გამოუყენებია. დამანახა, რომ ჰქონდა. უთო მე თვითონ მქონდა ჩარეთული, რაც გადამატარეს ზურგზე. ითხოვდნენ თანხას, რომელიც სახლში ეგულებოდათ. თუმცა არ მქონდა იმდენი, რამდენსაც ელოდნენ, რამაც აგრსია გამოიწვია. 38 000 ლარს ითხოვდა. სახლში 3 500 % და 3 000 ლარი იყო. ეს თანხა და ოქროულობა წაიღეს”- აცხადებს დაზარალებული.

    არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევის შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

    ყაჩაღობა თბილისში – ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს

  • არ მგონია, ქართველმა ხალხმა “ ნაციონალები“ ხელისუფლებაში დააბრუნოს – წულუკიანი

    არ მგონია, ქართველმა ხალხმა “ ნაციონალები“ ხელისუფლებაში დააბრუნოს –  ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებთან გააკეთა.წულუკიანმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო თანამომხსენებლების რეკომენდაცია გააკრიტიკა.

    “იმის ილუზია, რომ 2020-ში ნაციონალები დაბრუნდებიან და მოდი, იმათ დავუტოვოთ დაასახელონ დანარჩენი კანდიდატები, ვფიქრობ თუ რამეა სასაცილო, აი ეს არის სასაცილო. იმედი მაქვს, რომ 2020-ში „ქართული ცნება“ არჩევნებს ღირსეულად ჩაატარებს და თუ არ ჩაატარებს, არ მგონია, რომ „ნაციონალები“ დააბრუნოს ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში. ამიტომ, როდესაც რეკომენდაციას იძლევი, უნდა გაანალიზო. აი, ასეთი ცუდი შეფასება მაქვს მე ამ რეკომენდაციის. არ ვემხრობი, მგონია რომ ძალიან ზედაპირული და გაუაზრებელი რეკომენდაციაა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

  • იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით 2 ქართველი დააკავეს (ვიდეო)

    იტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

    მედიის ცნობით, 1995 და 1997 წლებში დაბადებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ იტალიის  ქალაქ ტრიესტეში 21-დან 26 ივლისამდე სხვადასხვა სახლი გაქურდა. მძარცველებმა  საერთო ჯამში 133 000 ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.

    მედიის ინფორმაციით, სახლების გაქურდვაში ბრალდებული მესამე პირის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.