Category: არქივი

  • ნათია ლაზაშვილის ქმარმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა

    რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარმა, გიორგი ფრუიძემ, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრია, პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს. 

    მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის. 

    ფრუიძეს ინტერესთაა კონფლიქტი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნათია ლაზაშვილი ცხრასაათიანი კურიერის წამყვანი გახდა.

  • “პროკურატურაში ჩემს დაბარებას, ვუკავშირებ”ფორმულას” ეთერში გასვლას” – ლაფერაშვილი საგამოძიებო უწყებაში მივიდა

    ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

    საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. ლაფერაშვილი  პროკურატურაში მის დაბარებას ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასვლას უკავშირებს

    “ახლა საეთეროში უნდა ვიყო და ეთერში გამყავდეს გამოშვების შიდა ეთერი და მიწევს აქ მყოფნა და ამ დროს ვკარგავ არაფერში. ჩვენ ვიცით რამდენი ხანი გაგრძელდა “ფორმულას” დირექტორის ზუკა გუმბერიძის დაკითხვა და ვიცით ისიც როგორი არაფრის მომტანი იყო ეს დაკითხვა. პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ანალოგიურად მოიქცეს ჩემთან დაკავშირებით” – განაცხადა  ლაფერაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

  • სახალხო დამცველი მამუკა ხაზარაძის განცხადებას სექსისტური შინაარსის მქონედ მიიჩნევს

    სახალხო დამცველი პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამონათქვამს ეხმაურება. სომბუდსმენის შეფასებით, მსგავსი გამონათქვამი აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ.

    “სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს, როგორც საჯარო პირს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ თავისი განცხადებებით არ მოახდინოს ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაცია – სქესზე აპელირებით. პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამამცირებელ სტერეოტიპებს.”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • “რასაც თეთრს ვხედავ ყველაფერს ხელს ვუქნევ” – ირინა სარიშვილი

    ირინა სარიშვილი ტაქსების რეფორმას სოციალურ ქსელში ხუმრობით ეხმიანება. ირინა სარიშვილი ტაქსების ფერზე ხუმრობს.

    „რასაც თეთრს ვხედავ ყველაფერს ხელს ვუქნევ ამოწყდით თქვენა“, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

    A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ასევე დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ პარკინგით ისარგებლონ.

    მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ B კატეგორიის ტაქსის მძღოლები.

  • ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ-ცქიტიშვილი

    “დიახ, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ანაკლიის პორტსაც ძალიან კარგად ავაშენებ” -,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასფრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

    “რაც შეეხება ხაჭაპურს და კულინარიას, დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდა, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს. მე მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდა ქალბატონს, რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს. ასეთ დამოკიდებულებას და გააკეთონ ის საქმე, რომელიც მათ უყვართ. მიხედონ თავის ოჯახს და რა თქმა უნდა, ქვეყანას”, – განცხადა ცქიტიშვილმა.

    ხაზარაძემ განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.

  • როგორ დაემშვიდობა ხატია ბუნიათიშვილი ყანჩელს (ვიდეო)

    პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    ვიდეოჩანაწერში ბუნიათიშვილი ყანჩელის მუსიკალურ კომპოზიციას „როცა აყვავდა ნუშის“ ასრულებს.

  • “ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს.”- გვარამია ხაზარაძის განცხადებაზე

    “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს “ლელოს”დამფუძნებლის განცხადება სრულიად ადეკვატური იყო. 

    “რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს.სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია – მაშინ პირიქით.ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავი სექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • კაცების ბუნებაი იწრო არსს – ბაია პატარაია ხაზარაძის განცხადებაზე

    ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

    “ხაჭაპური და ჯანდაბა! იიი… წიდი ქმირს მიხიდიიი… ხიჭიპირი დიიცხვიიი… მომბეზრდით! სერიიდან: კაცების ბუნებაი იწრო არსს!”,- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.

  • “ვინც ხაზარაძის ნათქვამში სექსიზმი დაინახა, ის თვითონ აკავშირებს ქალს და ხაჭაპურს”- გია ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. “ლელოს” დამფუძნებელმა  განაცხადა, რომ “მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, თუმცა მას წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა.”

    “ვინც ხაზარაძის ნათვამში სექსიზმი დაინახა, ის თვითონ აკავშირებს ქალს და ხაჭაპურს ერთმანეთთან, ანუ მათი ლოგიკური დასკვნა უფრო სექსისტურია, ვიდრე ზემოთაღნიშნული რიტორიკა. რადგან ხაჭაპურს კაციც შეიძლება აცხობდეს იგივე წარმატებით. მე უფრო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ხარისხიანი ხუმრობა დავინახე და მეტი არაფერი…”- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში. 

    „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“

    ამავე თემაზე: 

    “შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,”-ხაზარაძე მაია ცქიტიშვილზე

    “ზონდერქალა ცქიტიშვილის “ქალურობა” იქიდან მახსოვს, 20 ივნისის კადრებს სიცილით რომ უყურებდა!”- ცოტნე გამსახურდია 

    “როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში “შედი ქალო კუხნაში “თემა?! – ინგა გრიგოლია

    ჩემ გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსებით – წულუკიანი ხაზარაძეს

  • ‘ვინც ხაჭაპურზე გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა განვმარტო”- მამუკა ხაზარაძე საკუთარ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს

    “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ გამონათქვამზე განმარტებებს აკეთებს.როგორც ის წერს, ეს განცხადება სექსისტური არ იყო და ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვლა მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

    „ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა როგორც სექსისტური. უ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. („ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს“).

    მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

    მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით.საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე,“ – წერს ხაზარაძე.

    “შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,”-ხაზარაძე მაია ცქიტიშვილზე