Category: არქივი

  • საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

    საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა  71 წლის მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს 20 წლის წინ გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • “20 ივნისის მოვლენები იყო ქაჯობა” – ზაქარია ქუცნაშვილი

    “ის რაც 20 ივნისს მოხდა მე ამას ქაჯობა ვუწოდე”-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

    “ის რაც 20 ივნისს მოხდა მე ამას ქაჯობა ვუწოდე”იმიტომ, რომ როცა შეგიძლია გამოიყენო და ერთადერთი ინსტრუმენტი გაქვს საერთაშორისო დიპლომატია და საერთაშორისო ფორუმები საქართველოში და ამას ვერ იყენებ ეს ქაჯობაა ჩემი აზრით.

    ფაქტების შეგნებულად გაყალბებით თავდაპირველად შეეცადნენ ადამიანების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და პარლამენტში მათი შეჭრა ხელისუფლების დამხობისთვის გამოეყენებინათ. როდესაც ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეეცადნენ ქართული საზოგადოების გულწრფელი აღელვება გამოეწვიათ და ის მიემართათ ამჯერად უკვე „რუსთავი 2-ის“ დასარბევად. იმისათვის რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ისინი მსხვერპლნი, ხოლო ქართული საზოგადოება და მისი ხელისუფლება მოძალადედ და ანტიდასავლურ ძალად წარმოჩინებულიყო. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამ ხაფანგმაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და პროპაგანდის მანქანის არქივი, მთავარი ინტელექტუალური პროდუქტი, გაასხვისეს, რითაც ათწლეულების მანძილზე სხვისი რესურსებით შექმნილი მორიგი მატერიალური სიკეთე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე მოახვედრეს” – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

  • ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ხელფასი 5,729 ლარია-TI

    ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ხელფასი 5,729 ლარია-ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) მიერ გასაჯაროებულ მონაცემებშია აღნიშული. ორგანიზაციამ  მთავრობაში არსებული სახელფასო პოლიტიკის შესახებ  მიმოხილვა გამოაქვეყნა. 

    “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სამინისტროებიდან დარიცხული ხელფასების შესახებ სტატისტიკა გამოითხოვეს და ის რეგულაციის ამოქმედებამდე არსებულ ვითარებას შეადარეს, მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროში 2017 წლის დეკემბერში, თანამშრომლისთვის დარიცხული საშუალო ხელფასი 3,446 ლარი იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში კი, საშუალო ანაზღაურება 5,729 ლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში 2017 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 4,031 ლარი, 2018 წლის მდგომარეობით კი, საშუალო ხელფასი 5,131 ლარი იყო.

    2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა. იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება შეადარა ერთმანეთს. შედეგად, გამოვლინდა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა.

    ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია ათი სამინისტროდან გამოითხოვეს,  ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია მათ არ მიაწოდა,ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული  ინფორმაცია არასრულად იყო წარმოდგენილი.

    “კვლევის მიზანი იყო სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზი და ახალი კანონის მიღების შემდეგ ტენდენციის აღწერა. ამ მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ უწყებებში არსებული საშუალო და მედიანური ხელფასები. სრულყოფილი სურათისთვის ხელფასების შედარებისას, ასევე, გათვალისწინებულია პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურება (მინისტრები და მოადგილეები), მიუხედავად იმისა, რომ მათზე ახალი კანონი 2021 წლამდე არ ვრცელდება.

    საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურება შედგება ა) თანამდებობრივი სარგოს, ბ) სახელფასო დანამატისა და დ) ფულადი ჯილდოს კომპონენტებისგან. კვლევაში შესადარებლად აღებულია ანაზღაურება, რომელიც სამივე კომპონენტის ჯამს შეადგენს, რადგან მიზანი თანამშრომლის მიერ ფაქტობრივად მიღებული თანხის ანალიზია.

    ახალი კანონის მიღებამდე დანამატის და ჯილდოს (პრემია) გაცემა სისტემატიურად, ხშირ შემთხვევაში სათანადო დასაბუთების გარეშე ხდებოდა. ახალმა კანონმა მანამდე არსებული ფაქტობრივი სტატუს-კვო შეინარჩუნა და ის პრემია-დანამატები, რომელიც სისტემატიურად გაიცემოდა გააერთიანა სარგოსთან, ხოლო დანამატისა და ჯილდოს გაცემის წესი მკაცრი რეგულირების ქვეშ მოაქცია.

    მიუხედავად ამისა, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებშიც გვხვდება პრემიები და დანამატები, მათ შორის ახალი კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით გაცემულიც. ამის მაგალითი იყო თავდაცვის სამინისტრო, საიდანაც მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომ ყველა თანამშრომელზე გასცეს საახალწლო-სადღესასწაულო ჯილდო 125 ლარის ოდენობით. ახალი კანონით დღესასწაული არ შეიძლება ჯილდოს გაცემის საფუძველი გახდეს, ის ინდივიდუალური წახალისების მექანიზმია და დამოკიდებულია მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.

    უწყებებში მოსამსახურეთა ხელფასებს შორის უთანასწორობის დასადგენად ერთმანეთს შევადარეთ ყველა თანამშრომლის საშუალო და მედიანური ხელფასები, კერძოდ, მედიანურ და საშუალო ხელფასს შორის პროცენტული სხვაობა. რაც უფრო ნაკლებია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა სხვადასხვა საფეხურის თანამშრომლობის ანაზღაურებას შორის.

    ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში (31.6%) იყო, ყველაზე დაბალი კი – იუსტიციის სამინისტროში (11%). 2018 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი სხვაობა (30.8%) ორ უწყებაში – ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – ინფრასტრუქტურის სამინისტროში (6.7%) (იხილეთ დიაგრამა 1 და 2).”-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    {{PHOTOGALLERY}}

  • თბილისში მძარცველი აივანზე გამოკეტეს

    თბილისში, პეკინის #22-ში კაცი მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას აივნიდან ცდილობდა.  შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბინაში ოჯახი იმყოფებოდა. მათ მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს.

    შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა,

    ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • ქუცნაშვილმა დუმილი დაარღვია და განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა

    ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელსაც დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა, 3-თვიანი დუმილი დაარღვია და განმარტა, რატომ იყო რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა საქართველოში მნიშვნელოვანი.

    ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    “ეხლაც მიმაჩნია რომ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეასთან.

    ჩემთვის და თქვენთვის ცნობილია რომ საქართველო ბევრის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრია, მათი უმეტესობა არის ევროპული სახელმწიფოების გაერთიანება, ესენია ეუთო, ევროპის საბჭო და ა.შ. მართლმადიდებლური ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთი ასამბლეაა, რომელიც 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს და მისი მოქმედების არეალი უფრო ფართეა, ვიდრე ევროპული სახელმწიფოების გაერთიანების, შესაბამისად ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას, რაშიც ყველაზე მოწყვლადი რეგიონების ყველაზე მოწყვლად სივრცეებს წარმაოდგენენ აფრიკის, აზიის და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნები, სადაც წარმოდგენილი ეს ორგანიზაცია ამიტომ ჩემთვის ამ ორგანიზაციაში მუშაობა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის”-განაცხადა ქუცნაშვილმა.

    ქუცნაშვილმა ასევე ის მიზეზი განმარტა, თუ რატომ დუმდა ის მთელი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

    “არ მინდოდა საზოგადოებას დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ მანდატის დათმობას ვებღაუჭებოდი ან მირთულდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, აქედან გამომდინარე ველოდებოდი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ შემიწყვეტდა უფლებამოსილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავთვალე საჭირო ჩემი სიმართლის გამოქვეყნება”-განმარტა ქუცნაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტს 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიმართა.

    20 ივნისს ასამბლეის სხდომა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე წაიყვანა. ფაქტს  საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

  • უკრაინაში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. არის მსხვერპლი

    უკრაინაში  თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. არიან დაღუპულები. უკრაინული მედიის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად,  სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

    სააგენტო როიტერსის ცნობით,შემთხვევა ქალაქ ლვოვის აეროპორტიდან 1.5 კილომეტრში 07:29 საათზე მოხდა.სამხედრო თვითმფრინავი „ან-12″ ადგილობრივი დროით  07:10-ზე რადარებიდან გაქრა, ამ დროს ის აეროპორტიდან 13 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა. რამ გამოიწვია თვითმფრინავის ავარიულად დაშვება, ამ ეტაპზე უცნობია.

  • 5-6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

    „თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

    ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები – N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.

    „თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ “თელასი” ავრცელებს.

    საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ალექსანდრე ბანძელაძის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის და როსტევანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასასხლების, ზემო ფონიჭალის დასასხლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ანდრო ჟორდანიას, წავკისის, ლომინაძის, ლევან ღოღობერიძის, სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, კოსტავას და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ვოლსკის, ალექსანდრე (ალიოშა) ჯაფარიძის, ნადიკვარის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, ალეკო გობრონიძის და რამაზ შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, 09:30 საათიდან 12 საათამდე გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    ამასთან, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ჭიაურელის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, საბანაკოს დასახლების, გუჯარეთის II ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, კობარეთის, ნოსირის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების, აწყურის, ყვარლის, აფანასიევის, წალენჯიხის, ნანეიშვილს, შერვაშიძის, დურმიშიძის, მიქატაძის, მიქელაძის, ხაჩატურიანის, არველაძის, კალანდაძის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ყარყარაშვილის, მესხეთის, ტოლენჯის, გიორგი ანწუხელიძის, ბაქრაძის, კაკაბეთის, ქურხულის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, წინანდლის, საბადურის, ჩიხლაძის, დოესის, ზურაბაშვილის, გარეკახეთის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის და კასპის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • გორში საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს.

    პირველადი  ინფორმაციით, სკოლიდან მოპარულია ექვსი კომპიუტერი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.