Category: არქივი

  • გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

    სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.საგამოძიებო უწყებაში  გაბუნია 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.

    „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

  • “ჩემი რიგიც მოვიდა!”- ნოდარ მელაძე

    “ჩემი რიგიც მოვიდა!”-მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფრო ნოდარ მელაძე პროკურატურაში  დაიბარეს. ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. 

    “ჩემი რიგიც მოვიდა! ხვალ 11 საათზე, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული მთავარ პროკურატურაში. დანარჩენი გამოკითხვის შემდეგ”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს. მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ უნდა გამოცხადდეს. სავარაუდოდ, მისი გამოკითხვა რუსთავი 2-ის საქმეზე მოხდება.

  • “ადამიანები დაბნეულები არიან, არ იციან ტაქსი უჩერებს თუ კრიმინალი”- გოცირიძე

    ტაქსები უკვე არალეგალურად დადიან და ადამიანები, ვისაც უჩერებენ, დაბნეულები არიან, არ იციან ტაქსი უჩერებს თუ ტაქსი არაა და კრიმინალი ზის იქ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ტაქსების რეგულაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯარიმები ამ ადამიანებს უნდა ჩამოაწერონ.

    როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, რეგულაციების შედეგად 26 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი და ნაწილი უკვე არალეგალურად მუშაობს.

    “ეს არის დანაშაული. იცვლება ერთადერთი რამ – უნდა გადააკრა ან შეღებო თეთრად. ესთეტიკაა დღეს ღატაკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თუ ის ოჯახები, რომლებსაც ეს ადამიანები არჩენდნენ? საქართველო არის ღატაკი ქვეყანა, ჩვენ ვართ 109-ე ადგილზე აფრიკული ქვეყნების გვერდით, ამიტომ პრიორიტეტი თეთრი ესთეტიკა კი არა, შიმშილის და სიღარიბის დაძლევა უნდა იყოს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

    შეგახსენებთ, პარლამენტმა შესაძლოა, ერთჯერადად ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღოს. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პრემიერს მიმართავს, რომ ჯარიმების ჩამოწერა ბრძანებულების საფუძველზე მოხდეს, რადგან პარლამენტში პროცესი დროში გახანგრძლივდება. მისივე თქმით, სანამ მამუკა მდინარაძე ინიციატივას გაახმოვანებდა, მანამდე მან და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა პრემიერ- მინისტრს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს.

  • ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

    მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი  ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს. 

    მელაძე საგამოძიებო უწყებაში  ხვალ უნდა გამოცხადდეს. სავარაუდოდ, მისი გამოკითხვა რუსთავი 2-ის საქმეზე მოხდება.

  • თაკო ნაცვლიშვილისა და ჯულია რობერტსის მონაწილეობით გადაღებული რეკლამა გავრცელდა (ვიდეო)

    ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან ერთად Calzedonia-ს ​რეკლამაში გადაიღეს. რგოლი ცოტა ხნის წინ Calzedonia-ს ინსტაგრამის გვერდზე გამოჩნდა.

    თეთრეულის ბრენდის, Calzedonia-ს სარეკლამო რგოლში ქართველი მოდელი  კონსულტანტის როლს ასრულებს. ის ჯულია რობერტსს   ბრენდის პროდუქციას ურჩევს.

  • ვინ არიან გურჯაანში გარდაცვლილი მამაკაცები – ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    საგარეჯოში 67 წლის მამაკაცმა 71 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მოკლული ელდარ ივანეიშვილია, რომელიც ხორცის მაღაზიაში მუშაობდა.თვითმხილველების ინფორმაციით,  სწორედ მაღაზიაში მოკლა შოთა დარბაისელმა ის და შემდგომ თავი მოიკლა. 

    ადგილობრივების თქმით, ივანეიშვილი და დარბაისელი მეგობრები იყვნენ, კონფლიქტის მიზეზს კი ვერ ასახელებენ.

    მკვლელობა დღეს დილას  თვითმხილველის თვალწინ მოხდა.

  • რატომ დადიოდა ტრამპი ჩემთან ერთად? ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება-სააკაშვილი

    რატომ დადიოდა ტრამპი ჩემთან ერთად? ყველას მოსწონს წარმატებასთან ასოცირება-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებთან ისაუბრა. ექსპრეზიდენტმა  მათ იმ წარმატებული რეფორმების შესახებ უამბო, რომელიც საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს განხორციელდა.

    “ტრამპირომ ჩამოვიდა ბათუმში თქვა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე კარგი ქალაქი 5 წლის შემდეგ და მან ეს ჩემთან კი არ თქვა, არამედ ამერიკულ არხებთან. 

    რატომ ჩამოვიდა ის? იმიტომ, რატომაც ის ჩვენ გვაქებდა, ჩამოდიოდა, მე მპატიჟებდა მუდმივად თავის სახლში და საერთოდ ნიუ-იორკის ქუჩებში, რესტორნებში, თეატრებში ჩემთან ერთად დადიოდა. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს წარმატებებთან ასოცირება”-განაცხადა სააკაშვილმა.

  • შსს „თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

    ” „თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება.

    კერძოდ, ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.

    გარდა ამისა, მოძრაობა, ასევე, აკრძალულია ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. ამიტომ, მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ, ან უკან დაბრუნდება. დღეს, 00:00 საათიდან გადაიკეტება ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე, 00:00 საათიდან გადაიკეტება მტკვრის მარცხენა სანაპირო. ამიტომ, ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ისინი სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით, ისნის მიმართულებით. დაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით. 5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.