Category: არქივი

  • “ზონდერქალა ცქიტიშვილის “ქალურობა” იქიდან მახსოვს, 20 ივნისის კადრებს სიცილით რომ უყურებდა!”- ცოტნე გამსახურდია

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

    “ბიძინემ რომ თქვა 2012 წელს ელისო ჩაფიძეზე, აირჩიეთ, კარგ ხაჭაპურს აცხობსო, მაშინ რატომ არ დაემართა ზოგს ისტერიკა?

    აქ აქცენტი ქალთა სქესის კულინარიასთან მიბმაზე კიარა, ცქიტიშვილის არაპროფესიონალიზმზე იყო. მაგალითად, ვოლსკიზე ან საგანელიძეზე რომ ეთქვათ, დაანებოს თავი ქვეყანას და მწვადს და ჩაქაფულს მიხედოსო, სრულიად კაცთა მოდგმას რატომ უნდა გვწყენოდა? 

    პ.ს. ზონდერქალა მაია ცქიტიშვილის “ქალურობა” მე პირადად იქიდან მახსოვს, 20 ივნისის კადრებს სიცილით რომ უყურებდა!”- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“

  • პროკურატურა გიორგი ლაფერაშვილს და ზაალ უდუმაშვილს გამოკითვაზე იბარებს

    “ფორმულა კრეატივის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურში გამოკითხვაზე დაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

    ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომლები  საგამოძიებო უწყებაში დღეს, 18:00-დან 19:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ.

    “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი” – “ლურჯი ვეშაპის” შეტყობინებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

    სოციალურ ქსელში გავრცელდა  სკანდალური სქრინები, იმ შეტყობინებების, რომლებიც ქუთაისის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ მიიღო. ამის ამსახველ ფოტო-მტკიცებულებას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს. 

    შეტყობინებებით ირკვევა რომ ტექსტის ავტორი დეტალურად არის ინფორმირებული თუ ვისთან მეგობრობს შეტყობინების ადრესატი, გაკვეთილების შემდეგ სად მიდის და ა.შ. 

    შსს-ში განაცხადეს, რომ  უცნაური შინაარსის შეტყობინებების შესახებ უწყებას 2 ოქტომბერს მიმართეს და სამართალდამცველებმა საქმეზე მოკვლევა მაშინვე დაიწყეს.

    „რამდენიმე მოსწავლემ მიიღო უცნაური შინაარსის შეტყობინებები. როგორც კი შევიდა ინფორმაცია პოლიციაში, დაიწყო მყისიერად გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ – აცხადებენ შსს-ში

    წყარო, რომელმაც “ინფო რუსთავს” ფეისბუქ შეტყობინებების ამსახველი ფოტო მასალა მიაწოდა, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქმე საშიშ ინტერნეტ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან” გვქონდეს. შეტყობინებებით ირკვევა რომ ტექსტის ავტორი დეტალურად არის ინფორმირებული თუ ვისთან მეგობრობს შეტყობინების ადრესატი, რომელ დღეს რამდენი გაკვეთილი აქვს, გაკვეთილების შემდეგ სად მიდის და ა.შ.

    “მოგესალმები … მე ვიცი შენზე ყველა ფარული განზრახვა, მე ვიცი რომ შენ სწავლობ … საჯარო სკოლაში, შენი საუკეთესო მეგობარია …და … შვილი ხარ. მე ყოველთვის გითვალთვალებ მაშინაც კი როდესაც სკოლა მორჩება და მანდატურების კაბინეტში ხარ, მე ყოველთვის გიყურებ და შენ ამას ვერ ამჩნევ. დღეს ღამის 3 საათზე დაგირეკავ და მზად იყავი”, – წერენ ერთ-ერთ მოსწავლეს.

    “მოგესალმები … მე ვიცი შენი ყველა ფარული განძრახვა. მე ვიცი რომ შენ სწავლობ ქუთაისის … საჯარო სკოლაში. მე ყოველთვის გიყურებ და შენ ვერ მამჩნევ, მე ვიცი რომ ….. დადიხარ და ისიც ვიცი რომ შენი საუკეთესო მეგობარია … მასაც მივწერ გული არ დაგწყდეს”, – წერენ მეორე მოსწავლეს.

  • “როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში “შედი ქალო კუხნაში “თემა?! – ინგა გრიგოლია

    ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს „,შედი ქალო კუხნაში“ თემა, როდის დამთავრდება , – ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წერს და სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ეხმაურება.

    “სამსახურებრივ საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე? როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს „შედი ქალო კუხნაში “თემა?! მინისტრის კრიტიკა რომ ხაჭაპურებზე გადის, აი, აქტიური ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება მიჯანყებს სისხლს ამ ქვეყანაში”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“

  • “გირჩი“ უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს “შმაქსაობას“ სთავაზობს

    პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრებმა წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს, შემდეგ კი საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

    პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ასე „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.

    „შმაქსი“ დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ. ჯაფარიძის განცხადებით, პროექტის მიზანი ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

    “შმაქსაობა მოსულა”-პატრულმა შმAXI არ დააჯარიმა

  • ჩემ გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსებით – წულუკიანი ხაზარაძეს

    ჩემ გამომცხვარ ჭვიშტარს ვერ ეღირსებით-ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში “ლელოს” დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს.

    „რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“ სავარაუდოდ არ გამოეხმაურებიან. ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“. ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც. ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში „მოსვლა“ რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ „მოსვლას“? თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც არ იკადრებს, არც ერთი ქალი, რომ იმ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (ა-ზე რომ იწყება და ია-ზე რომ მთავრდება!), რომლის კეთების თავიც არ აქვს და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, მერე არ დაიწყებს პარტიის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაიძვრინოს! ამ თემაზე მე, ქალს, ბევრი რამე შემიძლია მოგახსენოთ, როცა მექნება ამის შესაძლებლობა! რადგან ის დროც მახსოვს, როცა „შეგარჩიეს“ და მას მერე რაც იყო, ისიც კარგად მახსოვს! ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცეები. გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი. ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს. იხუმრა, ეგონა, ალბათ…“, – წერს თეა წულუკიანი ფეისბუქზე.

    წულუკიანმა ეს განცხადება მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ გააკეთა. “ლელოს” დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ  წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა.

  • “შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს,მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,”-ხაზარაძე მაია ცქიტიშვილზე

    ” წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,”-ეს განცხადება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა.

    “წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გონია რომ ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით,  მაგრამ მე მას ვურჩევ რომ  მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ როგორ მიდის ტენდერები, კითხოთ კერძო კომპანიებს თუ რა ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში”-განაცხადა ხაზარაძემ.

  • “შმაქსაობა მოსულა”-პატრულმა შმAXI არ დააჯარიმა

    საპატრულო პოლიციამ “გირჩის” შმAXI დაჯარიმების მიზნით გააჩერა. პოლიციელმა მძღოლს ტაქსზე მუშაობის ლიცენზია მოსთხოვა.

    ცოტა ხნის შემდეგ  პატრულმა გაჩერებული მანქანის მძღოლი გაუშვა.

    “შმაქსაობა მოსულაო”-განაცხადა გირჩის წევრმა.

    შეგახსენებთ, რომ ქალაქში შმAXI ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. შმAXI “გირჩის” მორიგი წამოწყებაა, რომელიც ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ არის მიმართული.

  • შმaxi თბილისისკენ დაიძრა-გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ

    შმaxi თბილისისკენ დაიძრა- “გირჩმა” პროექტი შმaxi წარადგინა. 

    პრეზენტაცია წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის წინ გაიმართა. 

    “დაახლოებით, საუკუნე-ნახევრის წინ წიწამურთან მოკლეს ეს კაცი. ჩვენი აზრით, ამ ქვეყანაში ამ კაცთან ერთად საღი აზრი მოკლეს. ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელიც ამ ერს მორალს სწორად უკითხავდა. ჩვენი აზრით, გირჩიც, რაღაც თვალსაზრისით, არის ამის გამგრძელებელი”-განაცხადა ჯაფარიძემ.

    ახალი ექსპერიმენტი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

    “თითოეულ ადამიანს, რომელიც ტაქსაობით ირჩენდა თავს და მერიამ დატოვა უმუშევარი, კომპანია შმAXI სთავაზობს მათ, შეეშვან ტაქსაობას და იშმაქსაონ. თუ მათ არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, რომ შეძლებენ მოსახლეობაში გირჩის იდეების სწორად გავრცელებას, ნებისმიერ ციფრულ ფორმატში მივაწვდით ჩვენს საგანმანათლებლო ვიდეოებს, რომელიც გვაქვს ასეულობით”-განაცხადა ჯაფარიძემ.

  • მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა (ვიდეო)

    მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მოძრაობაში გაერთიანებული იქნებიან ყველა პროფესიის ადამიანები.

    “არ გეგონოთ, რომ აქ რაღაც კლუბს ვაკეთებთ, არა ბატონებო ჩვენ ვაკეთებთ ძალიან დივერსიფიცირებულ ძალიან კარგად არჩეული ადამიანების გაერთიანებას პროფესიონალების, პროც~ფესიაზე როცა ვლაპარაკობ არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცას აუცილებლად უმაღლესი სასწავლებელი უნდა ჰქონდეს დამთავრებული და დიპლომი უნდა ქონდეს.აქ ვგულისმხობ იმ ადამიანებს, რომელიც კარგი ხუროა, კარგი მძღოლია, კარგი მიმტანია, ყველა ადამიანი, რომელიც გვიერთდება  იქნება წარდგენილი”-განაცხადა ხაზარაძემ.

    „ლელოს“ ახალი წევრები არიან:

    1. ქეთევან კრიალაშვილი – ეკონომისტი
    2. ალექსანდრე ფირცხალაიშვილი-იურისტი
    3. თეა ჭკუასელი-პიანისტი
    4.ირაკლი სუთიძე-მხატვარი
    5. ბესიკ ლიპარტელიანი-სპორტსმენი
    6. გია რაფავა-სპორტსმენი
    7. დავით ბეგიაშვილი-ბიზნესმენი
    8. თორნიკე შურღულაია- ანალიტიკოსი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი
    9. ხათუნა თავდგირიძე-მწერალი
    10. დავით გელაშვილი-სპორტსმენი
    11.აკაკი გელაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
    12. გიორგი ოქროაშვილი-ფსიქოლოგი