“ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს.”- გვარამია ხაზარაძის განცხადებაზე

Written by

in

“რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი და მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს “ლელოს”დამფუძნებლის განცხადება სრულიად ადეკვატური იყო. 

“რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს.სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია – მაშინ პირიქით.ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავი სექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *