Category: არქივი

  • ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

    რუსთავი2–ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზეა მივიდა. მას იმ საქმეზე გამოკითხავენ, რომლითაც ნიკა გვარამიას ბრალი ედება რუსთავი2–ის დირექტორობის პერიოდში კომპანიის “კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებასა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვაში”.

    ნოდარ მელაძე ამჟამად “მთავარი არხის „ საინფორმაციოს ხელმძღვანელობს, რომელიც რუსთავი2–იდან წამოსულმა გუნდმა შექმნა. გამოკითხვაზე შესვლამდე ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ საქმის მიზანი, რომლის ფარგლებშიც ის გამოკითხვაზე დაიბარეს ორი ახალი ტელეარხის – მთავარი არხის და ფორმულას მუშაობის შეფერხებაა, რომლებიც რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშის ხელში გადასვლის შემდეგ არხიდან წამოსულმა და გამოშვებულმა თანამშრომლებმა შექმნეს.

    ორი დღის წინ პროკურატურაში დაკითხეს რუსთავი2–ის საინფორმაციოს ყოფილი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი, კურიერის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი.

    9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, საჩივრის საფუძველზე წარუდგინეს. ნინო ნიჟარაძემ მას შემდეგ, რაც არხი ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა წილი ისევე დაკარგა, როგორც კომპანიის სხვა დამფუძნებლებმა

  • “ის ბაბაიაგას ჰგავს”-ფრანგული გამოცემა ირმა ინაშვილზე

    “ის ბაბაიაგას ჰგავს”- ამ სიტყვებით იწყება ფრანგული ცნობილი გამოცემის Le Figaro-ს სტატია, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება.

    ფრანგულმა გამოცემამ პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ბაბაიაგას” შეადარა.

    “ის ბაბაიაგას გავს,  რუსული ზღაპრების ლეგენდარულ ბოროტ ჯადოქარს, რომელიც ბავშვებს აშინებს. შავებში ჩაცმული, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, ინაშვილი რაკეტასავით აფეთქდა საერთაშორისო კონფერენციის შუაგულში, რომელიც თბილისში სექტემბერში, მაკ-კეინის ინსტიტუტში  ჩატარდა. პარტიის სხვა წევრებთან ერთად ცდილობდა ხელი შეეშალა კონფერენციისთვის, რომელიც რუსეთს ეძღვნებოდა”-აღნიშნულია სტატიაში.

  • “საჯარო სამსახურში დღეს შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს და ასრულებდეს ერთის საქმეს”-აკაკი ზოიძე

    საჯარო სამსახურში დღეს შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს და ასრულებდეს ერთის საქმეს,-ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა აკაკი ზოიძემ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა, მან სამუშაო ადგილების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურებში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი.

    “სხვა სამუშაო ადგილები არ არის დღეს, სანამ ტემპი არ გაიზრდება კერძო სექტორში სმაუშაო ადგილების გაზრდის,მანამდე ამ ხალხს ვერ გავუშვებთ,საჯარო სამსახურში დღეს შეიძლება სამი კაცი მუშაობდეს და ასრულებდეს ერთის საქმე, მაგრამ ეს ადამიანები რომ გავუშვათ და ერთი ვამუშაოთ, ჩვენი ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა დაკარგავს ელემენტარულ შემოსავალს”-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    თბილისის დროით 20:53 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები სოფელ ლაფანყურთან დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი აქვეყნებს.

    მიწისძვრას ნგრევა და ზიანი არ მოჰყოლია.

  • “შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, მიიშმაქსება-კალაძე

    „შმაქსი“ ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ კომპანია „შმაქსის“ დაფუძნების ფაქტს.

    „შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, – განაცხადა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა.

    პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყო და   კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა.

  • ოცნების დეპუტატს თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

    თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს მისი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

    ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე ამბობს, რომ შემთხვევა სამუშაო საათებში ისნის მაჟორიტარის კაბინეტში მოხდა. ჯიშკარიანი იქ ნასვამი მივდა და თანაშემწესთან ფიზიკური სიახლოვე სცადა, ქალის წინააღმდეგობის შემდეგ კი აგრესიული გახდა და კაბინეტში ნივთები დალეწა. გოგონა მთავარ არხს უყვება, რომ დეპუტატმა ძირს დააგდო და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონას სხეულზე არაერთი დაზიანება აქვს. დაზიანებები აღწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. გოგონა ყვება, რომ ძირს დააგდო და ფიზიკური სცემა. თამთა თოდაძე ამბობს, რომის მომხდარმა შოკში ჩააგდო. ოფისიდან გამოიქცა და სახლში მივიდა, რომელიც სამსახურთან ახლოსვე მდებარეობს.

    მისი დედის თქმით შვილი სახლში დასისხლიანებული ხელით მივიდა, მას არაერთი დაზიანება ქონდა და ისტერიკაში იყო. მომხდარის შესახებ პატრულსაც შეატყობინეს, რომელმაც დეპუტატის კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და დალეწილი ნივთები ამოიღო, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ილია ჯიშკარიანი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

    მთავარი არხის ინფორმაციით პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც ქალის დაზიანებებია აღწერილი. გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: სექსულური ძალადობა, ფიზიკური დაზიანება და ნივთის დაზიანება.

    თამთა თოდაძე ამბობს, რომ ის უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ფსიქოლოგის დახმარება დაჭირდა.მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საფარი იცავს, რომლის წარმომადგენელი, ბაია პატარაია ეჭვობს, რომ ასეთი მძიმე ბრალდებების გამო ჯიშკარიანი უკვე დაკავებული უნდა იყოს და ის, რომ მისი დაკავება ჯერ არ მომხდარა მისი სტატუსით არის გამოწვეული.
  • ზურაბიშვილმა მოზარდზე მოძალადეც შეიწყალა-სკანდალური შეწყალებების ახალი სია

    ახალი დეტალები სკანდალური შეწყალების საქმეზე გამოთხოვილ ინფორმაციაზე-პრეზიდენტის მიერ შეწყალებულტა სიაში ის პირიც მოხვდა, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა. „რადიო თავისუფლებამ„ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო. სადაც ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილს სხვა მძიმე ბრალდებით გასამართლებული პირებიც ჰყავს შეწყალებული.​

    პრეზიდენტის მიერ შეწყალებულტა შორის არიან ძარცვაში, ყაჩაღობასა და ქურდობისთვის ბრალდებული პირები. 

    “რადიო თავისუფლების” ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 დეკებრიდან დღემდე სულ 91 მსჯავრდებული შეიწყალა.მათ შორის, 2019 წლის 27 აგვისტოს – 34 ბრალდებული.

  • “არაადეკვატურია როცა სვამს და მე არ შემიძლია ვაკონტროლო” – მსახიობი ეკა ჩხეიძე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

    ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული 56 წლის მამაკაცი  სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

    მსახიობი კი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. ჩხეიძის  უფლებადამცველმა მოითხოვა  მამაკაცს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შესული არ არის. 

    “რომ დალიოს, ის შემაკავებელი ორდერი დააკავებს, თუ რა?!

    არაადეკვატურია როცა სვამს და მე არ შემიძლია ვაკონტროლო.” – ამბობს ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია.

    არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტა რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”-აცხადებენ შსს-ში.

  • “მოუხსნან ჩუგოშვილსაც იმუნიტეტი და დაიწყოს გამოძიება“–დავით ჭიჭინაძე

    მოძრაობა “ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მოუწოდებს გიორგი გახარიას რეალური გამოძიება ჩაატაროს და 20 ივნისის მოვლვენებზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების სხვა წევრებსაც გადაუნაწილოს:

    “ქვეყანა კინაღამ ააფეთქდა, ამდენი ადამიანი დასახიჩრდა, ახალგაზრდები, ჟურნალისტები… ახლანდელმა პრემიერმა გახარიამ კი, იმიტომ რომ სხვებს ხელი გადააფარა, თავად „შეიტენა“ მთელი პასუხისმგებლობა, რითაც უკვე მიადგა უდიდესი ზიანი.

    არ ვურჩევდი გახარიას ამ პასუხისმგებლობით სიარულს და იქნებ ახლა მაინც დაავალოს და ჩატარდეს რეალური გამოძიება.

    მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ გასჭირვებიათ. ჩუგოშვილსაც მოუხსნან იმუნიტეტი და მისცენ პროკუატურას სრულფასოვანი მუშაობის საშუალება. პირველივე დღიდან ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ის ყველაფერი რაც 20-21 ივნისს მოხდა, სწორედ ქართული ოცნების შიგნით არსებული ძალების პროვოცირებულია, რა თქმა უნდა გარეშე ძალებთან ერთად.

    ანუ, თუ ვინმეს გადატრიალებაში და ამბოხში ადანაშაულებენ, თუ ვინმე დასაკითხია, ოცნებამ თავისი რიგებიდან და პირველ რიგში ჩუგოშვილით უნდა დაიწყონ. იმიტომ რომ, სწორედ მისი ე.წ. საპროტესტო მოწოდება იყო პირველი, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა, აქ კი არეულობა დაიწყო. არადა, გავრილოვის ვიზიტის ყველა დეტალის შესახებ ჩუგოშვილმა დიდი ხნით ადრე იცოდა და ამას დღეს ოცნების  ყოფილი წევრიც ადასტურებს.

    ისე, სულ ტყუილა ჰგონია „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ჩუგოშვილის გარშე ამერიკელებთან ურთიერთობა არ დაულაგდებათ, რადგან ჩუგოშვილი იმ ამერიკელებთან „ალაგებს“, ვინც პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ებრძვის, რითაც მხოლოდ რუსებს ეხსნებათ ხელ-ფეხი და იმიტომაცაა ჩვენი მდგომარეობა ასეთი სავალალო.

    ისე, ქუცნაშვილიც თავად არის ანომალური მოვლენა და ელოდოს ახლა ქართული ოცნება კიდევ რამდენ სიურპრიზს მოუმზადებს. მთლიანობაში კი, ერთი რამ ფაქტია. „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში ბოლო წლებია თითქოს მუტაცია მოხდა. თავის დროზე ნაცებმა გამოიყვანეს „ახალი ქართველი“ და ახლა ოცნება  დაადგა იგივე გზას. –აცხადებს ჭიჭინაძე
  • ველოდები პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას – გვარამიამ 4 თანამშრომელი დაასახელა, რომელსაც პრემიები მისცა

    “მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიასა და ნოდარ მელაძის პროკურატურაში დაბარებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

    გვარამია აცხადებს, რომ  ის ახალი ბრალის წარდგენას ელოდება.

    “მოკლედ, ველოდები ახალი ბრალის წარდგენას და პროკურატურის მიერ პატიმრობის მოთხოვნას. საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ცნობადი და გავლენიანი სახის, ნიუსის მეფის ზაალ უდუმაშვილისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა “რუსთავი2“- ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან). არხის ისტორიაში ყველაზე მაღალი რეიტინგის „კურიერის“ (15-16-17-18% amr) მთავარი შემოქმედის,

    ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ნიუსავიკის და საავტორო „შაბათის კურიერის“ ავტორი ნოდარ მელაძისთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან), ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტის, ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამის, პოსტსკრიპტუმის (20% amr დაუწერია, რაც მეგაშოუს რეიტინგია) წამყვანის და ავტორისთვის, გიორგი გაბუნიასთვის პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან).

    “ რუსთავი2“- ის სუპერ წარმატებული მენეჯერის, როგორც ნიუსის ხელმძღვანელობის, პოლიტიკური თოქშოუს პროდიუსინგის, ასევე პროდაქშენის ხელმძღვანელობაში, ლეგენდარული გიორგი ლაფერაშვილისთვის სამი ტყუპი შვილის შეძენის შემდეგ, პრემიალური ბონუსის მიცემისთვის (ფული არ ეკუთვნოდა რ2ს და არ გასულა მისი ბიუჯეტიდან)“, – წერს ნიკა გვარამია.

    შეგახსენებთ, ნოდარ მელაძე პროკურატურაში  5 ოქტომბერს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს,ხოლო გიორგი გაბუნია უწყებაში  7 ოქტომბერს არის დაბარებული. პროკურატურაში “რუსთავი 2-ის” საქმეზე ასევე იმყოფებოდნენ ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი.