სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა

Written by

in


თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და ცრუ დასმენის საქმეზე მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სამივე დაკავებული გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებიდანგათავისუფლდება.

ნაირა ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა.

ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოტიაშვილს 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *