Category: არქივი

  • “ჩემთვის მიუღებელია ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება ” – გიორგი გახარია

    პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია როგორც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის ასევე, ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება.

    “კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ” – აღნიშნა პრემიერმა.

    შეგახსენებთ, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გარდა არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის მსჯავრდებული პირიც აღმოჩნდა.

  • ჭორვილაში არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

    საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში, არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

    ახლობლების წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი ინტერნეტთამაშის მსხვერპლი გახდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოში ჩამოასვენეს

    უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, საქართველოში ჩამოასვენეს.

    შეგახსენებთ, შოთა ჭიჭიაშვილზე საქართველოს ოფიციალური ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ჭიჭიაშვილის სახელი 90-იანი წლების არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეს უკავშირდება, ასევე მისმა სახელმა გაიჟღერა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეშიც.

    კრიმინალური ავტორიტეტი კიევში რამდენიმე დღის წინ მოკლეს.

  • “ნებისმიერს შეუძლია, იგივე დააბრალოს ნებისმიერს”-კალაძე ოცნების დეპუტატის სექსუალურ ძალადობაზე

    თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის მიმართ ბრალდებაზე თქვა, რომ “წარმოუდგენელია, ილია ჯიშკარიანს ეგეთი რაღაც ჩაედინა”. ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე ისაუბრა. მერმა ჟურნალისტების კითხვას დასაწყისში იუმორით უპასუხა, თუმცა მათი მხრიდან მითითების შემდეგ, რომ სერიოზული პასუხი გაეცა, კახა კალაძემ თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს.

    “წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება. შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება ეს იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულზე აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის”,- განაცხადა კალაძემ.

    ოცნების დეპუტატს თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

  • “ნახევარი ნიუსრუმი ავად არის, მეორე ნახევარი კი ნერვიულობისგან გახდება ავად”- გიორგი ლაფერაშვილი

    ტელეკომპანია “ფორმულა“ დღეს საინფორმაციო გამოშვებით გავა ეთერში. “ფორმულას“ საინფორმაციო დღეს ზუსტად 20:00 საათზე დაიწყებს, ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა.

    “თუ არ ჩავთვლით, რომ ნახევარი ნიუსრუმი ავად არის, მეორე ნახევარი კი ნერვიულობისგან გახდება ავად. პრინციპში ყველაფერი კარგად არის და ეთერშიც ისე გავალთ, როგორც საჭიროა. გავაკეთებთ იმას, რისთვისაც შევიკრიბეთ – ძალიან ხარისხიან და ძალიან კვალიფიცირებულ ახალ ამბების გამოშვებებს, რომელსაც მაყურებელი მალე შეიყვარებს“, – განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა.

    შეგახსენებთ, “ფორმულამ“ მაუწყებლობა 1 ოქტომბერს, “რუსთავი2“-ის ყოფილი შენობიდან დაიწყო. არხზე არიან, როგორც “რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ასევე ახალი სახეებიც.

    “არხზე იქნებიან როგორც „რუსთავი 2“-ს ძველი ჟურნალისტები ისე, ახალი სახეები. საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს ელისო ჯარიაშვილი ხოლო იმ ჟურნალისტებს შორის ვინც ახალი არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ იქნება: დავით ქაშიაშვილი, სოფო ზურაბიანი, ქეთი ხიდეშელი და ა.შ. გვექნება ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუ, ხოლო ორშაბათიდან ანუ 7 ოქტომბრიდან ეთერში გავა დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა“ , რომელსაც ეკა სამხარაძე გაუძღვება. ჩვენთან იმუშავებენ ნიკა ტაბატაძე და დიმა ობოლაძე. ნიკა ტაბატაძე სპორტული კორესპოდენტია, ხოლო დიმა ობოლაძე გრაფიკოსი“,- განაცხადა ლაფერაშვილმა

  • „ჩემი ოცნება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა”-თინა კანდელაკი

    რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Sputnik-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ოცნება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა და თუ 6 წელიწადში საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება და რუსეთთან ურთიერთობები არ დალაგდება არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში მოვა. თუმცა კანდელაკი იმასაც აღნიშნავს, რომ აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია პოლიტიკაში წასვლის საფუძველი არ არის.

    „რუსეთში ბევრი პროექტი მაქვს, რომლებიც უნდა დასრულდეს. სულ მალე 44 წლის გავხდები, ჰიპოთეტურად 50 წლის ასაკში ამაზე ფიქრი შეიძლება. წლების განმავლობაში ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია მაქვს: მჯერა, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ურთიერთობაც ფუნდამენტურია. ჩემი, ისევე როგორც ბევრი ქართველის ოცნება, რომლებიც მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა, მაგრამ არ ვიცი როგორ.

    ამ კითხვის პასუხი რომ ვიცოდე, გავიგებდი როგორ, რა ნაბიჯები გადავდგა და დარწმუნებული ვიქნებოდი შედეგში, მაშინ წამოვდგებოდი და ვიტყოდი: იცი, საქართველოში მინდა დავბრუნდე და ამ პროცესს ვუხელმძღვანელო. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ვიმედოვნებ საქართველოში ვინმე საგარეო პოლიტიკის მშენებლობის ამ პროცესს წარმართავს, რაც, ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“. – განაცხადა თინა კანდელაკმა.

  • რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა

    რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფიში გადაიყვანა.

    ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და თბილისში სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკაში გადაყვანისთვის ამზადებენ.

  • “შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ,“– სალომე ზურაბიშვილის პასუხი ჟურნალისტებს

    “მე გეუბნებით, რომ ვერ გეუბნებით. არ მაქვს ამისი უფლება. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ” – ასე უპასუხა პრეზიდენტმა შეწყალების საქმეებზე დასმულ ჟურნალისტების შეკითხვებს. ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.

    სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულზე ორბელიანის მოედანზე გამოჩნდა. ჟურნალისტებმა სცადეს მისი კომენტარი მოეპოვებინათ შეწყალების ბოლო სკანდალურ საქმეზე. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მარიამობის შეწყალების ფარგლებში არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში მსჯავრდებულიც გამოუშვა ციხიდან.

  • გია ყანჩელი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

    კომპოზიტორი გია ყანჩელი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც ის ტაშით გამოასვენეს. პანაშვიდის მიმდინარეობისას, გია ყანჩელის პატივსაცემად, მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები გაჟღერდა.

    გია ყანჩელის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

    კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • “მე ძალიან მომწონს როგორ ხუმრობს ჩემზე”-სააკაშვილი ვანო ჯავახიშვილზე

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპციალურ ქსელში ვანო ჯავახიშვილის კომედიურ შოუს გამოეხმაურა.

    “ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და მე ძალიან მომწონს თუ როგორ ხუმრობს, მათ შორის ჩემზე. ნუ ყველას თავისი გემოვნება აქვს და თუ ვინმეს არ მოეწონა, ამ არმოწონების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერების დასაცინად ან მათზე ზემოდან საყურებლად ყოვლად უღირსი საქციელია. პირველ რიგში ამ ხალხის თავდადებაზე, პატრიოტიზმზე და იდეალიზმზე დგას ნაციონალური მოძრაობაც და ქვეყანაც, ამდენი წელია ისინი განიცდიან შევიწროვებას, დამცირებას, რეპრესიებს და არავისი დასაცინი ნამდვილად არაფერი სჭირთ. მათი გამოცხადება ბელადომანებად და ბნელებად მხოლოდ ამ გამომცხადებლების პირად კომპლექსებზე და არცთუ დიდ ინტელექტზე მეტყველებს. საქმეს მიხედეთ, საქმეს! საქართველოში უნდა გათენდეს!”-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.