Category: არქივი

  • იმერეთში მამაკაცი 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

    იმერეთის ერთ–ერთ სოფელში 50 წლის  მამაკაცი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს. კაცი 5 წლის ბავშვს მასთან ფიზიკურ შეხებას აიძულებდა.

    ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ბავშვმა მომხდარის შესახებ დედას უამბო.დედამ შვილები სოფელს გაარიდა და საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა.

    მამაკაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ დააკავა. თანასოფლელების ინფორმაციით ზ.კ.–ს მანამდე კონფლიქტი ქონდა ბავშვის დედასთან და მას დაემუქრა კიდევაც. ოჯახს ამ საკითხზე საუბარი არ სურს.

    შსს ინფორმაციით, გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “თბილისს ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია”- რუსი დეპუტატი

    რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი ანტონ მოროზოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს ეხებოდა.

    რუსული მედიის ცნობით, დეპუტატმა ზალკალიანის განცხადებას მნიშვნელოვანი უწოდა და ორი ხალხის განსაკუთრებულ კავშირზე ისაუბრა.

    „სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავისი ნაბიჯებით არ უწყობს ხელს ჩვენს სახელმწიფოებს შორის სრულფორმატიანი ურთიერთობების აღდგენას“, – განაცხადა მოროზოვმა.

    მისი თქმით, საკითხის გადაჭრა რიტორიკის შეცვლას და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე გადასვლას შეუძლია.

    „ ამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა მოროზოვმა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ თბილისს ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია.

  • ქალი, რომელიც საკრებულოს დეპუტატს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    როგორც მან აღნიშნა, ის პოლიციაში გაკითხვაზე მეორედ მიდის. თამთა თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, პოლიციამ ის გამკითხა და მას შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურები არ შეხმიანებიან. თოდაძე განმარტავს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მხოლოდ სატალევიზიო ინტევიუს შემდეგ დაიბარეს. ასევე, მისი სატელევიზიო განცხადებების შემდეგ გამოიკითხა გუშინ ილია ჯიშკარიანიც.

    შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

  • დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარით ფულს სძალავდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და  ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.

    გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ივანიშვილმა გასცა ნებისმიერი საფუძვლით ჩემი დაპატიმრების ბრძანება“– გვარამია

    მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა:

    “100% : ბიძინა ივანიშვილი სრულიად შეიშალა მთავარი არხის წარმატების ნიადაგზე და გასცა ნებისმიერი საფუძვლით ჩემი დაპატიმრების ბრძანება. როგორც მთავარი პროკურატურიდან მითხრეს, “ნახევარი პროკურატურა” (ასე მითხრეს) 24/7 მუშაობს, რომ რამე გამომიჩიჩქნოს რ2ის საქმიდან.
    ჰა, ველოდები.“– წერს გვარამია.

    ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურამ აგვისტოში საქმე აღძრა და ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც “საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

    საქმე   რუსთავი2–ის  9%–იანი  წილის  მფლობელის     საჩივრის   საფუძველზე აღიძრა, რომელიც  ამ  დროისთვის რუსთავი2–ის მფლობელი აღარ არის, რადგან ივლისში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი2–ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა.

  • “როცა წერ, რომ პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა,სარკეში მაინც უნდა ჩაიხედო“–ირმა ინაშვილი ფრანგი ჟურნალისტის სტატიაზე

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი ფრანგული გამოცემის სტატიას ფეისბუქ სტატუსით პასუხობს. გამოცემის ავტორმა ის “ბაბა იაგას“ შეადარა. ინაშვილი თვლის, რომ ჟურნალისტ იზაბელ ლასერის სტატია სააკაშვილი–ბოკერიას დაკვეთილია. ინაშვილი ჟურნალისტს ურჩევს სარკეში ჩაიხედოს:

    “გავეცანი ჩემს შესახებ le figaro premium-ის სტატიას. შთაბეჭდილება იმდენად მძიმეა და იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ საჭირო ვთვლი, როგორც ამ პოსტის გამოქვეყნებას, ისე გამოცემის რედაქციისთვის სპეციალური წერილის მიწერას.

    მე პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტი ვარ. სწორედ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მრავალ ევროპულ, თუ ამერიკულ მედიასაშუალებასთან მქონია კოლეგიალური ურთიერთობა და როგორც მახსოვს, პატიოსან ჟურნალისტიკად ითვლებოდა და ითვლება არა რესპონდენტისადმი ზიზღის გამოხატვა, არამედ მისი ქმედებების, მოსაზრებების საღი კრიტიკა. თქვენი დროის ხარჯვად არ ღირს დისკუსია იმაზე, რომ ეს სტატია სრულიად ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტს. მე სულ სხვა ასპექტზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.

    ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატის სახით, ჩემზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კამპანიას აფინანსებს როგორც სამყაროზე გაბოროტებული სააკაშვილი, ისე ვითომ მასთან დაპირისპირებული, პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ბოკერია.

    მარტივად ვაფასებ ვითარებას: le figaro premium- ის ჟურნალისტის იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ:

    1) გაავრცელა ტყუილი, თითოსდა შევიჭერი კონფერენციაზე;

    2) გაავრცელა ტყუილი, თითქოსდა კონფერენციაზე მივედი პარტიის აქტივთან ერთად; ყველამ იცის, მარტო მივედი.

    3) მაყენებს პირად შეურაცხყოფას; ესაა უმდაბლესი პოზიცია ჟურნალისტიკაში.

    ცხადია, მივწერ გამოცემის რედაქციას და ცხადია, ვიმოქმედებ ამ კუთხით, მაგრამ სტატიის ქართველ დამკვეთებს- სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ. ჩემს წინააღმდეგ დასავლეთში ფულის ხარჯვა დაიწყეთ, ე.ი. გეშინიათ. სწორად გეშინიათ.

    p.s. ისე, როცა ჟურნალისტი ხარ (ფრანგი ხარ თუ იაპონელი, სულერთია) დაგიკვეთეს სტატია, გადაგიხადეს ფული და წერ, რომ ესა და ეს პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა, სარკეში ყოველი შემთხვევისთვის მაინც უნდა ჩაიხედო.“ – წერს ინაშვილი.

  • გირჩი “შმაქსისტებისთვის“ ინსტრუქციას ავრცელებს, რომელიც მათ პატრულის ჯარიმისგან დაიცავს

    “გირჩის” ოფისში “შმაქსისტების” რეგისტრაცია გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით შმაქსის ორი მასწავლებელი დააჯარიმეს, “შმაქსი-“ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი არ შემცირებულა.

    როგორც “გირჩში” განმარტავენ, შმAXI-ს მგზავრებმა არ იცოდნენ საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ, რადგან მასწავლებლებს არ მიეცათ დრო მგზავრებისთვის გაეცნოთ პროექტი. როდესაც პატრულმა შმAXI გააჩერა მგზავრებმა განუცხადეს, რომ ისინი ტაქსის მომსახურებას იღებდნენ, სწორედ ამიტომ დაჯარიმდა ორი “შმაქსისტი”.

    რაც შეეხება, დანარჩენ რეგისტრირებულ 61 “შმაქსისტს”, ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ქალაქში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რამდენჯერმე გააჩერეს სამართალდამცავებმა და არ დაუჯარიმებიათ.

    ამის მიუხედავად, “შმაქსისტების” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი, მათ დაშინებას არ ერიდებოდა. ამ თემას ზურაბ ჯაფარიძეც გამოეხმაურა სოციალური ქსელით, მან პატრულს მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ და პატივისცემით მოეპყრან “შმაქსის” მასწავლებლებს.

    გარდა ამისა, გირჩი შმაქსისტებისთვის ინსტრუქციას ავრცელებს, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან საპატრულო ჯარიმა:

  • კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძარია

    კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე რესტორან ღვინის კოშკში ხანძარია. ცეცხლს ოთხი სახანძრო მანქანა აქრობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და ახლოს არავის უშვებენ. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზი და ის, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიაზეა ცეცხლი გავრცელებული.

  • “სხდომა არ იყო რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო“–ელისაშვილი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ოცნების დეპუტატზე

    სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სტატუსს უძღვნის. ილია ჯიშკარიანი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

    “ხაჭაპურზე რომ გაიშალეს თმები წულუკიანმა და სალომე ზურაბიშვილმა – საკრებულოს წევრის მიერ შესაძლო ძალადობაზე წყალი რატო ჩაიგუბეს პირში? იმ ძალადობაზე რაც ვნახე იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკრებულოში მუშაობის 4 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხუმგებლო დეპუტატი ვინც ვნახე იყო სწორედ ვაჟბატონი ილია ჯიშკარიანი. სხდომა არ იყოს რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო და ყოველ სხდომაზე ხან ყვიროდა, ხან უსტვენდა, ხან ბოთლებს ისროდა და რას არ სჩადიოდა. ჯერ ალასანიას პარტიაში იყო, მეორე ჯერზე უკვე ალალი ოცნებიდან დაასახელეს. ჰოდა ასახელა კიდეც დედაპარტია.“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

  • “ჩამეხუტე,ჩახუტების მერე იწყებს კისერში კოცნას”- რას ჰყვება ქალი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს (ვიდეო)

    თამთა თოდაძე, ქალი, რომელიც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს ქართული ოცნების დეპუტატს, ჰყვება, რომ იმ დღეს ოფისში, სამუშაო საათებში ილია ჯიშკარიანთან მარტო იყო.

    “ეს ყველაფერი ხდება სამუშაო საათებში, კარი არის ჩაკეტილი. ჩამეხუტე, მეუბნება და ამ ჩახუტების მერე იწყებს კისერში კოცნას, მოწიე თავი, მოდი გაკოცო. არ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი, მარტოები ვართ, კარი ჩაკეტილია. ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, გვერდით ტელეფონი დავინახე, ვეუბნები, იცოდეთ ბატონო ილია, გამიშვით, თორემ ვიღებ. ამას მე ვერ გადავიღებდი წინასწარ ხომ არ ყოფილა დაგეგმილი. ეს რომ ვთქვი, ტელეფონს ხელი დავავლე და ძირს დამაგდო. ტელეფონი გამომტაცა და ხუთჯერ მაინც დაახეთქა ძირს წინა მხრიდან, ძირს დამაგდო. არ დამავიწყდება მისი ქედმაღლური მზერა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის ის მასალები რაზეც მეუბნებოდი? მომაყენა შეურაცხყოფა,  დამარტყა ფეხი და ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვცდილობ დავუსხლტე ხელიდან და ამ დროს დაიმტვრა კომპიუტერის მონიტორი, პრინტერი… ჩანთას დავავლე ხელი, გავაღე კარი გამოვრბივარ და ეს ხელი მაქვს ნაკაწრებიანი და სისხლი მომდიოდა, პროკურატურასაც მივმართე რომ ამოვიღოთ ჩანაწერები სადაც სხვა კამერებმა დააფიქსირეს როგორ გამოვრბივარ ოფისიდან.”, – განაცხადა თამთა თოდაძემ TV პირველზე, ვახო სანაიასთან ინტერვიუში.

    თამთა ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ. მისი თქმით, დილის 3 საათზე დაათვალიერეს ოფისი, როდესაც ყველაფერი შუადღის საათებში მოხდა.