“არაადეკვატურია როცა სვამს და მე არ შემიძლია ვაკონტროლო” – მსახიობი ეკა ჩხეიძე უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

Written by

in

ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული 56 წლის მამაკაცი  სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მსახიობი კი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს. ჩხეიძის  უფლებადამცველმა მოითხოვა  მამაკაცს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შესული არ არის. 

“რომ დალიოს, ის შემაკავებელი ორდერი დააკავებს, თუ რა?!

არაადეკვატურია როცა სვამს და მე არ შემიძლია ვაკონტროლო.” – ამბობს ჩხეიძე რადიო თავისუფლებასთან.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტა რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”-აცხადებენ შსს-ში.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *