Category: არქივი

  • იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისი” მძვინვარებს (ფოტოამბავი)

    იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 16 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.

    ტაიფუნმა ჰაგიბისმა იაპონიის სანაპიროს შაბათს, 12 ოქტომბერს საღამოს მიაღწია. ტალღის სიჩქარემ საათში 225 კილომეტრს მიაღწია.

    ტაიფუნ “ჰაგიბისის” გამო ტოკიოს სანაპიროსთან პანამური სატვირთო გემი ჩაიძირა.იაპონური სააგენტო “კიოდო”-ს ცნობით, გემზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან დაიღუპა ერთი, 7 კი დაკარგულად ითვლება. ეკიპაჟის წევრები მიანმარის, ვიეტნამის და ჩინეთის მოქალაქეები არიან.

    {{PHOTOGALLERY}}

    სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შეიარაღებული ძალები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად ცენტრალური იაპონიის ქალაქი ნაგანო დააზარალა, სადაც მდინარე ჩიკუმას ნაპირსამაგრები ჩამოინგრა, რის შედეგადაც ქალაქის დიდი ნაწილი დაიტბორა. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში წყლის დონე 5 მეტრს აღემატება.

    ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია. შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი.

    მეტეოროლოგების ცნობით, ამჟამად ტაიფუნმა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვისკენ აიღო გეზი და კუნძულ ჰოკაიდოსკენ მიემართება.

    „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

  • კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა – ვინ არიან გარდაცვლილები

    დღეს წნორი-ლაგოდეხის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სოფელ ჰერეთისკართან მოხდა. ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. როგორც ცნობილი გახდა,ოპელში მყოფი ორი მგზავრი და მძღოლი გარდაიცვალა. ისინი გვარად თინიკაშვილები არიან.

    ადგილობრივების ინფორმაციით, სამივე მამაკაცი სტუმრად სოფელ ვარდისუბანში იყო.ზუსტად რა გახდა, ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

  • “ვმუშაობთ ძლიერ სანქციებზე, თურქეთი გვთხოვს, რომ ეს არ გავაკეთოთ”- ტრამპი

    ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე. ამის შესახებ მან დღეს „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

    „ჩვენ სენატორ ლინდსი გრემთან და კონგრესის მრავალ წევრთან, მათ შორის „დემოკრატებთან“ ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღოთ. ფინანსთა სამინისტრო ამისთვის მზად არის. შესაძლებელია აუციელებელი იყოს დამატებითი კანონპროექტების მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს თანხმობის უმაღლესი დონე. თურქეთი ითხოვს, რომ ჩვენ ეს არ გავაკეთოთ. განაგრძეთ მოვლენათა განვითარებისთვის თვალყურის დევნება“ – წერს დონალდ ტრამპი.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიის ჩრდილოეთით, სადაც ქურთები ცხოვრობენ.

  • “შენი შვილი უნდა „დავბრიდო“- რას ყვება ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა

    გულისტკივილით ვამბობ ამ სიტყვებს, მაგრამ თავისი თავიც დაიღუპა თავისი საქციელით და ჩემი შვილიც დაღუპა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, მერაბ დეკანოიძემ განაცხადა „არ ცხოვრობდა ნამდვილად სწორად“.

    მერაბ დეკანოიძის თქმით, მისი ყოფილი რძალი მის შვილს ემუქრებოდა: „ერთი სული მაქვს, შენი თავი მოვაკვლევინო“.

    მერაბ დეკანოიძის ინფორმაციით, მისი ყოფილი რძალი იტალიაში იყო წასული 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ბავშვები მამასთან იყვნენ.

    „ჩემი შვილი ირაკლი… მე ვერ წარმოვიდგენ სხვა მეორე ადამიანს, მამაკაცს, მშობელს, მამას, რომელიც შვილებს ასე მოუვლიდა. თავისი ხელით ბანდა ბავშვებს. ჩემს ცოლსა და ჩემს ქალიშვილს არ აკარებდა ახლოს. ყველა სამუშაოს თავი დაანება და ამ 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში თვითონ უვლიდა, ამეცადინებდა, სკოლაში მიჰყავდა-მოჰყავდა, გადაყოლილი იყო ბავშვებზე… ერთი სურვილი ჰქონდა, რომ ბავშვებისთვის ყველაფერი ესიამოვნებინა და რასაც სთხოვდნენ, გაეკეთებინა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

    მისი ინფორმაციით, ყოფილი რძალი იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ „საერთოდ აღარ აკარებდა“ ბავშვებს.

    მერაბ დეკანოიძის განცხადებით, ყოფილი რძლის მეგობარი, ვინმე იგორი, მის შვილს ემუქრებოდა.

    „ერთი ფაქტი რაც ვიცი, ვინმე იგორი არის, მისი ბიცოლის დეიდაშვილი, რომელთანაც კავშირი ჰქონდა… ღამე, 9 საათამდე, ჩემი შვილი ბავშვებს ელაპარაკებოდა თავის სახლში, გამოართვა ამ ტიპმა ტელეფონი და აგინა ჩემს შვილს დედა. ვინ ხარ, რა ხარო – ჩემმა შვილმა ჰკითხა და წამოდი გაჩვენებ ვინც ვარო და ამა და ამ ადგილას მოდიო, მაგრამ მე ვიძალავე, არ გავუშვი. ამ ფაქტის შემდეგ, ალბათ, ერთი კვირის შემდეგ, იმ ხაზზე ვმუშაობ, დამემგზავრა ერთი ახალგაზრდა. მყავდა მგზავრი მანქანაში, ამოვიდა და მაგის სახლთან გამაჩერებინა. მგზავრობის თანხა გადაიხადა. ვინ ხართ-მეთქი და მე ვარ იგორიო, რუსთავში ვცხოვრობო. შენ არაო, მაგრამ შენი შვილი უნდა „დავბრიდოო“, ჩათვალე, რომ შვილი არ გყავსო, შენი შვილის დედაო ასე მითხრა. მე ვუთხარი ერთი რეისი დამრჩათქო და ჩამოვალ-მეთქი, სად იქნები, დაგელოდები-მეთქი. იმ დღეს ვერ ვნახე ეს პიროვნება და რომ მივედი, ჩემ შვილს ვუთხარი, აღვუწერე ეს პიროვნება, რომ მოკლე მკლავიანი ზედა ეცვა, „ნაკოლკები“ აქვს-მეთქი და ჩემმა შვილმა მითხრა, ეგ არის ღამე რომ დამირეკა და რომ მაგინაო“, – აცხადებს ბრალდებულის მამა.

    კითხვაზე საიდან ჰქონდა მის შვილს თავისი ყოფილი რძლის მკვლელობამდე საბრძოლო იარაღი, ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ „ნამდვილად არ იცის საბრძოლო მასალა საიდან ჰქონდა“.

    კითხვაზე, თუ თავისი ყოფილი ცოლის მკვლელობა არ იყო წინასწარ განზრახული, რატომ მივიდა მასთან შეიარაღებით, ბრალდებულის მამა აცხადებს, რომ „მაგას ის ვერ იტყვის“.

  • ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი დეკანოიძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

    ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი დეკანოიძეს ბრალი ოფიციალურად შსს-ს გორის პოლიციის სამმართველოში წარუდგინეს. ბრალდებულის ადვოკატის, ლარისა ჩადუნელის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

    ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევს. მას ბრალი წაყენებული აქვს ორი მუხლით: სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის 109-ე მუხლით წარდგენილ ბრალში, რადგან მას მოკვლა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მას უნდოდა, შელაპარაკებიდან გამომდინარე, სხეულის დაზიანებები მიეყენებინა. რაც შეეხება შელაპარაკების მიზეზს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამის მიზეზად ასახელებს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც დიდ გავლენას ახდენდა არასრულწლოვან შვილებზე, განსაკუთრებით გოგონაზე და აქედან გამომდინარე, ეს იყო ძირითადად მათი უთანხმოების საგანი. საუბარია მესამე პირზეც, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მუქარას. ამ მესამე პირს დეკანოიძე ასახელებს და ამ პირის შესახებ გამოძიებისთვის ცნობილია.

    აღნიშნული პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ მას თავი დაენებებინა ყოფილი ცოლისთვის, თავი დაენებებინა შვილებისთვის და როდესაც ირაკლი დეკანოიძე ტელეფონით ურეკავდა შვილებს, მას შვილების ტელეფონზე პასუხობდა უცხო მამაკაცი და ეს იყო უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, რომ შვილის ტელეფონზე რატომ უნდა ეპასუხა სხვა უცხო მამაკაცს და რომ ამ ყველაფერს შეიძლება სხვა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლარისა ჩადუნელმა.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • ვაკეში ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა

    ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის  მიზეზი მგზავრობის ტარიფი გახდა.

    თვთმხილველები აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლმა ქალი ავტომობილიდან გადმოაგდო და წააქცია, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

    უკარიანის მოქალაქე საპატრულო ეკიპაჟმა განყოფილებაში გადაიყვანა.

    მომხდარზე გამოძიება 126-მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

  • გორში 20 წლის ახალგაზრდა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

    შსს-ს გორის სამმართველოს თანამშრომლებმა გორში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • მოკლულ ნათია გოგალაძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა – რას ჰყვება ბრალდებულის მამა

    ხაშურში მომხდარი მკვლელობის შესახებ მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახები საუბრობენ. მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი დეკანოიძის მამა, მერაბ დეკანოიძე „მთავართან“ საუბრისას ჰყვება, რომ დაპირისპირების მიზეზი ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი იგორ ანეკეევი იყო.

    დეკანოიძის მამის თქმით, მამაკაცი გოგალაძის შორეული ნათესავია. დეკანოიძე ასევე აცხადებს, რომ იგორ ანკეევიმასშვილის მოკვლით დაემუქრა.

    ანკეევთან ურთიერთობას მოკლულის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, გოგალაძის ბიცოლის თქმით, მამაკაცმა ნათიას ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

    მკვლელობა ხაშურში 9 ოქტომბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა 30 წლის ცოლს, ნათია გოგალაძეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

    მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თელავში ორი ადამიანი დაჭრეს

    თელავში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცებს დაზიანებები მუცლისა და ყელის არეში აქვთ მიყენებული.

    ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. ერთ-ერთმა მამაკაცმა ორ პიროვნებას ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

    საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

  • კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

    ტრაგედია კახეთში-ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი გარდაიცვალა.

    შემთხვევა სიღნაღის რაიონის დაბა წნორში ცოტა ხნის წინ მოხდა.