Category: არქივი

  • პარლამენტში ჩხუბის დროს პიროვნება გარდაიცვლება-ლელა კაკულია

    ლელა კაკულია სოციალურ ქსელში საკუთარ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში ტრაგიკულ შემთხვევას პროგნოზირებს.

    “ქართველ პარლამენტარებს ვაფრთხილებ: ვხედავ, პარლამენტში ერთმანეთს დაერევიან და ჩხუბის დროს პიროვნება გარდაიცვლება. ვიცი, ვინც არის. საწყალი! ასეთია ბედისწერა!”-წერს კაკულია.

  • ქურთული ძალების ინფორმაციით, კონტრდარტყმების შედეგად 75 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

    ქურთების „სირიის დემოკრატიული ძალების“ ინფორმაციით, მათ თურქეთის არმიას ქალაქ რას ელ-აინთან კონტრდარტყმები მიაყენეს, რომლის შედეგად 75 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ქურთული წყაროების ინფორმაციით, ასევე განადგურებულია 7 ტანკი.

    რას ელ-ლაინთან ამჟამად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის არმიის ინფორმაციით, ქალაქი აღებულია.

    პარალელურად, სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის არმიამ რაკას პროვინციაში ქალაქი სულუკი დაიკავა.

  • ტაიფუნ „ჰაგიბისს“ იაპონიაში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა

    იაპონიაში ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, 16 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, 126-მა კი სტიქიის შედეგად სხვადასხვა დაძზიანება მიიღო.

    გარდაცვლილი ადამიანები ჩიბას, გუნმას, კანაგავასა და ფუკუშიმას პრეფექტურებიდან არიან. რთული სიტუაცია ნაგანოს პრეფექტურაში შეიქმნა, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

    ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენეტგიის გარეშეა დარჩენილი.

    იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და შესაბამის სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა.

    ხელისუფლებამ 6 მილიონი ადამიანის ევაკუირების რეკომენდაცია გასცა.

    სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში მომხდარი ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

  • სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ-მარიამ კუბლაშვილი

    სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესის მოსაგებას უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებებს აგროვებს და მოწმეთა რიცხვი, რომლებიც დეპუტატის უდანაშაულობას დაამტკიცებს იზრდება.

    „თქვენ გააგრძელეთ წერა – კითხვა, ბოროტება, მე კი უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად უფრო და უფრო იზრდება იმ გარემოებათა რიცხვი, რომელიც სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ, აგიხსნით თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი პროვოკატორი და რატომ უნდა ამხილო იგი დროულად ჩემი სახელი ასე რომ გაშინებთ და განერვიულებთ, შფოთავთ და ყველა კედელზე ჩემი მისამართით წერთ – უფრო ვრწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში მადლობა, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რომ ბოლომდე დავანახო საზოგადოებას მტყუან – მართალი, რომ წერტილი დავუსვა უსამართლობას!

    დამელოდეთ, ნუ ჩქარობთ, ნუ ღელავთ, არ მცალია პასუხის გასაცემად, ბევრი საქმე მაქვს, მოწმეთა რიცხვი არ წყდება და უნდა გაგანერვიულოთ კიდევ, თქვენთვის უარესი და უარესი ამბები მაქვს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“, – წერს მარიამ კუბლაშვილი.

  • სექსუალური მოძალადე თბილისში – ვინ არის 23 წლის სპორტსმენი, რომელიც არაერთ ქალს დაესხა თავს

    სექსუალური მოძალადე, რომელიც თბილისში სადარბაზოებში ქალებს თავს ესხმოდა, იდენტიფიცირებულია. 23 წლის ბიჭი გაუპატიურებას სადარბაზოში ცდილობდა.

    ინფორაციას “კურიერი” ავრცელებს, რომელმაც დაზარალებულების ჩვენებები მოიპოვა. მოძალადე  კაცი ერთ-ერთმა დაზარალებულმა ამოიცნო. პირი, 23 წლის სპორტსმენი ჯემალ ზოიძეა.

    ერთ-ერთი მოწმე ყვება, რომ მამაკაცი სადარბაზოში აედევნა და სექსუალური ძალადობა სცადა. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა და ტერიტორიიდან მიიმალა.

    შემთხვევიდან მესამე დღეს ჯემალ ზოიძე დაზარალებულს ისევ აედევნა. ამჯერად დღის საათებში. დიდი სტრესის მიუხედავად ძალადობის მსხვერპლმა დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და პოლიცია გამოიძახა.მოძალადე ადგილზევე დააკავეს.

    23 წლის ბიჭი სექსუალური ხასიათის დანაშაულში რამდენიმე გოგომ ამხილა. პირველი ასეთი შეტყობინება განყოფილებაში მაისში შევიდა. ახალგაზრდა გოგომ აღწერა, როგორ ცდილობდა მისთვის უცნობი მამაკაცი სადარბაზოში გაუპატიურებას და თან ფიზიკურად უსწორდებოდა.

    “კიბეზე ასვლისას მომესმა ფეხის ხმა. ვიფიქრე, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ამოდიოდა კიბეზე სწრაფი ნაბიჯით და გადავწყვიტე, გამეტარებინა. უეცრად მეცა, მომაწვა სხეულით. ზურგით მიმაბჯინა სადარბაზოს კედელთან. დამიწყო ხელით მოფერება. მაშინვე ხელი ვკარი და ძლიერად დავიყვირე,” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

    მანამ სანამ მოძალადე მამაკაცი იძებნებოდა, ის  იმ დროს ბავშვებთან მუშაობდა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, უკვე წლებია სპორტსმენია და ერთ-ერთ სპორტკომპლექსში არასრულწლოვნებს ავარჯიშებდა.

    დაკავებულს მძიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ, თუმცა ის მკაცრი სასჯელისგან გათავისუფლდა. პატიმრობაში მყოფი ზოიძე ციხიდან იძულებით მკურნალობაზე გაუშვეს. მას 1 წელში ყველანაირი პასუხისმგებლობა მოხსნილი ექნება.

    სამედიცინო დასკვნით, ზოიძეს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა. უცნობია, როგორ მუშაობდა პირი ბავშვებთან, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო სხვადასხვა მსხვერპლზე სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდა. 

  • “იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები” – გიორგი კეკელიძე

    მწერალი გიორგი კეკელიძე ხაშურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც  მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა. მკვლელობაში ბრალდებულის მეზობლის შეფასებით, “ქალი რომ ქმრის წინ იტლიკინებს, იმ ქალს რაღაცა მოხვდება”. სწორედ ამ შეფასებას ეხმაურება სოციალურ ქსელში მწერალი.

    „იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს. ადამიანი ასე უფრო მშვიდად გრძნობს თავს. ამიტომაც ისიც მსხვერპლია, შეიძლება უკვე მოურჩენელი, მაგრამ მაინც მსხვერპლი და თანავუგრძნობ.

    თქვენ კი, ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ, რომ ,,კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა”. მშიშარა და უმაქნისი კაცების მოგონილია ეგ სიტყვები და საუკუნეებია გწამლავენ. ვიცი, ძნელია, ასე უცებ გამოდევნოთ სისხლიდან საწამლავი, მაგრამ აუცილებელი და გადაუდებელი საქმე მგონია.

    დიახ, თქვენ ხართ ძალიან ძლიერები,
    ძალიან ჭკვიანები
    და ხმა ახლა უნდა ამოიღოთ. არა მერე და არა რიგში“, – წერს კეკელიძე.

  • ნინოწმინდაში ქალზე ძალადობისთვის მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს

    სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავანინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან – დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს-ს  სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.​დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატი მოძღვარმა მოინახულა

    სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი “ნიუ ჰოსპიტალსში”  ნარიყალას ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა მამა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა. 

    შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროანი რეაქციები მოჰყვა. 

    ილია ჯიშკარიანმა ერთ-ერთ სატელევზიო ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას სასულიერო პირებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

  • ტაქსებს თავისი კონტიგენტი ჰყავს, რეგულაციებს მეტროში ხალხის რაოდენობის ზრდასთან კავშირი არ აქვს-კალაძე

    თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მეტროში ხალხის დიდი რაოდენობა ტაქსების რეგულაციებთან კავშირში არ არის.

    “ტაქსებს ჰყავს თავისი კონტიგენტი, ადამიანები, ვინც სარგებლობს. სულ სხვაა მეტროს მგზავრები, ავტობუსით მოსარგებლე მგზავრები, მიკროავტობუსით კიდევ დამატებით. არანაირი კავშირი არ აქვს მეტროსთან. მეტროში ეს პრობლემები იყო, სანამ რეფორმა დაიწყებოდა და კონკრეტულად ეს უკავშირდება ვაგზლის მოედანს”,-განაცხადა კალაძემ.

    შეგახსნებეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან  ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც თბილისის ქუჩებში ტაქსაობა მხოლოდ ლიცენზიის მქონე თეთრი ფერის მანქანებით არის შესაძლებელი.

    რეგულაციის ამოქმედების შემდეგ  საზოგადოების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ქალაქში მოძრავი ტაქსების რაოდენობა შემცირდა და  გაიზარდა ტაქსის ფასი. მეტროში კი გაიზარდა ხალხის რაოდენობა.

    სატრანსპორტო პრობლემების პარალელურად ქალაქში მოძრაობს “შმაქსი”. “შმაქსის” გამოძახება დღეიდან ქოლ-ცენტრის საშუალებითაცაა შესაძლებელი.

  • თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

    თამარაშვილის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცმა  საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, თამარაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა მოახდინა და  თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა.