მოკლულ ნათია გოგალაძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა – რას ჰყვება ბრალდებულის მამა

Written by

in

ხაშურში მომხდარი მკვლელობის შესახებ მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახები საუბრობენ. მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი დეკანოიძის მამა, მერაბ დეკანოიძე „მთავართან“ საუბრისას ჰყვება, რომ დაპირისპირების მიზეზი ნათია გოგალაძის მეგობარი მამაკაცი იგორ ანეკეევი იყო.

დეკანოიძის მამის თქმით, მამაკაცი გოგალაძის შორეული ნათესავია. დეკანოიძე ასევე აცხადებს, რომ იგორ ანკეევიმასშვილის მოკვლით დაემუქრა.

ანკეევთან ურთიერთობას მოკლულის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, გოგალაძის ბიცოლის თქმით, მამაკაცმა ნათიას ცოლობა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

მკვლელობა ხაშურში 9 ოქტომბერს მოხდა. ყოფილმა ქმარმა 30 წლის ცოლს, ნათია გოგალაძეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *