Category: არქივი

  • ხვალ აქციას ვაპირებ ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართავას აპირებს. ამის შესახებ,  მამალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

    “როგორც უკვე მოგახსენეთ, გადავწყვიტე პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მივმართო. ხვალ 15 ოქტომბერს 16 საათზე აქციას ვატარებ იქ, სადაც საქართველოს მრავალი ოჯახის უბედურების სათავეა – ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან. მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო. ამ აქციით უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ოლიგარქის მიერ დაჩაგრულ თითოეულ მოქალაქეს“, – წერს თორნიკე მამალაძე.

  • ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა-სკანდალურ ფაქტზე სინოდი იმსჯელებს

    სკანდალური დაპირისპირებები საპატრიარქოში გრძელდება-“მთავარი არხის ” ინფორმაციით,  დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა.

    სვეტიცხოველში შეკრებილმა მაღალმა იერარქებმა განაცხადეს, საკითხზე წმინდა სინოდი იმსჯელებს.მეუფე ანტონი ამბობს, რომ ამ საკითხს უახლოეს სინოდის სხდომაზე განიხილავენ.

    “რა თქმა უნდა განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში”- აცხადებს წმინდა სინოდის წევრი.

    ცნობისთვის, შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტის,მეუფე გრიგოლის დედის გასვენებაში მოხდა.

  • “ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული, ასეთი არსად არ არის”-პრეზიდენტი სვეტიცხოველში მივიდა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მცხეთაში, სვეტიცხოველში მივიდა და საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა.

    “მე მინდა სრულიად საქართველოს მოვულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა, ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული დღესასწაული, ამავე დროს ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული, ასეთი არსად არ არის, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს და მინდა ეს ყველას მივულოცო-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მამაკაცი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, გარდაიცვალა

    მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის მიმდებარედ დაჭრეს, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. 41 წლის გოჩა ვეფხვაძე რეგიონალურ ჰოსპიტალში მძიმე დაზიანებებით 6 ოქტომბერს მოათავსეს.

    შეგახსენებთ, დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის გახოკიძის ქუჩაძე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც 41 წლის მამაკაცი ავტომობილში დაჭრეს, რის შემდეგაც, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დატოვეს.

    საქმეზე გამოძიება 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117-ე და 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

  • სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

    სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

    საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.

    მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.

  • მიმდინარე კვირაში პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

    მიმდინარე კვირაში პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუსმენენ. ზალკალიანი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში არის დაბარებული.

    დეპუტატების ძირითადი კითხვები სერგეი ლავროვთან შეხვედრასა და დავით გარეჯის საკითხს შეეხება.

  • ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი-სააკაშვილი ბოკერიაზე

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის ივანიშვილის ხელის ბიჭია.

    „თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით “ყველას მინუს მიშა”, ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება!

    P.s ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში! ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 15 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    ნაძალადევის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ანაპის 414-ე დივიზიის, ვანათის, დომენტი ჟღენტის, ღრმაღელეს, მუხრანის, ეფრემ ზაქარაიას, ინწკირველის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, სამღერეთის, ლადო მესხიშვილის, ლევან ცქიტიშვილის და კონდოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, კიკეთისა და ბეთანიის მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მოსკოვის გამზირის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ჩაჩუას, ალექსანდრე წულუკიძის, ნოე რამიშვილის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, შანიძის, ხორავას და ჯანაშიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების და დავით ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, ჰაინრიხ კლაპროთის, კრისტიან სტივენის, იაკობ რაინეგსის, კრისტოფერო კასტელის, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

  • სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეზღუდულია

    სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეზღუდულია.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

    13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა; 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე. მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

    მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელმაც თბილისში უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა

    პოლიციამ  დააკავა ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში, ვაკეში უკრაინის მოქალაქე ტურისტ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ტაქსით მგზავრობის საფასური გახდა. მძღოლმა ქალი მანქანიდან გადმოაგდო და წააქცია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

    ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

    გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.