Category: არქივი

  • “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“–რა უთხრა ივანიშვილმა ხაზარაძეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით

    მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაზე გადაცემა მთავარ აქცენტებში ისაუბრა და სკანდალური ეპიზოდი გაიხსენა. “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში“ – მამუკა ხაზარაძის განცხადებით ეს ფრაზა მას ივანიშვილმა 2017 წელს უთხრა, როცა პორტის მშენებლობა საწყის ეტაპზე იყო.

    “არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს.20 მილიონი უკვე ინვესტირებული გვქონდა პორტში, ე.წ. წინა განვითარების პროგრამაში.მიდის გეოლოგია, უცხოელები ჩამოსული და ასე შემდეგ.მე სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა რომ მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი…

    ასეთი რაღაც მითხრა: რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში.

    მე მეგონა შაყირთან მქონდა საქმე. მე ვუთხარი ის კომპანია, ესესეი მარინი, რომელიც ამ ამ პროექტის მმართველი უნდა იყოს 25 წელი, ყვითელი ზღვაც იციან და წითელი ზღვაც და შავი ზღვაც…. მივხვდი რომ იუმორზეც აღარ გვქოონდა საუბარი. თქვა, რომ მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი გამაგრებულიყო პრემიერად რომ დავნიშნე და რაღაც სალაპარაკო ქონოდა ხალხთან და მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლაო ძალიან ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო.

    ახლა გამოვლენ ოცნება, უცებ გაივლება მესიჯბოქსი – იტყვიან ხაზარაძე ჭორაობს.

    თვალებში გიყურებთ და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით ამას: ქვეყანა არის დიდი საფრთხის წინაშე, ქვეყანას უკვდება და იკვლება პერსპექტივა. ანაკლია არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ანაკლიის პროექტი არის შემოტრიალების წეტილი, ჩვენი რუქაზე დასმის წერტილი. უსაფრთხოების წეტილი. ანაკლია არის ათასობით სამუშაო ადგილი და ერთხელ და სამუდამოდ ღირსეულ პარტნიორად შესვლა ჩვენს სამეზობლოში.

    იმ შეხვედრაზე ვუთხარი… ვერაფერი არგუმენტი ვერ მოვიფიქრე, იმიტომ რომ დავინახე რომ ერთ კაცს შეუძლია ასე ხელაღებით ყველაფერი გადაშალოს – მინისტრთა კაბინეტი, ინვესტირება და ასე შემდეგ.კითხვა დავუსვი , ხალხს რა ვუთხრათ მეთქი.ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.

    გადის პერიოდი, ჩვენ ამას არ ვუგდებთ ყურს, 2017– ში ვხსნით მშენებლობას, თუ გახსოვთ სურათი სადაც ყველა ერთად ვდგავართ და დავიწყეთ ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა. 2018 წლის გაზაფხულზე ივანიშვილი ბრუნდება პოლიტიკაში, ხდება პარტიის თავმჯდომარე. კვირიკაშვილი მირეკავს და მეუბნება, ივანიშვილთან ვართ დაბარებული, ამბობს რომ ანაკლიის თემა უნდა განვიხილოთ. შეხვედრაზე მან თქვა: მქონდა სხვა აზრი ანაკლიასთან დაკავშირებით, ახლა დავბრუნდი პოლიტიკაში და ვთვლი, რომ ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მინდა გიორგის მადლობა გადავუხადო, რომ კბილებით მოათრია ეს პროექტი აქამდე და მამუკასაც. ვიფიქრე, რომ ალბათ აზრი შეიცვალა. ამის შემდეგ ორ კვირაში დაახლოებით კვირიკაშვილი მიემგზავრება ამერიკაში, ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას ატარებს ტრამპთან, მერე ვიცე პრეზიდენტს მიყავს სახლში ვახშამზე. ბრუნდება. ორ კვირაში თუ სამ კვირაში გიორგის ხსნიან და სამ კვირაში იწყებენ გამოძიებას თიბისის მიმართ. რაღა ახსნა უნდა ამას. ჩვენ მივექანებით არა დასავლეთისკენ, ჩვენ მივექანებით ჩრდილოეთისკენ.

    კითხვაზე, რატომ არ თქვა ეს ყველაფერი 2017 წელს, ხაზარაძე პასუხობს:

    “ჩემი ამოცანა იმ დროს როგორც ბიზნესმენის იყო ყველაფრის ფასად სანამ პროექტი არ გაჩერდებოდა, ბოლო წუთამდე ვაკეთებდი ყველაფერს, რომ ეს პროექტი გაკეთებულიყო.“

  • “მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ანაკლიის პროექტი” – მამუკა ხაზარაძე

    “მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ანაკლიის პროექტი. ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

    „ეს არის ტყუილების ქარხანა. „ბოტების“ და „ტროლების“ ქარხნები რომ აქვთ, დაახლოებით სიცრუის მანქანა – ამაში გვაცხოვრებენ. რეალობა ის იყო, რომ საბოლოო ჯამში, მათ ეს პროექტი არ უნდათ, თუ რის გამო, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. წელიწადნახევარია კონსორციუმს ებრძვიან, ვხედავთ, როგორ ებრძვიან და ეპყრობიან ინვესტორს და ამაზე მეტი დამადასტურებელი ფაქტი რა არის?! ტედ ჯონასის („ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) კომენტარები ნახეთ, კიდევ კარგი, რომ ბოლო სამ თვეში ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ შეხვედრაში. კითხვა მაქვს – ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რომელი უცხოური ინვესტიცია შემოიტანა?! ბიძინა ივანიშვილის გარდა, თუ კიდევ ვის არ უნდა ამ პროექტის განხორციელება, ივანიშვილს ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ მას არ უნდა . ალბათ, არსებობს კიდევ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • ზურაბიშვილი ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს.

    „საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას“.-წერს პრეზიდენტი twitter-ზე.

    პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიის შემდეგ იაპონია სწრაფად შეძლებს განახლებას.

    ტაიფუნ „ჰაგიბისმა“ ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რომლის სიჩქარეც საათში 225 კილომეტრი იყო. სტიქიას ბოლო მონაცემებით 66 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით 92 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, 120 ათასი ადამიანი კი სუფთა წყლის დეფიციტს განიცდის. 7 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა, მაგრამ მათგან მხოლოდ 50 ათასამდე რჩება თავშესაფრებში.

  • შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავა

    შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ის პირიც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ანატოლი ბიბილოვი ღვინოს წურავს და ადრიანო ჩელენტანოს პაროდირებს (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ღვინოს წურავს და ადრიანო ჩელენტანოს პაროდირებს. 

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,  4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დაბა ხარაგაულთან ახლოს, სოფელ ჩალხეეთიდან 1 კილომეტრში მდებარეობდა.

    მიწისძვრა თბილისის დროით დაახლოებით 19:00 საათზე დაფიქსირდა.

  • ” მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო”- რას ყვება ხაშურის სამშობიაროში გარდაცვლილის დედა

    ხაშურის სამშობიარო სახლში მომხდარ ფაქტს გარდაცვლილი ქალის დედა გამოეხმაურა.

    „სანამ არ დამძიმდა მდგომარეობა, 17:00 საათზე, ყურადღება არ მიაქციეს. თურმე ბავშვს უჭირდა, კვდებოდა ტირილით, მიშველე დედა, მკლავენ, წამიყვანეო. სად წამეყვენა, უკვე დაგვიანებული იყო. თვითონ უნდა მოგვეხმაროსო. გული აღარ ჰქონდა კარგ მდგომარეობაში, ცუდად იყო. არ მიაქციეს ყურადღება. მე ვუთხარი, გაუკეთეთ საკეისრო-მეთქი და არა, თვითონ უნდა იმშობიაროსო. ვერ იმშობიარა თვითონ. შვილი მომიკლეს. ყურადღება არ მიაქციეს, ოთხი ობოლი შვილი დატოვა“, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

    მშობიარისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზად მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა სახელდება 

    შეგახსენებთ, დღეს ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა. 40 წლის ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს გართულება ჰქონდა, რის გამოც საკეისრო კვეთა დაიწყო. ამის შემდეგ კი ქალი და ჩვილი დაიღუპა.

  • მშობიარისა და ჩვილის გარდაცვალების მიზეზად მედპერსონალის მხრიდან გადაცდომა სახელდება

    შპს „ახალი კლინიკის“ დირექტორი, კახა ხელაძე ხაშურის სამშობიარო სახლში დედისა და ჩვილის გარდაცვალების პირველად მიზეზებს განმარტავს.

    მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი დაღუპვის მიზეზი მედპერსონალის მხრიდან „მათი მდგომარეობის შეფასებისა და გადაწყვეტილების ნაწილში გადაცდომა იყო“.

    კახა ხელაძის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს როგორც კლინიკის შიდა სამსახურის მხრიდან, ისე სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდან, თუმცა საბოლოო დასკვნამდე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც აღნიშულ პროცესში მონაწილეობდა, სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუწყდება.

    როგორც მან აღნიშნა, მედპერსონალმა, რისკების შეფასების დროს, იჩქარა გადაწყვეტილების მიღება.

    „ხაშურის ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და სამედიცინო პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამ ტრაგიკული ფაქტის გამო. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ კლინიკის შიდა მოკვლევის სამსახურმა დაიწყო ამ ფაქტის განხილვა და ვადასტურებ, რომ ამ ეტაპზე, იკვეთება პროცესში მონაწილე პერსონალის გარკვეული გადაცდომა. კლინიკას ლიცენზიის შესაბამისად, მინიჭებული აქვს პირველი დონე, რაც არ გულისხმობს ასეთი რთული შემთხვევების მართვას. კონკრეტული კრიტერიუმებია შემუშავებული, სად როგორი შემთხვევა უნდა იმართებოდეს. ზუსტად ამ კრიტერიუმებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ასეთი პაციენტი ექვემდებარებოდა უფრო მაღალი დონის სამშობიარო გადაგზავნას.

    ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, პერსონალმა ალბათ, იჩქარა რისკების შეფასებისას – ეს გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა. სამწუხაროდ, მშობიარობის მართვისას გამოიკვეთა გართულებები და ამ გართულებებს მოჰყვა უკვე როგორც დედის, ისე ნაყოფის დაღუპვა. გარდა ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახურისა, ამ ფაქტს სწავლობს სახელმწიფო რეგულირების სამსახურიც, რომელთანაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და დაველოდებით მათ საბოლოო დასკვნებსაც, თუმცა დასკვნებამდე უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნულ პერსონალს სამედიცინო საქმიანობა დროებით შეუჩერდეთ. საქმიანობა შეუჩერდება უშუალოდ იმ ექიმს, რომელმაც პროცესში მიიღო მონაწილეობა და მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

  • “გადავწყვიტე, ვთქვა ის რასაც ვფიქრობ”- ახალაიების მამა გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს ემუქრება

    “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი, დათა და ბაჩო ახალაიების მამა, როლანდ ახალაია, გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს, სოციალური ქსელის მეშვეობით ემუქრება.

    რონალდ ახალაიას განცხადებით, ბოკერია-ბაქრაძეს დიდი წვლილი მიუძღვის მისი შვილების დაპატიმრებაში და ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს“ ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაშ არიან.

    „რამდენიმე დღეა, ვწერ და ისევ ვშლი პოსტებს, გამოუქვეყნებლად. მაინც გადავწყვიტე, ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, ჩიტები მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უფრო უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას, ალბათ, თქვენს თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლებ წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამოდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა – თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული, ისედაც პიკზე მყოფი აგრესია თქვენკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, რომ ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუნდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცოდეთ – რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე, მითუმეტეს, ჩვენნაირ ერში ”, – წერს როლანდ ახალაია.

    შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ აუცილებელი არ არის ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს.

  • გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა – სასამართლომ განხილვა დაასრულა

    გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც ეხება 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ფიზიკური ძალადობის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიომოზაიკა” ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, დღის საათებში, თავისი და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლებში, ო.ი-მ წინასწარი შეცნობით 5 წლის ასაკის ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება.

    საქმის განხილვა სასამართლომ ივლისში დაიწყო. 

    ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამომდინარე იქიდან, რომ მას წარსულში გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, მოსამართლემ ეს ყველაფერი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო, რის გამოც, ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.