Category: არქივი

  • “კალაძის ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას” – მამუკა ხაზარაძე

    საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

    „კალაძეს ალბათ არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესატყვისება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას. ესაა ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების ენა. მე არ ვთვლი მისთვის პასუხის გაცემას საჭიროდ” – აღნიშნა ხაზარაძემ.

    შეგახსენებთ, რომ კახი კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს არანაირი ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობა არ აქვს, რომ “ანაკლიის კონსორციუმის” პროექტი განვირთარდეს.

  • ივანიშვილი ბავშვებთან დარეკვას თუ ამიკრძალავდა, არ მეგონა-ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილმა მას შვილებთან დარეკვა აუკრძალა. 

    “ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.
    სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია”, – წერს ოქრუაშვილი.

    შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • გლდანში ბიჭი ციხიდან 10 დღის წინ გამოსულმა მამაკაცმა, შაურმის საჭრელი დანით დაჭრა

    ახმეტელთან დაჭრილი მეათე კლასის მოსწავლის გიორგი ფალელიშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. “ნიუპოსტის” ცნობით, 15 წლის ბიჭს ნასვამმა მამაკაცმა ჭრილობები შაურმის საჭრელი დანით მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.   

    დაჭრილის ახლობელი აცხადებს, რომ  დაჭრაში ბრალდებული მრავალჯერ ნასამართლევია და მან საპყრობილე შემთხვევამდე 10 დღით ადრე დატოვა.

    შეგახსენებთ, ფაქტი გუშინ მოხდა, შემთხვევისას მოზარდი მამასთან ერთად ახმეტელის მეტროს მიმდებარედ არსებულ რესტორანთან იმყოფებოდა, სადაც  ჩხუბი ატყდა.

    ნასვამმა მამაკაცმა მოზარდს, რომელიც სავარაუდოდ მოჩხუბრებს აშველებდა, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

  • ხაზარაძეს არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები-კალაძე

    ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „გავაკეთე შეფასება მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს, ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, ჯანსაღი ოპონირების საშუალება გაჩნდება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიცრუეს და ჭორაობას. გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას, ამას მივესალმები. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს და ყველას დაუდასტუროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პორტი და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები”,- განაცხადა კალაძემ.

  • ქამრების მოჭერის ნაცვლად, ისე მოუშვეს, რომ მთავრობას უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა – რომან გოცირიძე

    „ქამრების მოჭერის“ ნაცვლად, ისე მოუშვეს, რომ უზარმაზარი ღიპი გადმოუვარდა მთავრობას,- ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში გააკეთა. 

    „ქვეყანას ახრჩობენ ვალებში. ხარჯებს ზრდიან შიდა ვალის აღების გზით.შიდა ვალი 400 მილიონი ლარით იზრდება. შარშან ამ დროს 170 მილიონით გაუზარდეს თბილისის მერიას ხარჯები. დააწკაპუნებს თბილისის მერია ხელს და ნებისმიერი რაოდენობის ფულს აძლევს მთავრობა. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების დამატებას, ჯერ მოგვატყუეს, რომ მოგზაურობებზე სჭირდება და ჩვენ ვთქვით, რომ პირიქით, რაც შეიძლება ნაკლები უნდა მივცეთ უცხოეთში გასასვლელად – რამდენი გავიდა, იმდენი პრობლემა შექმნა. ჟურნალისტური გამოძიებით კი გაირკვა, რომ ფულს აძლევენ იმისთვის, რომ ლილოს ბაზრობაზე იყიდონ ანტიკვარები და შექმნან ორბელიანების სასახლის ბუტაფორია, მე-19 საუკუნის ანტურაჟი“,- განაცხადა გოცირიძემ.

  • „ჩემი ცოლის დაქალებთან“ დამშვიდობება რთული იყო…- ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი

    მსახიობი შოთიკო ნოზაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ მან „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ დაიწყო მუშაობა, რაც სერიალის შემქმნელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

    შოთიკო ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში საუბრობს იმის შესახებ, როგორი ძნელი იყო მისთვის სერიალთან გამომშვიდობება:

    „რა თქმა უნდა, გულისტკენა იყო, რადგან ხუთი წელია, სერიალის გუნდთან ერთად ვცხოვრობ და იქაურობა ჩემი მეორე სახლივით იყო. შევიძინე უამრავი მეგობარი, ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს „ჩემი ცოლის დაქალებთან“ და ამიტომ რთული ყიო ჩემთვის იქიდან წამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რთული იყო გუნდთან დამშვიდობება. კარგია, რომ ისევ იუმორის სფეროში განვაგრძობ მუშაობას.

    როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეგინარჩუნათ „ჩცდ“-ს გუნდმა თქვენ და თქვენი პერსონაჟი, თენგო?

    არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ვერიდები, რადგან შეიძლება, საზოგადოებამ ჩემი ნათქვამი მაინც სხვანაირად აღიქვას. უბრალოდ, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დაკარგვა არ უნდოდათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სიახლეები ყოველთვის კარგია. თუ აქამდე მაყურებელი ჩემგან ელოდა მხოლოდ თენგოს, ახლა იქნება ჩემგან გელა, ჯემალა და ნარგიზა, ალბათ.

    ქალსაც ითამაშებთ?

    არ ვიცი, როგორც სცენარი და სიტუაცია მოითხოვს.

  • მარნეულში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • ნათელაშვილმა გლდანის ციხის პატიმრებს “პერედაჩი” მიუტანა

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გლდანის ციხესთან აქცია გამართა.

    მან 20-21 ივნისის დაკავებულებისთვის პროდუქტი მიიტანა. იგი მოთხოვნაა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

    „საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი შეიძლება დაიჭირო მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის და დააბრალო სახელმწიფო გადატრიალება.

    შეიძლება ადრე ჩვენც რამე დავაშავეთ და ამაზე პასუხი მოგვთხოვონ, მაგრამ 20 ივნისის დღეს რომ პარტიის ლიდერს დაიჭერ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა და რეპრესია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, სადამდე აპირებენ ისინი აქციის გაგრძელებას, შალვა ნათელაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ისინი ციხეში იქნებიან.

    „სანამ ციხეში იქნებიან ჩვენ სულ გვექნება მოძრაობები საშიანაო და საგარეო არენაზე. ამოვაშხამებთ ივანიშვილს ამ ხალხის გამწარებას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

    ​ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე  დავით მამისეიშვილმამიიღო,  მან არ დააკმაყოფილა ერმაკოვისა და პატიმრობაში მყოფი მერიის კიდევ ორი ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

    შეგახსენებთ, რომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი ყოფილი თანამშრომელი 30 მაისს ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით დააკავეს.  გამოძიება მათ   მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. მერიის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

  • ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში-მაია ცქიტიშვილი

    ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ასეთ პროექტში, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტრორები მისასალმებელნი არიან ამ პროეტქში, – ეს განცხადება  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.   მინისტრი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა. ხაზარაძემ გუშინ  ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი  მიიჩნევდა, რომ შავ ზღვარი ამერიკელების ადგილი არ არის.

    „რა თქმა უნდა … და ძალიან საინტერესო კითხვაა. პირადად ჩემს მიმართ კონსორციუმის მხრიდან ბრალდებები გვესმის, თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან, ამავდროულოად, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ბრალდება იმასთან დაკავშითებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაში, უბრალოდ არათავსებადია ერთმანეთთან. ერთ ლოგიკაზე და ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ.

    რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადინი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი ტიპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა აუნდა, ამერიკელი ინვესტრორები მისასალმებელნი არიან ამ პროეტქში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.