Category: არქივი

  • პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის – „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი” განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

    „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის – „ხადორი – 3“-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, იორდანიშვილის თქმით, „კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები“, თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.

    შეგახსენებთ, რომ  ჰესის მშენებლობას მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში,  ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან  რამდენიმესაათიან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

  • დიდ დიღომში, აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

    დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

    შეგახსენებთ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქებაის შედეგად  4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    62 წლის ვაზელ მამადიანსა და 28 წლის თორნიკე ტატიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსხურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

  • არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს,პროსტიტუცია “პაჟალსტა”-კვიციანი (ვიდეო)

    “პარტიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პლენარულ სესიაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო  დემოგრაფიული პრობლემები.

    “ნარკომანია, პროსტიტუცია, აბორტი წახალისებულია ამ ქვეყანაში. არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს,პროსტიტუცია “პაჟალსტა”, კი ბატონო, აბორტი წახალისებულია,ნარკოტიკები კი ბატონო რისკენ მივექანებით ვერ ხედავთ რომ ვიღუპებით? შობადობა არ არის, სიკვდილიანობა გაზრდილია, ჩვენ მშვიდად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გენოფონდის გასაძლიერებლად არაფერი არ კეთდება”-განაცხადა კვიციანმა.

  • გიგა-ბიძი,ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს-ქანთარია ბოკერიას (ვიდეო)

    “ამ ვითომ მიმტოვებლური რაღაცებით ეშმაკთანაც იფუჭებ საქმეს”-“ქართული ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია გიგა ბოკერიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არ გასამართლდება.

    “იმ პარტიას და იმ პოლიტიკურ ჯგუფს მართლა ჩემდა თავად რა ვუთხარი, თქვენი მისატევებელი რომ გახდება”-მიმართა ქანთარიამ ბოკერიას.

  • თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს -კობახიძე

    თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს -ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

    „ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც დღეს არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში, თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, – განაცხადა კობახიძემ.

  • ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება-ცქიტიშვილი

    ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობას შეუძლია მოშალოს ანაკლიის მშენებლობაზე გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცქიტიშვილმა  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ისაუბრა.

    ცქიტიშვილის თქმით, ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს, დღის ბოლომდე იწურება, მთავრობის გადაწყვეტილება კი საზოგადოებისთვის ცნობილი ხვალ, 16 ოქტომბერს გახდება.

    „ვინაიდანკონსორციუმის მიერ დოკუმენტაციის წარდგების საბოლოო ვადა 2019 წლის 15 ოქტომბრით განისაზღვრება, ვალდებულები ვართ დღის ბოლოს ვადა ამოწურულად ჩავთვალოთ და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დამდგარი შედეგი საზოგადოებას 16 ოქტომბერს ვაცნობოთ,”- განაცხადა მინისტრმა.

  • 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

    პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომელებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზარხველთან -ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს – 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

    სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

    სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „სამართალდამცველებმა, მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 32 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

  • კომიდან გამოდის ხალხი 10 დღეში და შეშინებული ილია პალატიდან ვერ გამოვდგით-ბაია პატარაია მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

    “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილის შეთავაზებას ეხმაურება.

    “და ამაზე ამბობთ, რომ ჭკვიანი და ეთიკური ადვოკატიაო? ბარემ საცეკვაოდ გამოეწვია ძალადობის მსხვერპლი ან პირდაპირ დუელში 
    კუბლაშვილს ვურჩევ ჯერ თავისი დასაცავი ილია ჯიშკარიანი გამოიწვიოს საავადმყოფოდან რაიმე შელოცვით ან თუნდაც გადაცემით. სადამდე უნდა იჯდეს იქ? კომიდან გამოდის ხალხი 10 დღეში და შეშინებული ილია პალატიდან ვერ გამოვდგით.
    შოუ თუ სწყურია ქალბატონ მოცეკვავე ვარსკვლავს, ჩაჰკიდოს ხელი თავის მგალობელს და მიადგნენ ნიკა გვარამიას ერთად – არ ეტყვის უარს”-წერს პატარაია სოციალურ ქსელში.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    ნაძალადევის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სანზონის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის მთის, ლოტკინის ხევის, ანაპის 414-ე დივიზიის, ვანათის, დომენტი ჟღენტის, ღრმაღელის, მუხრანის, ეფრემ ზაქარაიას, ინწკირველის, კაჭრეთის, ლევან თიგიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, სამღერეთის, ლადო მესხიშვილის, ლევან ცქიტიშვილისა და კონდოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის, კიკეთისა და ბეთანიის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: უნივერსიტეტისაქ და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი​ – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭიაურელისა და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი​ – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, მოსკოვის გამზირის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ჩაჩუას, ალექსანდრე წულუკიძის, ნოე რამიშვილისა და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მელიქიშვილის, შანიძის, ხორავასა და ჯანაშიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონებისა და დავით ჯაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, ჰაინრიხ კლაპროთის, კრისტიან სტივენის, იაკობ რაინეგსის, კრისტოფერო კასტელის, ოსკარ შმერლინგის, ფრედერიკ მონპერეს, მაქს ტილკეს, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელისა და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ კომპანიაში.