გორში, 5 წლის ბავშვზე მამაკაცი 5 თვე სექსუალურად ძალადობდა – სასამართლომ განხილვა დაასრულა

Written by

in

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც ეხება 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებას ფიზიკური ძალადობის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ “რადიომოზაიკა” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, დღის საათებში, თავისი და დაზარალებულის საცხოვრებელ სახლებში, ო.ი-მ წინასწარი შეცნობით 5 წლის ასაკის ბავშვის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა გარყვნილი ქმედება.

საქმის განხილვა სასამართლომ ივლისში დაიწყო. 

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და გამომდინარე იქიდან, რომ მას წარსულში გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი, მოსამართლემ ეს ყველაფერი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო, რის გამოც, ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *