Category: არქივი

  • „კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმიან“ – გლდანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზი ცნობილია

    სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის – დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება. დაშავებულის დედის განცხადებით, ორი მეგობარი სტუმრობდა სხვა მეგობარს, როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

    დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის დედის განმარტებით, ჩბუბის მიზეზი ღიმილი გახდა.მძიმედ დაჭრილი 20 წლის თორნიკე პაპავას დედა დაპირისპირების დეტალებს მისი შვილის მეგობრის მონაყოლისგან იცნობს, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა.

    “როგორ მელაპარაკებიო, არ გვინდა ახლა ასეთი დაძაბული საუბარიო ამ რაიონში ვცხოვრობთო, უცხოები არ ვართო, და შენ საერთოდ ვინ ხარ ლაპარაკში რო ერევიო, ჩემს შვილს გაუღიმია და კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო, გამოდიო და გამოსვლა და დანის დარტყმა ერთი იყო.”- აცხადებს ერთ-ერთი დაჭრილის თვითმხილველი დედა.
    ასევე გამოკითხულია, ილია ხინჩაგაშვილის დედაც, რომელმაც დეტალების გასაჯაროებისთვის პოლიციას მიმართა. დედის განმარტებით, ის მის შვილთან არავის უშვებს, აღნიშნავს იმ ფაქტსაც რომ დაჭრის შემდეგ მის შვილთან სატელფონო ზარები არ წყდებოდა დაკავებულის ოჯახებიდან და ისინი ილია ხინჩაგაშვილს შეხვედრას სთოხვნდენ.

    ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მეორე დაჭრილს, ამ დრომდე კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში რჩება.

    გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

  • „როსავიაციამ“ განმარტა, როდის შეძლებს რუსული ავიაკომპანია S7 ქუთაისის მიმართულებით ფრენების დაწყებას

    „როსავიაციაში“ განმარტავენ, რატომ მისცეს რუსულ ავიაკომპანია S7 -ს უფლება, ქუთაისში ფრენები განახორციელოს იმის მიუხედავად, რომ ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყვეტილია.

    სააგენტო „რია ნოვოსტის“ ფედერალური სააგენტოს წარმომადგენელმა აცნობა, რომ ავიაკომპანიები იღებენ ან აგრძელებენ წვდომას იმისთვის, რომ მაშინვე განახორციელონ ფრენები, როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, რაც ნორმალური პრაქტიკაა.

    „წვდომა – ეს კომპანიის უფლებაა. როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“ (იურიდიული დასახელება S7 ) ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, – განაცხადეს „როსავიაციაში“.

  • დვალი და აქიმიძე რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ

    დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის 60%-ის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავენ. ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელმაც 2004 წელს დვალისა და აქიმიძისგან 30-30%-იანი წილი  ფორმალურად იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კახა კოჟორიძე ავრცელებს.

    “რუსთავი 2-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ – ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.

    პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ – ერთმა წაართვა რუსთავი 2, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა.
    შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამოდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა… ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია.

    ხვალ, 17 ოქტომბერს, ფონდ ღია-საზოგადოება საქართველოს ოფისში 13:00 საათზე ყველა მედიასაშუალებას გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ვისაუბრებთ და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. ხოლო 15:00 საათზე სარჩელს შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

    დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება!”- წერს იურისტი კახა კოჟორიძე.

  • რუსთავში მოტოციკლი საბავშვო ეტლს დაეჯახა, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა

    რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირი, რომელიც მოტოციკლეტს მართავდა, გადასასვლელზე ბავშვს დაეჯახა, რომელიც ეტლში იჯდა.

    ასევე დაშავდა ბავშვის ნათლია, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. 

    ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

  • ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

    „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი პასუხობს.

    მისი თქმით „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.

    „საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „პროგრესბანკი“ „თიბისი ბანკს“ არ შეუძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან“.

  • გლდანში კიდევ ორი ახალგაზრდა დაჭრეს – დანაშაულის იარაღი ჩაქუჩი და დანაა

    გლდანში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს  დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

    ასრებული ინფორმაციით,მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    შსს განცხადებით მომხდარ ფაქტზე სამი პირია დაკავებული,გამოძიებიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განძრახ მკვლელობის ფაქტზე  საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში, ახმეტელის მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად  მძიმეა.

  • რუსეთში პოლიციას ნარკოკურიერი კატა გაექცა

    რუსეთში,  ქალაქ ნოვომოსკოვსკში პოლიციას ნარკოკურიერი კატა გაექცა. ინფორმაციას ამის შესახებ  უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემაშია აღნიშნული, მე-6 ციხის პატიმარი ე.დ. საპატიმრო დაწესებულებაში ნარკოტიკების შესატანად კატას იყენებდა. კატის საყელურში სპეციალური ჯიბე იყო მოთავსებული, რომელშიც პატიმრის მეგობრები ნარკოტიკებს ათავსებდნენ, შემდეგ კი კატას ციხის ტერიტორიაზე უშვებდნენ ნარკოტიკის გადასატანად. 

    სამი საიდუმლო მოწმის ჩვენების, საფუძველზე დადგინდა, რომ ე.დ-სგან ციხეში ნარკოტიკებს ყიდულობდნენ, კატა კი საქმეში ნივთმტკიცებას წარმოადგენდა.

    2018 წლის აგვისტოში ნარკოკურიერი კატა სპეციალურ დაწესებულებას გადასცეს, სადაც ის სასამართლო პროცესამდე უნდა შეენახათ. რამდენიმე დღის წინ ბრალდებულის ადვოკატმა კატის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა, თუმცა, როგორც გაირკვა, კატა გალიიდან ჯერ კიდევ ზამთარში გაიქცა.

    ადვოკატების განცხადებით, მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების დაკარგვის გამო საქმე შესაძლოა დაიხუროს.

  • ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან – სააკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოდესაში არის პლაჟი, რომელსაც სააკაშვილის პლაჟს ეძახიან.ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჩართვისას განაცხადა.

    „მე ახლა ვიმყოფები ოდესაში, ოდესიდან მოგესალმებით, ძალიან მზიანი დღეა. აქ მიყვარს ხოლმე ველოსიპედით სიარული და აქ არის ჩემი საყვარელი კაფე, სადაც შემოვდივარ და ეგრევე იციან, რომ თითო ჭიქა „სოვინიონ ბლანი“ უნდა დავლიო ახალზელანდიური ან ოდესური. ცოტა ხნის წინ ამ კაფეში მოვიდა ჩემთან ერთი ადამიანი, სურათი გადაიღო, ბევრი მოდის ხოლმე სურათის გადასაღებად და მერე მითხრა, რომ ბიზნესი ჰქონდა ბათუმში, ააშენა იქ კორპუსი და ამ კორპუსის აშენების ნებართვაში გამოართვეს მას ქრთამი.მან თქვა, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ქრთამს არ იღებდნენ, ჩავედი და აი, ასეთი სიტუაცია მაქვს, ქრთამი აიღეს. დღეს დილას მოვფრინავდი ოდესაში თვითმფრინავით, გვერდზე გადმომიჯდა ბიზნესმენი ამერიკელი, ფლორიდიდან და მან მითხრა, რომ შემოაქვს დიდი რაოდენობით რაღაც პროდუქტები, უკრაინაშიც, საქართველოშიც. მან მითხრა, რომ ადრე, თქვენს დროს საქართველოში სამოთხე იყო, მერე კიდევ ორი-სამი წელი გაგრძელდაო, ბოლო ორი წელი ინტენსიურად იღებენ ქრთამებს ისევ საბაჟოზე და მაინც სიტუაცია ცოტა ჯობია უკრაინას. მაგრამ ქრთამები დაიწყო და კორუფცია მთელი მასშტაბით. მე და ერთი დეველოპერი, უკვე ბათუმელი ამას წინათ გადავიკვეთეთ კიევში და მითხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებაზე კალაძეს გადაუხადა ფული და საერთოდ, კალაძე ფულს იღებს ყველა კორპუსიდან, ყველა სამშენებლო ნებართვიდან. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ თუ არ უნდა შერჩეთ. აქ გვერდზე არის და ახლაც ბანაობს ხალხი, პლაჟი რომელსაც ოდესელები ეძახიან სააკაშვილის პლაჟს. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი, მიტაცებული ჰქონდა ერთ კიეველ მილიარდერს და როდესაც მე აქ გავხდი გუბერნატორი, მივედი ბულდოზერებით, ჩამოვხსენი ეს ღობე, გავუხსენი ხალხს, დავიწყეთ ამ პლაჟის მოწყობა და დაარქვეს სააკაშვილის პლაჟი. რამდენიმე ასეთი პლაჟი დავუბრუნე მე ოდესელებს, რომელიც მიტაცებული ჰქონდათ ადგილობრივ თუ კიეველ ოლიგარქებს. ახლა მე მინდა გკითხოთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ გვეთქვა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში, სამართლიანი უნდა იყოს თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილიც მიიტაცა? სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა, მთელი საქართველო გადათხარა? თუ სამართლიანი იქნება ის, რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მაგალითად ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე, როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

  • ავარია რუსთავში – გარდაცვლილია მოტოცკლის მძღოლი

    რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

    თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა. მაგისტრალზე ავარიის გამო, მოძრაობა მცირე ხნით შეფერხდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

  • “არხის დირექტორობას ვიწყებ”- ინგა გრიგოლია ვატო წერეთელს მადლობას უხდის

    „დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს“, – ამის შესახებ არხის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.”მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ „პირველის“ მთელ გუნდს” – წერს ინგა გრიგოლია facebook-ის პიარდ გვერდზე.

    „ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა, თან ყველაზე აზარტული გამოწვევა. აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს, ახალ სუნთქვას რომ გიხსნის. როცა სამსახურიდან გამოგდებულმა ტვ „პირველს“, შევაფარე თავი და ყველამ ერთად ნულიდან დავიწყეთ ახალი ტელევიზიის კეთება, მაშინვე ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა, ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომით, ვინც „TV პირველი“ დაიწყო, ოპერატორებიან, მემონტაჟეებიან, მძღოლებიან, ტექპერსონალიან, ჟურალისტებიან, პროდუსერებიან, მენეჯერებიანად.

    დღეს ამაყად ვამბობ, რომ გამოგვივიდა, ეხლა გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უკვე ახალი პოზიციიდან ვერთვები ამ რებრენდინგში. ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ. არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ ახალ გამოწვევებთან ჭიდილს ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში. ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის, შესაბამისად, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი. ჩვენი სათქმელი იგივეა და უცვლელი-ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების შუაგულში. აგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით ახალი სიმაღლეების დაპყრობაში. დღეიდან 24 საათში 25 საათი ვიწყებ მუშაობას“, – წერს საკუთარ facebook გვერდზე ინგა გრიგოლია.

    რამდენიმე წუთის წინ, TVპირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპნია „პირველის“ დირექტორი ინგა გრიგოლია გახდა.

    საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია განცხადება დირექტორის ცვლილების შესახებ.