Category: არქივი

  • მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოახდინოს, ოქრუაშვილს ტელეფონზე დარეკვა აეკრძალა – პროკურატურა

    პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეებზე ზემოქმედება რომ არ მოახდინოს, ამის გამო ირაკლი ოქრუაშვილს ტელეფონზე დარეკვა აეკრძალა.

    “ირაკლი ოქრუაშვილს აკრძალული აქვს ნებისმიერი სატელეფონო კომუნიკაცია, რათა არ მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება. ამ ეტაპზე მოწმეები მის საქმეზე სასამართლოში დაკითხული არ არიან”, -აცხადებენ უწყებაში.

    ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა ოქრუაშვილმა , 16 ოქტომბერს დაწერა, რომ კვირაში ერთხელ შვილებთან დარეკვის უფლებასაც არ აძლევენ.

    “ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.
    სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია ”- აღნიშულია ფეისბუქ პოსტში.

    შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისის საქმეზე პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდეს. მას გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

  • პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

    საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ.

    მთავარი საკითხი, რაზეც დეპუტატები კითხვებს დაუსვამენ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენებია.

  • 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

    კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფრესნიუსი” ავრცელებს.

    აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი.

    როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთნ დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს.

    „ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული არ მაქვს. მოგეხსენებათ, საქმე ეხება არასრუწლოვნის ინტერესებს”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

    რაც შეეხება იმ ფაქტს, ექსპერტიზის დასვნის საფუძველზე შეუფარდა თუ არა მოსამართლემ მსჯავრდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან იკვეთებოდა თუ არა სხვა გარემოებებიც, ამასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს, თუ რის საფუძველზე შეეფარდა მოზარდს 6-წლიანი სასჯელი.

    შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

    სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

  • “სულ ვფიქრობ მე შევაშინე თუ ბავშვობიდან ქვეშაფსია იყო”- ირაკლი ოქრუაშვილს ციხიდან ტელეფონით კომუნიკაცია აუკრძალეს

    “კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც თუ ამიკრძალავდა (რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა“, – წერია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის „ფეისბუქ” გვერდზე.

    “ივანიშვილი მშიშარა რომ არის, გასაგებია. ეს იქედანაც გამოჩნდა გირაოთი რომ არ მიშვებს, მაგრამ ასეთი მეწვრილმანე თუ იქნებოდა, კვირაში ერთხელ ბავშვებთან დარეკვასაც ამიკრძალავდა ,( რის უფლებასაც კანონი მაძლევს) ნამდვილად არ მეგონა.
    სულ ვფიქრობ, მართლა მე შევაშინე თუ ბავშვობიდან იყო ასეთი ქვეშაფსია ”- აღნიშულია ფეისბუქ პოსტში.

    შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს 20-21 ივნისის საქმეზე პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდეს. მას გამოძიება მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას ედავება.ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

  • მაშველებმა კოდორის ხეობაში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

    კოდორის ხეობაში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მაშველები თემურ ძეიდოევს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

    შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცი მდინარე კოდორის დინებამ მაშინ გაიტაცა, როდესაც ის ტურისტების ჯგუფთან ერთად გულრიფშის რაიონის სოფელ ჯამპალს ლაშქრავდა.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მუხიანის გადასასასვლელის, სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ნიჟარაძის, ავალიშვილის, ნუშის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ხევძმარის, მუხიანის, მონადირეს, ვახტანგ ფირცხალავას და ალეკო გობრონიძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის და უცნობ გმირთა ქუჩის მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, რომან ჭელიძის, ქერჩის, ზარზმის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის, ნადირაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო მეტალურგის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, წმინდა ბარბარეს უბნის, სერგო მელიას, ნაკადულის, ვალოდია გოგუაძის, რევაზ კვირიკაშვილის, ყიფიანის, ჯავახეთის, თამარის, შანავას, ბურჯანაძის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“ – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

  • ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – დაკავების კადრები

    სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დასახლებაში სპეც-რაზმი გამთენიისას გამოჩნდა. ოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი ქალი.

    დაკავებული ნარკოდანაშაულშია ეჭვმიტანილი. დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დეტალურ ინფორმაციას ჩატარებული სპეც-ოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გაავრცელებს.

    დეტალების გარკვევას “კურიერის” გადამღები ჯგუფი დაკავებულის ოჯახის წევრებთან შეეცადა, თუმცა ისინი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. სპეცოპერაცია ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინაც ჩატარდა, სამართალდამცველებმა მაშინ ერთი მამაკაცი აიყვანეს.

  • საბა 2019-ის ფინალისტები

    ლიტერატურული პრემია “საბას” 6 ნომინაციის ფინალისტები ხვალ დასახელდება.
    2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს:

    1. საუკეთესო რომანი
    2. საუკეთესო პოეტური კრებული
    3. საუკეთესო პროზაული კრებული
    4. საუკეთესო პიესა
    5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
    6. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
    7. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
    8. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

    წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში, ხოლო „ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
    ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო. წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

  • ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

    ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდებოდა. სამეთვალყურეო საბჭო არაფერს არ არჩევს. ვინც იყვნენ აღმასრულებელი პირები, შეარჩიეს ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც შეიძლებოდა შეეძინათ. ეს შეისწავლა შესაბამისმა აუდიტორულმა კომპანიამ და რაც არ იყო სტანდარტის შესაბამისი, ის არ შეიძინეს, – ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი“ ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებრივი მოძრაობა“ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებას, რომ „თიბისი ბანკმა“ „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 % შეიძინა.

    „როგორც 2008 წლის ტრანზაქციით დაინტერესდნენ და ასე გამალებით სწავლობდნენ, შეიძლება იყოს უამრავი ტრანზაქცია, რომელიც კითხვის ნიშანს ბადებს, რომლის მიმართაც ასეთი ინტერესი არ არის გამოჩენილი. აქ საუბარია შერჩევით გამჭვირვალობაზე, შერჩევით უსამართლობაზე. არაფერი არ შეძენილა ისეთი, რაც შეიძლება ეჭვის საფუძველი ყოფილიყო. აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც შევიძინეთ, არც ერთი არ ბადებს ეჭვის რაიმე ნიშანწყალს. ამიტომაც ისინი შევიძინეთ. რაც შეეხება დანარჩენს, კომერციულ ორგანიზაციას არ ევალება ესა თუ ის ტრანზაქცია სამართლებრივად შეაფასოს. სამართლებრივი შეფასება ევალება სხვა უწყებებს“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.