მარნეულში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Written by

in

მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *