Category: არქივი

  • სასამართლომ ლევან ჯიქურის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

    20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ლევან ჯიქურის საქმე, სხვა ბრალდებულების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო.

    ჯიქურის საქმის ცალკე გამოყოფა მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე ზუბიაშვილმა მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, საქმის ცალკე წარმოება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს.

    შეგახსენებთ, ლევან ჯიქური  2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია, კახაბერ კუპრეიშვილი. დაკავებულ პირებს გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

  • არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია-ხაზარაძის ადვოკატი

    როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად, – ამის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „ამ საქმეზე შუამავალი არ არსებობდა, ხოლო ვინ არსებობდა, ამას გამოძიება დაადგენს. ამასთან დაკავშირებით წარდგენილი იქნება საბუთები. როგორც კი გამოძიება დაიწყება ამ საქმეზე რეალურად, პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას. ის მზადაა ჩვენების მისაცემად.

    არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის, ვისგან მოდიოდა ეს მუქარა. ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის – წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, – აღნიშნა ადვოკატმა.

  • ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

    მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჭრილობები კი ბასრი საგნით არის მიყენებული. პაციენტი  ამ დრომდე კლინიკაში  რჩება.

    სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

  • მესტიაში კაცმა ძმა მოკლა

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. მკვლელობა გუშინ  ღამით მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია.

    გამოძიება დაწყებულია 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 

  • სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

    თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს.

    “ჩვენი მთავარი არგუმენტები არის ის არგუმენტები, რომლებიც ქიბარ ხალვაშმა გამოიყენა თვისი სამოქალაქო სარჩელის დროს და რომლებზე დაყრდნობითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება [ხალვაშის სასარგებლოდ]. როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გდადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მისსავე წინააღმდეგ”, – ამბობს კოჟორიძე.

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს

  • გიგა ბოკერია და ვანო ზარდიაშვილი ერთად გამოჩნდნენ-რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან (ვიდეო)

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ საჯარო ლექციაზე  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი სიტყვით ერთად  გამოვიდნენ.

    გიგა ბოკერიამ თავის გამოსვლაში სახელმწიფოებრიობაზე, საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა, მის გვერდით იყო ვანო ზარდიაშვილი. ვიდეოს ჩანაწერში ჩანს, რომ ერთ-ერთი პიროვნება გიგა ბოკერიას მოწვევის გამო აღშფოთებულია, სიტუაციის განმუხტვას კი ზარდიაშვილი ცდილობს.

  • გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

    თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკრიტიკულად მძიმეა. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გნაგრძობს მკურნალობას.

    ექიმის განცხადებით, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აღენიშნება,  თუმცა, დადებითი დინამიკა ნარჩუნდება. 

    “სხეულის უმეტესი ნაწილი არის დამწვარი. პლუს, არის სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება. სპონტანურ სუნთქვაზეა, გონზეა, კონტაქტურია”, — ამბობს ექიმი.

    გურამიშვილზე აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.  სამის მდგომარეობა სტაბილურია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

  • “უძიროდ თეთრი ხალასი” – მამუკა მდინარაძეს “თბილისოს” ტექსტი აერია

    სოციალურ ქსელში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმისშვილის ქორწილში გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „თბილისოს“ მღერის.

    სიმრერის დასაწყისში მას ტექსტი შეეშალა და უძიროდ ლურჯი ხალასის ნაცვლად “უძიროდ თეთრი ხალასი” თქვა.

    მასთან ერთად ასევე ჩანან  “ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი კობახიძე, ბექა ოდიშარია და სხვები. როგორც ცნობილი გახდა დეპუტატმა “თბილისო” ერევანში, დეპუტატ ენზელ მუკოიანის ძმისშვილის ქორწილში შეასრულა. ვიდეოს “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

  • “დამიჯერეთ, ყველასთვის ასე ჯობია”-რა დაემართა ნიკა გვარამიას

    “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. როგორც აღმოჩნდა მას ვირუსი აქვს.

    ამის შესახებ გვარამიას სოციალურ ქსელში თავად წერს და ფოტოს აქვეყნებს.

    “ამას ისევ ჩემი ვირუსი და გადასხმით წოლა ჯობია. დამიჯერეთ, ყველასთვის ასე ჯობია ” – წერს ნიკა გვარამია.

  • თბილისში დაკარგულ ქალს ეძებენ – მპოვნელი ჯილდოდ თანხას მიიღებს

    თბილისში 72 წლის ვალენტინა ბარნაბიშვილს თითქმის ერთი თვეა ეძებენ. ოჯახი ამ ქალის ფოტოს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

    როგორც ნათესავი „პრაიმტაიმთან” ამბობს, ხანდაზმულს ტვინის ტუბერკულოზი აქვს გადატანილი და ეს მისი გაუჩინარების პირველი შემთხვევა არ არის. ოჯახი ფიქრობს, რომ მას სახელი და გვარი ახსოვს, რადგან ლოკომოტივის სტადიონთან მდებარე სასტუმროში რამდენიმე კვირის წინ მოხუცს ვინაობა უთქვამს.

    ვალენტინა ბარნაბიშვილს პოლიცია ეძებს. ოჯახი კი, მპოვნელს ფულად ჯილდოს 1000 დოლარის ოდენობით ჰპირდება.

    „ვალენტინა ბარნაბიშვილი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გვეწვინა, მას ტვინის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა. მას შემდეგ, მეხსიერების პრობლემები შეექმნა. ის 72 წლისაა, სახლიდან 19 სექტემბერს საღამო ხანს გავიდა. ეცვა შავი შარვალი და ღია ფერის ჟაკეტი. ის აქამდეც დაკარგულა და პატრული რამდენიმე საათში პოულობდა. ვალენტინა არაჩვეულებრივი ქალია. ძალიან გვინდა, რომ ვიპოვოთ. დებს რუსეთში უნდა წაეყვანა და საბუთებს უკეთებდნენ” – ამბობს ნათესავი, ესმა ბარნაბიშვილი.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში განმარტავენ, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები.

    თუ ვინმე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ნათესავები სთხოვენ დარეკონ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 555-77-87-03, 597-72-50-18, 557-57-73-66 , 557-59-68-20.