Category: არქივი

  • იაპონიაში ვიზიტის დროს სალომე ზურაბიშვილი ტოჩინოშინს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

    “წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართული ღვინის ისტორიასა და მის უნიკალურობაზე ვისაუბრეთ.

    საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში, ის თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს. ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.
    ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

    პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

    პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტის დროს ტოჩინოშინსაც შეხვდა.

    “ლევან გორგაძე, საამაყო ტოჩინოშინი!”-წერს ზურაბიშვილი.

  • თბილისის უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ელდარის, საცხენისის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ზურაბ ჩაჩუას, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, მიჩურინის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ოდესის, ონიაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, გაბრიელ ისაკაძის და მირზა გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ცაიშის, ქვალონის, აბაშის და მეორე ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კერესელიძის, გუნიას და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, -აცხადებენ “თელასში”.

  • წალენჯიხაში 27 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

    წალენჯიხაში, 27 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.

    შემთხვევა, წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში მოხდა.  გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    ადგილობრივების  თქმით, გარდაცვლილს სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

    ფაქტზე გამოძიება სს სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

  • პარლამენტში დღეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

    საქართველოს პარლამენტში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ.

    ქეთევან ციხელაშვილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარსდგება.

    მინისტრი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ „ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ“ მიმდინარეობის შესახებ ისაუბრებს.

  • “პოლიცია სახლიდან არ მიშვებს”- დავით ქაცარავა

    ანტისაოკუპაციო მორაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ატოცში ბათუმიდან 2 არასამთავრობო ორგანიზაცია შავიდა, თუმცა ისინი პოლიციამ შაქშაქეთის პოსტზე შეაჩერა. 

    “ატოცში ვართ.
    ბათუმიდან ჩამოვიდა 2 არასამთავრობო ორგანიზაცია.
    გააჩერეს შაქშაქეთის პოსტზე.
    არ უშვებენ ატოცისკენ. უკვე აღარ მიკვირს.
    გადავწყვიტე ჩავსულიყავი შაქშაქეთის პოსტზე და პირადად გავსაუბრებოდი ამ ადამიანებს, რომლებმაც ამხელა გზა გამოიარეს იმისათვის, რომ გავემხნევებინეთ და მაგალითი მიეცათ სხვებისთვის.
    პოლიცია არ მიშვებს სახლიდან.
    მგონი შიდა პატიმრობა მაქვს და ჯერ პირდაპირ არ მეუბნებიან”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

  • საკულტო კინოროლები, რომელთა შესრულება თავიდან არავის უნდოდა

    ზოგჯერ მსახიობები ნანობენ, რომ ამა თუ იმ როლს არ დათანხმდნენ და ამაზე ღიად საუბრობენ. თუმცა არის ფილმები, რომლებში მონაწილეობაზეც პრაქტიკულად ყველა უარს ამბობდა. რეჟოსორები იძულებულნი გახდნენ დამწყები მსახიობები, ნაკლებად პოპულარული მსახიობები ან ისინი გადაეღოთ, ვინც ერთი შეხედვით ამ როლს საერთოდ არ შეეფერებოდა. რა გამოვიდა საბოლოოდ ასეთი ექსპერიმენტებიდან, ქვევით გიამბობთ:

    ვივიანი ფილმ “ლამაზმანში“

    მეძავი ქალის, ვივიანის როლზე კასტინგი უარების ყველაზე გრძელი ისტორიაა, რომელიც კი ნებისმიერ რეჟისორს ოდესმე მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ჰარი მარშალს უკვე გადაღებული ქონდა წარმატებული ფილმი “ბორტს მიღმა“ გოლდი ჰოუნის და კურტ რასელის მონაწილეობით. მას ამ როლის შესრულებაზე ყველა უარს ეუბნებოდა. თავად რეჟისორი ამ როლში ვივიან კარენ ალენის გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა ქალმა მაშინვე უარი უთხრა. შემდეგ როლი მოლი რინგუოლდს და მეგ რაიანს შესთავაზა, თუმცა ორივემ თქვა, რომ არ უნდათ მეძავის როლის თამაში. ვაინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი თანახმანი იყვნენ, თუმცა ამ როლისთვის მეტისმეტად ახალგაზრდები. დაიანა ლეინი თავიდან დათანხმდა და ცნობილი წითელი კაბაც მოიზომა, მაგრამ შემდეგ უარი თქვა და განაცხადა, რომ გადაღებების გრაფიკი არ აწყობდა. მიშელ პფაიფერმა თავიდანვე გულახდილად განაცხადა, რომ სცენარი არ მოსწონდა. დერილ ჰანამ კი თქვა, რომ სცენარი აღმაშფოთებლად სექსისტური იყო და ქალებს შეურაცხყოფდა.


    ისტორიას დეტალები არ შემორჩა, მაგრამ ცნობილია, რომ რეჟისორს უარი უთხრეს ჯენიფერ ჯეისონ ლიმ, კიმ ბეისინგერმა, მელანი გრიფიტმა და შერონ სტოუნმაც.

    როცა ჰარი მარშალმა სრულიად ახალგაზრდა, 21 წლის ჯულია რობერტსი იპოვნა, რომელიც როლს იდეალურად შეეფერებოდა, უარი უკვე სტუდია Disney–მ თქვა. კომპანიის აზრით სრულიად უცნობი მსახიობი რამდენიმე ეპიზოდური როლით მთავარ როლს ვერ შეასრულებდა. თუმცა რადგან არავინ თანხმებოდა, რობერტსი კი მოითხოვდა ან როლზე სასწრაფოდ აეყვანათ, ანდა სხვა სტუდიასთან გააფორმებდა კონტრაქტს, სტუდიის ხელმძღვანელებს მეტი აღარაფერი დარჩენოდათ და მას როლი მისცეს. სწორედ ამ როლმა აქცია ვარსკვლავად ჯულია რობერტსი, სტუდიას კი წარმოუდგენლად დიდი მოგება მოუტანა.


    ჯეკ დოუსონის როლი ფილმ ტიტანიკში

    ვინაიდან ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეკ დოუსენი 17 წლის არის, ჯეიმს ქემერონს არც ისე დიდი არჩევანი ქონდა. თავიდან ის მაინც ცდილობდა პროექტში ვარსკვლავები მიეზიდა და როლი მეთიუ მაკ კონახის, კრისტიან ბეილის, კრის ო დონელს და ტომ კრუზს შესთავაზა. ამ უკანასკნელს პირდაპირ უარი არ უთქვამს, მაგრამ იმდენად დიდი ჰონორარი მოითხოვა, რომ ფილმის ბიუჯეტი მას ვერ გაწვდებოდა. მაკ კონაჰმა კი კემერონის წერილს, რომლითაც მან მსახიობს კასტინგზე მისვლა და გასაუბრება სთხოვა, უბრალოდ იგნორირება გაუკეთა რეჟისორის თხოვნას. მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცია ქემერონმა ყურადღება ლეონარდო დი კაპრიოს.

    სხვათა შორის, როლზე თავიდან მანაც უარი თქვა. ჯეკ დოუსონი ლეოს ფილმოგრაფიაში არანაირად არ ჯდებოდა: არც ბუნტისთავი იყო, არც რთული მოზარდი, არც ფსიქიურად დაავადებული გმირი. ლეომ თქვა, რომ როლი არ აინტერესებდა. საპასუხოდ მისმა აგენტმა უამბო ზღაპარი, რომ ქემერონს ამ როლზე მის გარდა სხვა ვერავინ წარმოედგინა. მოგვიანებით, როცა გაიგო რომ სინამდვილეში სხვაგვარად იყო, კასტინგებზე და გადაღებებზე ისე საშინლად იქცეოდა, რომ რეჟისორმა მისი გაგდებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ბოლოს ლეო მოჭკვიანდა და რეჟისორიც მიხვდა: სწორედ ის იყო ამ როლისთვის დაბადებული!

    ნეო ფილმ “მატრიცადან“

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თავიდან ნეოს როლში უილ სმიტის გადაღება იგეგმებოდა. თუმცა მან “მატრიცას„ ფილმში “ველური, ველური დასავლეთი“ მონაწილეობა ამჯობინა, რომელიც საბოლოოდ გაქირავებაში ჩავარდა და ხუთი ანტიპრემია მიიღო ყველაზე ცუდი ფილმის ნომინაციაში.

    უილ სმიტის რომანის ჩემდეგ პროექტის ავტორებმა ფილმში მოპნაწილეობა იუენ მაკ გრეგორს, ლეონარდო დი კაპრიოს და ტომ კრუზს შესთავაზეს. საბედნიეროდ ორივემ უარი თქვა და მსოფლიოს შესაძლებლობა მიეცა კიანუ რივზი აღმოეჩინა: მატრიცის გადაღებიდან 20 წელი გავიდა და კიანუ რივზი კვლავ პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არცერთ ნამდვილ საკულტო ფილმში არ უთამაშია.

    კლარისა სტარლინგი ფილმში “კრავთა დუმილი“

    ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის შესარჩევად კასტინგი ძალიან რთული გამოდგა: თავად ჰანიბალ ლექტერის როლის თამაშზეც ყველა უარს ამბობდა. როლზე უარი თქვეს: შონ კონერიმ, ჯეკ ნიკოლსონმა, რობერტ დიუვალმა, ჯერემი აირონსმა და ბრაიან კოქსმა. ენტონი ჰოპკინსი კი არც დაფიქრებულა და შედეგად მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარიც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი ეკრანზე ძალიან მცირე დროით ჩანს. მისი პარტნიორის მოძებნას კი ფილმისთვის დიდხანს ვერ ახერხებდნენ. ფილმის რეჟისორი ჯონათან დემი ამ როლში მიშელ ფაიფერის ან მეგ რაიანის გადაღებაზე ოცნებობდა, თუმცა ორივემ უარი თქვა, რადგან ფილმი მეტისმეტად სასტიკად და სისხლიანად ჩათვალეს. მაშინ ჯონათანი იძულებული გახდა არჩევანი ჯოდი ფოსტერზე შეეჩერებინა.

  • სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა

    მესტია-ზუგდიდის საავტომობილო გზის 150-ე კილომეტრზე, ხაიშის ტერიტორიახე, ქელეხის ინვენტარით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.

    შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა, მანქანა კი მდინარიდან დღეს ამოყავთ.

    გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა ხვიჩა დადვანმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ვინაიდან მისივე თქმით, გასკდა საჭის ქამარი. სატვირთოს მძღოლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭითაწყარის მკვიდრია.

  • ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

    სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და მთავარია, სწორი პასუხი გასცენ გამოწვევებს.

    „გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.

    ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს ამერიკაში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

    პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბა (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და, საერთოდ ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად.

    მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

    დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

    არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი.

    შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თავისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ.

    ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

  • “ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან“–სალომე ზურაბიშვილი

    იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმისა და ღვინის სფეროების წარმომადგენლებს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. 

    პრეზიდენტის ინფორმაციით ის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართული ღვინის ისტორიასა და მის უნიკალურობაზე ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს:
    “საქართველო ძველი ცივილიზაციის ქვეყანაა, გამორჩეული, მრავალფეროვანი ბუნებით, თავისი ტრადიციული და თანამედროვე კულტურით, განსაკუთრებული გასტრონომიული მრავალფეროვნებითა და ქართული ღვინით, რომელიც გამორჩეულია მსოფლიოში, ის თავისი დახვეწილი გემოთი იაპონური ბაზრის ინტერესს ნამდვილად გამოიწვევს. ქართული ღვინო ცივილიზაციის ნაწილია და იაპონელებმა ამის ფასი კარგად იციან. “

    იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის ტადაში შიმურას განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შორის ბუნება, კულტურა, კლიმატი და ტრადიციული სამზარეულო.

    ,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში. გასულ წელს ჩვენ გვქონდა საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის ღონისძიება.

    ამ ხედვიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოლულარიზაციას და იაპონია-საქართველოს შორის ტურისტულ ურთიერთობებს”, – აღნიშნა იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა.

    ღვინის ექსპერტი, კენინი ოოჰაში, რომელიც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ იაპონია დაინტერესებულია გაამდიდროს საკუთარი ბაზარი ქართული ღვინით.

    ,,იაპონია აბრეშუმის გზის ბოლო წერტილია, საქართველო კი, საწყისი ადგილი, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს.
    ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ ისტორიას, რომლის ნაწილიცაა ,,იუნესკოს” მიერ აღიარებული ქართული ღვინო. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტი ძალიან ძლიერი, წამახალისებელი მოვლენა იქნება ჩვენი ბაზრების გასაფართოებლად”,- განაცხადა კენინი ოოჰაშიმ.

    პრეზიდენტმა სადილზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა და ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

  • „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“-სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზიდან

    სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ და აცხადებენ, რომ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“.  როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,

    „რუსეთის ყველასთვის საფრთხეა და მაშინ უნდა წავიდეთ ყველანი საერთოდ საქართველოდან. ასე არ გამოვა“, – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები იოსებ ზანაძე.

    ამ დროისთვიოს საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.