სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

Written by

in

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და 60%-იანი წილი დააყადაღა. ამის შესახებ დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს.

“ჩვენი მთავარი არგუმენტები არის ის არგუმენტები, რომლებიც ქიბარ ხალვაშმა გამოიყენა თვისი სამოქალაქო სარჩელის დროს და რომლებზე დაყრდნობითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება [ხალვაშის სასარგებლოდ]. როგორც იურისტი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სამართლებრივ საკითხებზე, რაზეც ამ სარჩელთან დაკავშირებით გაჩნდება კითხვები, პასუხებს ვიპოვით უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გდადაწყვეტილებაში. ეს არის და იქნება ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის არგუმენტები გამოყენებული იქნება ზუსტად მისსავე წინააღმდეგ”, – ამბობს კოჟორიძე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *