Category: არქივი

  • გლდანში, კაზინოში 5 ადამიანის მოწამვლა, სავარაუდოდ, გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია – გაზმომარაგება შეწყვეტილი აქვს 350 აბონენტს

    გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

    „გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებისას კომპანია NCC-მ საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად 350 აბონენტს ავარიულად შეუწყდა გაზმომარაგება. შემთხვევის ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა გაზმომარაგების ონკანები. უსაფრთხოების მიზნით შემოწმდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები. შემოწმებისას დადგინდა, რომ, სავარაუდოდ, მილის დაზიანების გამო ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივში“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა. საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა და შენობები გაანიავა.

    ამ ეტაპზე ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სარემონტო სამუშაოები მისი დასრულებისთანავე დაიწყება.

    კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტისთვის. გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება“ , – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახენებთ,დღეს  გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • თბილისში მდებარე ერთ-ერთი კაზინოდან 4 გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს

    გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა თბილისში- გლდანში „ბეთლაივის“ ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • ჭუბერში 18 წლის სპორტსმენი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

    ჭუბერის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარსგურიში სკოლის სპორტდარბაზში, ვარჯიშის დროს მე-12 კლასელმა გოგა ჩხეტიანმა თავის ტრავმა მიიღო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ა.(ა).ი.პ. მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისდირექტორმა ჯემალ კვანჭიანმა განუცხადა.

    „ჩვენ ჭუბერში გვაქვს სპორტდარბაზი,სადაც გვყავს რა თქმა უნდა ექიმი. ეს საწყალი ბიჭი კი სკოლის (ყარსგურიში) სპორტდარბაზში დადიოდა, მოყვარული სპორტსმენი იყო,რა დროსაც სავარაუდოდ, მიიღო თავის ტრავმა,მერე კი არ მიაქცია ყურადღება.თავი რომ ასტკივდა, შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ასე გავიგეთ, გზაში გარდაიცვალა“, – განაცხადა მან.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით,რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 18 წლის ახალგაზრდას ხვალ სოფელში დაკრძალავენ,შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

  • მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

    მეტროსადგურ გოცირიძეზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მოზარდი  საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ძალიან ჭყინტი ხართ – ლევან გოგიჩაიშვილი მოსამართლეობის კანდიდატს (ვიდეო)

    “კონიაკის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ ოცი წლის დაძველებით კონიაკი ჯობია, ვიდრე სამი წლის დაძველებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ და მწვანე, არ არის ეს შეურაცხყოფა”-მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს ლევან მიქაბერიძეს.

    პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ.

  • ტვ „პირველის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვეს (ვიდეო)

    “ტვ პირველის” პროდიუსერ თათია თუმანიშვილს ოპერატორმა ზუკა კოკაიამ დაბადების დღეს ხელი სთხოვა ხელის თხოვნა “ტვ პირველის” ფეისბუქის პირდაპირ ეთერში მოხდა.

  • “ამ შენობის დემონტაჟს გავაკეთებთ”- რომელი უწყების დაშლას აპირებს ხაზარაძე

    მამუკა ხაზარაძემ ე.წ. “მუქარის წერილის” ორიგინალი პროკურატურასი მიიტანა. უწყებიდნა გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ 1 წლის შემდეგ პროკურატურის შენობის დემონტაჟს განახორციელებს.

    “ექსპერტიზა ამ წერილის ლონდონში დამთავრდა, დღეს როგორც დავპირდი საზოგადოებას კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი  იმედი არ მაქვს, თუმცა ყველა ადამიანმა უნდა გადადგას მსგავსი ნაბიჯი, იმისათვის რომ ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილებისგან.

    გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან, შესაბამისად არ გვითქვამს ვის მიერ არის დაწერილი წერილი, 1 წელი დარჩა პროკურატურას, ამ პროკურატურის შენობის  დემონტაჟს გავაკეთებთ აუცილებლად 1 წლის მერე აუცილებლად თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და არა  ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები,შესაბამისად დაველოდოთ გამოძიებას”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

  • რატომ მოკლა ძმამ ძმა მესტიაში-მკვლელობის დეტალები

    მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ლაშა არღვლიანია. ის  პედაგოგი იყო და ცხუმარის სკოლაში ასწავლიდა.

    ადგილობრივების თქმით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.მათი მონაყოლით,  სავარაუდო დამანაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა ბასრი საგნით, სავარაუდოდ, დანით მიაყენა.

    გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.