Category: არქივი

  • 12 წლის გოგონას გონიოში, ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

    12 წლის გოგონას გონიოში, ზებრა გადასასვლელზე მანქანა დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება.დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით.

    შემთხვევა გუშინ 21 ოქტომბერს მოხდა,  გონიოს დასახლებაში,მოზარდს  ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.

  • დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურები იცვლება

    დაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა პირველი ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.

    საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად.

    საზღვარგარეთ აღებულ ამ ტიპის ცნობას ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება არ დასჭირდება. ახალი პასპორტის ასაღებად პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების ცნობა სხვა დოკუმენტებთან ერთად, საქართველოში მყოფმა მოქალაქემ უნდა წარადგინოს სერვისების განვითარების სააგენტოში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ კი – საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.

    ახალი რეგულაციები არ გავრცელდება პირველ ნოემბრამდე შეტანილ განცხადებებზე.

  • ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი შევიდა

    ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შევიდა. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაა.

    USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. ხომალდის სიგრძე 154 მეტრია. ეკიპაჟი 321 ადამიანისგან შედგება, აქედან 39 ოფიცერია.

    ეკიპაჟია წევრების დახვედრის საზეიმო ღონისძიება იგეგმება, რომელიც ნავსადგურში 12:00 საათზე დაიწყება. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ და პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან გააღრმავებენ.

    აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები შავ ზღვაში ხშირად ოპერირებენ, მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად. ხომალდი USS Porter-ი ესპანეთის როტის ნაწილს წარმოადგენს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალის მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს, ამით კი ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

  • სასამართლოში არ არსებობს გავლენიანი ჯგუფი – გიორგი მიქაუტაძე

    სასამართლოში არ არსებობს გავლენიანი ჯგუფი, – ამის შესახებ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ სოფო კილაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
    „ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მოუწია ბევრი რეფორმის გავლა. ის რეფორმები, რომელსაც თქვენ გვთავაზობდით საბოლოო ჯამში პრაქტიკაში ჩვენი განსახორციელებელია. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამ პროცესში, ბუნებრივია, გვიწევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვა და შესაძლებელია, რომ ამ პოლემიკაში გაჩნდეს განცდა, რომ სასამართლო სისტემა გარკვეულწილად ჩაკეტილია, მაგრამ ეს ასე არაა. ჩვენ საქმით ვუდასტურებთ ყველას, რომ ეს ასე არაა, – განაცხადა მიქაუტაძემ.

    დღეს, 22 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

  • არ ანერვიულონ მიქაუტაძე,ვინმემ არ დაუსვას ისეთი შეკითხვა, რომელიც მას ცოტა გააოფლიანებს-ანა დოლიძეს სხდომაზე არ უშვებენ

    ანა დოლიძეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე არ უშვებენ. კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. დოლიძე აცხადებს, რომ

    შეკითხვები აქვს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს მიქაუტაძეს დისკომფორტი არ შეუქმნას და სწორედ ამიტომ არ უშვებენ სხდომაზე.დოლიძის თქმით, მიზეზად მას უთხრეს, რომ კომიტეტის დარბაზში ადგილი არ არის და შესთავაზეს მოქალაქეებისათვის განკუთვნილ აივანზე ავიდეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

    “სხდომა არის საჯარო, პარლამენტი არის საქართველოს მოქალაქეების შეკრების ადგილი, დღეს შიგნით არის შესული სრული კომფორტის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული მარცხენა ფლანგი,ეს არის ვითომ დემოკრატიული პროცესი. არ ანერვიულონ გიორგი მიქაუტაძე ვინმემ არ დაუსვას ისეთი შეკითხვა, რომელიც მას ცოტა გააოფლიანებს, ეს ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია? არ გვიშვებენ დარბაზში, ზალიან სასაცილოა ეს ამბავი და ბევრჯერ მაქვს ნანახი, საქართველოს პარლამენტში ბოლო 15 წელია დავდივარ, პირველად არ ვუყურებ ამ სიტუაციას და კარგად არ მთავრდება”-აცხადებს ანა დოლიძე.

  • პოლიციამ მარნეულში 119 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო – დაკავებულია 58 წლის მამაკაცი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 58 წლის ე.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.

    „სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 22 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    “თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლებისა და რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონისა და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, აკაკი ვასაძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, კონსტანტინე გამსახურდიას I და II კვარტლების, მეფე მირიანის, კოსტავას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის, ხვიჩიასა და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმისა და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირისა და დოდო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • რუსთავი2–ის შენობა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა დააყადაღა

    რუსთავი2–ის 60%– იან წილთან ერთად რუსთავი 2–ის შენობაც დაყადაღებულია. როგორც ირკვევა, შენობას ყადაღა თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ოქტომბრის  განჩინებით დაედო. ყადაღის მომთხოვნის ვინაობა რეესტრში არ ჩანს, თუმცა რუსთავი2–ის ყოფილი დირეტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ არხის შენობას ყადაღა ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის მოთხოვნით დაედო:

    “რ2-ის ქონება დააყადაღა EBU-მ (ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ).

    წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. Nina Nakashidze Tamta Muradashvili აგერ, ვის ებარა ეს საკითხი. 

    დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი – EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

    ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

    ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ.“ –წერს გვარამია.

  • “არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი”- კვესიტაძე პაატა სალიას მიმართავს

    ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში პაატა სალიას მიმართავს. როგორც კვესიტაძე განმარტავს, საპენსიო ფონდში უთხრეს, რომ მისი კთვნილი თანხა სახელმწიფომ  ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს 1 აგვისტოს გადაურიცხა. თუმცა ტელეკომპანიას გადარიცხული თანხა დღემდე არ გადაურიცხავს ეკა კვესიტაძისთვის. 

    “Paata Salia არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. დღეს ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა “რუსთავი 2-“-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2″ არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!”- წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

  • უკრაინაში ავიაკატასტროფას ყოფილი მინისტრი ემსხვერპლა

    ავიაკატასტროფა უკრაინაში – ვეტმფრენი, რომელსაც ყოფილი ჩინოსანი მართავდა, პოლტავის ოლქის სოფელ ტარასენკოვოში ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    ავიაკატასტროფის შედეგად აგრარული პოლიტიკის ყოფილი მინისტრი დაიღუპა.

    ტარას კუტოვოი აგრარული პოლიტიკის მინისტრის პოსტს 2016-2018 წლებში იკავებდა. ის უკრაინის მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც იყო.