Category: არქივი

  • ნოემბრიდან გაზზე რეგულაციები მკაცრდება

    ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ ადგილას, სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში საქმეში პოლიცია ჩაერთვება. გამკაცრებული რეგულაციის მიხედვით, აბონენტებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.

    “თბილისი ენერჯის” წარმომადგენლების განმარტებით, პრევენციის მიზნით, გაზის გაჟონვის დეტექტორის მონტაჟი სავალდებულო გახდება. მათივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ კანონპროექტით აიკრძალება დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება.

    „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, კომპანიებისა და მომხმარებლების პასუხისმგებლობა უნდა გაიმიჯნოს, რადგან უბედური შემთხვევების უმრავლესობა გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული.

    აღსანიშნავია, რომ სანქციების ნაწილი სრულად მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება.

  • შსს-ში ადასტურებენ, რომ ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შს მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა.

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურაში ასევე დაიკითხა სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

    შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერში პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

  • გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 10 თვის ბიჭი დილით გარდაცვლილი ნახეს.  კლინიკა „რუსთავში“ განაცხადეს,რომ  ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

    გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა.

  • ვინ მოიტაცა მთვარე?- გოცირიძე მიქაუტაძეს (ვიდეო)

    ვინ დაწერა მთვარის მოტაცება? – ამ კითხვით „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა  რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს მიმართა.

    მიქაუტაძემ უპასუხა, რომ გარემოებას გააჩნია, სასჯელი სხვადასხვაა.

    ამის შემდეგ გოცირიძემ გარემოება დააკონკრეტა და იკითხა “რამდენია სასჯელი მთვარის მოტაცებაზე?“

    მიქაუტაძე პასუხობს, რომ პატივს სცემს იუმორის გრძნობას, თუმცა ის ამისთვის არაა მისული.
    გოცირიძემ მიქაუტაძეს ბოლოს ჰკითხა ვინ დაწერა “მთვარის მოტაცება”, რასაც მცირეხნიანი დუმილი მოჰყვა. 

    გოცირიძემ კითხვა მეორეჯერ გაიმეორა, რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ნაწარმოების ავტორი კონსტანტინე გამსახურდიაა.

  • არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

    კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრუწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს.

    ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ მიხეილ დვალიშვილის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.

    შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

    თბილისში, გუშინ ე.წ გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს.

    „მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) 17.08.2015 წლიდან იხდიდა სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა). მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი (ნამკურნალები – 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს „კეტილეპტი“ 50 მგ. დღე-ღამეში.
    მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. ბოლოს 27.08.2019–29.08.2019წწ მოთავსებული იყო N18 პენიტენციურ (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო 30.08.2019 წ. გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
    21.10.2019 წ. დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია. პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
    მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე”, – აცხადებენ უწყებაში.

  • ქაცარავას ტ***ის ჩვენებას ვერ დავაბრალებთ, უფრო უტ***ობას – „გირჩი“ დავით ქაცარავას პასუხობს

    „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის“ პრეზიდენტმა, ვლადიმერ ხომერიკმა საოკუპაციო ხაზთან  დავით ქაარავა „ტ***ის ჩვენებაში“ დაადანაშაულა

    “რა მოვიგეთ იმით, რომ აქ ატოცში ჩამოვედით, ნიფხავი ჩავიხადეთ და ვაჩვენეთ რუსებს ტრ**ი. თუ ვაჟკაცი ხარ აჩვენე წინ რაც გაქვს. თუ გინდა ასე გამოაჩინო შენი გმირობა… გამოდიხარ კაცი და ტრ**ს აჩვენებ. აძლევ იმ ტრ**ს, თუ რა გამოდის?! “-განაცხადა მან.

    „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავამ, „რუსთა და ქართველ ხალხთა ერთობის“ პრეზიდენტს, ვლადიმერ ხომერიკს უპასუხა,რომ ის ჯაფარიძეში შეეშალა.

    „მოვუწოდებ ზურა ჯაფარიძეს, რომ ერთხელ მაინც თქვას კაცურად, რომ ეს მისი ინიციატივა იყო და ჩვენ მასთან არანაირი კავშირი არ გვქონია“, – თქვა ქაცარავამ.

    ქაცარავას განცხადებას “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. კომენტარი მან “პრაიმტაიმთან” გააკეთა.

    „ზურა ჯაფარიძეს არც არავისთვის დაუბრალებია მაგ აქციის ორგანიზება. რეალურად მაგ აქციაში მეც არ ვყოფილვარ, ზურა იყო, მაგრამ ვინც იქ იყვნენ მისი წარმომადგენლები იყვნენ და სხვისთვის არასდროს დაუბრალებიათ. ქაცარავას ტრაკის ჩვენებას ვერ დავაბრალებთ რუსებისთვის, უფრო პირიქით უტრაკობას დავაბრალებთ და უბრალოდ იქ სიარულს“, -განაცხადა  ხვიჩიამ.

  • TV 25 – ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს

    TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე აჭარის მთავარ სამმართველოში დღეს 12 საათზე დაიბარეს. საქმე ეხება მუქარის ფაქტს, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მტკიცებით, მის მიმართ ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის მხრიდან ხორციელდება.

    სულხან მესხიძე აცხადებს, რომ მუქარა  მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. 

    TV 25-ის საინფორმაციო გამოშვება “მაცნეში” გასული სიუჟეტის შემდეგ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე მედეა მამულაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც სულხან მესხიძე ამბობს, მედეა მამულაძე თავდაპირველად მუქარას მაუწყებლის ჟურნალისტზე ეკა ბარამიძეზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი იგი მას და მის ოჯახის წევრს ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა.

    საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო.

  • “აბრეშუმის გზის ფორუმი“ აქციის ფონზე გაიხსნა – გიორგი გახარიას შეძახილებით დახვდნენ

    “ფეიკ პრემიერი”, “რუსული ოცნება- “აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” საპროტესტო აქციას მართავს.

    აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20-21 ივლისის მოვლენებს და გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ.

    პრემიერ-მინისტრს შენობაში “სირცხვილიას” ძახილის ფონზე მოუწია.

  • მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ თუ ფეხებზე დაიკიდეთ? – ბოკერია მიქაუტაძეს (ვიდეო)

    გიგა ბოკერიამ გიორგი მიქაუტაძეს მიმართა, რომ კანდიდატს  3 რეკომენდატორი უნდა ჰყოლოდა, მიქაუტაძემ კი მხოლოდ 2 რეკომენდატორი წარმოადგინა.

    ამასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა და კითხვით მიმართა მიქაუტაძეს, მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვა თუ “ფეხებზე დაიკიდა”, რადგან ფიქრობდა, რომ მაინც გაუვიდოდა.