Category: არქივი

  • ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა

    საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ოფიციალურ Facebook გვერდზე ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ბერას თქმით, მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას $1.1 მილიონი დოლარი შესწირა. “ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ამას შევძლებთ,”- ტყის აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს ბერა ივანიშვილი.

    “მსურს, დავეხმარო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, ვინც ჩვენსა და ამ კატასტროფას შორის დგანან. იმის მიუხედავად, რომ ათასობით კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ, ჩემმა ბრაზილიელმა ფანებმა ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ, მეპყრობოდნენ უზადო პატივისცემით, ოჯახის წევრივით. მსგავსი სიყვარულის სულისკვეთებით, მსურს დავეხმარო მათ, რამდენადაც შემიძლია. ფრთხილი ფიქრის შემდეგ, ვიპოვე ორგანიზაცია, რომელსაც შემიძლია ვენდო. მას ჰქვია ISA. გადავწყვიტე, მათ გადავურიცხო 1.1 მილიონი დოლარი. თანხა, რაც მე საკუთარი შრომით გამოვიმუშავე და ჩემი ოჯახის წვლილიც. მოგიწოდებთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა და იმოქმედოთ,”- ამბობს ბერა.

  • თბილისის მეტრო პიკის საათში. ხაზიდან ხაზზე გადასასვლელად მგზავრები ნახევარსაათიან რიგში დგანან(ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მეტრო “სადგურის მოედანზე” მოქალაქეები რიგში დგანან, რომ მეტროს ერთი ხაზიდან მეორეზე გადაადგილება მოახერხონ.

    ” ხომ მშვიდობა გაქვთ?! 27 წუთი მოვღოღავთ ხალხი! რა ჯანდაბაა??? ტაქსები გააძვირეთ და იარეთო მეტრო-ავტობუსით…
    ხო და, თქვენ იმგზავრეთ ამ ჯოჯოხეთში, აბა როგორია?!”- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

    ტაქსებს თავისი კონტიგენტი ჰყავს, რეგულაციებს მეტროში ხალხის რაოდენობის ზრდასთან კავშირი არ აქვს-კალაძე

    “გაძვირებული ტარიფი თუ პრობლემაა, მეტროთი და ავტობუსით ისარგებლონ”- კალაძის რჩევა მოსახლეობას 

  • კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა

    კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გამოაცხადა, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთი ღონისძიების სახით 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

  • “ძალიან მარტივია, დეპუტატის მანდატს ამოფარებულმა მიაყენო შეურაცხყოფა ვისაც გინდა”- მიქაუტაძე გოგიჩაიშვილს

    ძალიან მარტივია, დეპუტატის მანდატს ამოფარებულმა მიაყენო შეურაცხყოფა ვისაც გინდა და რა ფორმითაც გინდა, ეს თქვენი არჩევანია, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

    მისივე თქმით, ის მისი კარიერის ყველა დღეზე პასუხისმგებელია, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში.

    „მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ. დარწმუნებული ვარ, ათასი სირთულე გექნებათ გადალახული, სანამ მოხვედით დეპუტატობამდე. ასე რომ, ყველა დღეზე ჩემს კარიერაში პასუხისმგებელი ვარ, პროკურატურაში მათ შორის და მათ შორის სასამართლოში და პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე, რომელიც შესრულებული მაქვს და ასეთი საუბარი თქვენი არჩევანია. მე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით გიპასუხოთ,“- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, ლევან გოგიჩაიშვილმა მის წარსულზე ისაუბრა და წინა ხელისუფლების დროს პროკურატურაში მუშაობისთვის მწვავედ გააკრიტიკა. ასევე, გაიხსენა 2012 წელს უკვე მოსამართლის რანგში მის მიერ განხილული საქმეები. მან გიორგი მიქაუტაძეს კომიტეტის სხდომაზე ზონდერ-მოსამართლე უწოდა.

  • უზრდელო, მაგ სიტყვების გამო რაც დაგემართება, ნახავ – გოგიჩაიშვილი ბერაიას

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    დაჩი ბერაიამ ლევან გოგიჩაიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან გოგიჩაიშვილი  ითხოვდაობდა ვატო შაქარიშვილისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცათ. 

    ოხანაშვილმა მათ შესთავაზა, რომ ვატო შაქარიშვილს მისთვის კითხვა წერილობითი სახით მიეწოდებინა და თვითონ გააჟღერებდა.

    საკითხის განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრისგან დაჩი ბერაიას რეპლიკა მოჰყვა, რომ პარლამენტის წესებისთვის პატივი ეცათ. ლევან გოგიჩაიშვილმა კი მიმართა, რომ მისი დამსახურებაა, რადგან „ზონდერ მოსამართლე“ მიქაუტაძე ამ დარბაზში ზის.

    გოგიჩაიშვილის ამ განცხადებას დაჩი ბერაიას გაღიზიანება მოჰყვა და მან დამოუკიდებელ დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    ” შე უზრდელო. მაგ სიტყვების გამო რაც დაგემართება, მაგას ნახავ. რამის თავი მაინც გქონდეს, შე ლაჩარო”-მიმართა გოგიჩაიშვილმა ბერაიას.

    დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

  • დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტს დავძრავთ-ნათია თურნავა ანაკლიის პროექტზე

    ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ანაკლიის განვითარების პროექტს დავძრავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

    „როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ როგორ გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები და როგორ გავხადოთ ჩვენი პორტები და პორტების გავლით სერვისები უფრო სწრაფი და ეფექტური, შეუძლებელია ამის მიღწევა ანაკლიის ღრმაწყოლოვანი პორტის აშენებისა და განვითარების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ყველა დისკუსიისთვის. თვითონ პროექტი არ არის მარტივი. ასეთი ტიპის პროექტები მომზადებისთვის ძალიან ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. მთელი დერეფანი ელოდება ამ პროექტს, არამხოლოდ საქართველო. ჩვენ ველოდებით რომ ინვესტორი კომპანია დაკონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს“, – აღნიშნა მან.

  • პროკურატურა ხაზარაძის “მუქარის წერილთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    “დიდი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე.

    2019 წლის 21 ოქტომბერს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოადგინეს ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის ამსახველი დასკვნა, კომპაქტ-დისკი, ასევე, დაულუქავ, ღია კონვერტში მოთავსებული, მათი თქმით, „მუქარის წერილის დედანი“ და განცხადება, წარმოდგენილ მასალებზე შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით.
    აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას.
    მიუხედავად ამისა, პროკურატურის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით უკვე განხორციელდა წარმოდგენილი მასალების საპროცესო წესით დამაგრება და დალუქვა.
    ამასთან, საქართველოს პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის განმცხადებლების მიერ წარმოდგენილ მასალებს და შესწავლის შედეგების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • “ბავშვი ლოგინში დახვრიტეს, მთავარი ეჭვმიტანილი კი მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაკითხეს”- ნიკა მელია

    გაერთიანებული ოპოზიციისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდრი ნიკა მელია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვას, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.

    “ორი წლის განმავლობაში მთავარი ეჭვმიტანილი, ბატონი გოგაშვილი, რომლისგანაც წესით და რიგით უამრავი ინფორმაცია უნდა მიეღო გამნოძიებას ამ დრომდე არ დაკითხულა.”ქართული ოცნების” ფარგლებში წინასაარჩევნოდ უამრავი დაჯგუფებაა , უამრავი ინტერესი და გავლენა ახვევიათ თავს. ახლა ვინ ვის მოშორებას ცდილობს, ვინ ვის ჩაძირვას ცდილობს, ვინ ვისზე ცდილობს ხელის შეწმენდას ამას მკაფიოდ უახლოეს პერიოდში დავინახავთ.ფაქტი ჯიუტია, ბავშვი დახვრიტეს ლოგინში. ეს არის სასტიკი მკვლელობა, რომელზეც პასუხს აგებს ყველა, ვინცკი მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულში”- განაცხადა ნიკა მელიამ.

    გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე მაჩალიკაშვილის საქმის ფარგლებში დაიკითხნენ.

  • „მთავარის“ კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ“-ნოდარ მელაძე

    „მთავარის კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

    „გოგაშვილი დაკითხეს აგვისტოს ბოლოს, ამდენი ხანია ვციდლობთ მის ჩაწერას და უარეზეა. გუშინ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ფაქტი, მისი ინტერვიუს გარეშე. დაიწყო მაკა ჩიხლაძე თემაზე მუშაობა და მტკიცებულებების მოპოვება.

    აი შემდეგ რა მოხდა…

    მთავარის კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ.

    ან პროდიუსერებს თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ჟურნალისტებს, კაცმა რომ გკითხოთ ამ ქვეყნის მთავარი ნიუსმეიკერები ხართ. სხვისი მოპარული თემით ვერც თქვენ გაიზრდებით, თორე ჩვენ რა.. ვქმნით დღის წესრიგს რომელსაც თქვენ დასდევთ“ – წერს მელაძე.

  • ნიკორამ თიბისი კაპიტალის მეშვეობით 28 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა

    სს ნიკორამ, რომელიც წარმოადგენს ნიკორა ჯგუფის ჰოლდინგურ კომპანიას, 28 მილიონის ლარის ოდენობის ობლიგაციები განათავსა, რომელთა ლისტინგი საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. საჯარო ემისია თიბისი კაპიტალის მეშვეობით განხორციელდა. ნიკორა ჯგუფთან თიბისი კაპიტალი 2017 წლიდან თანამშრომლობს და ეს ობლიგაციების უკვე მესამე ერთობლივი განთავსებაა.

    სს ნიკორას ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მნიშვნელოვან სავალუტო რისკებს. ეს არის პირველი ობლიგაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც მიბმული იქნება თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR). ამ ტრანზქციით მხარეები ხელს უწყობენ TIBR-ის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე.

    კომპანიას საკრედიტო რეიტინგი მიღებული აქვს Scope Rating-ისგან და BB-/Stable დონით განისაზღვრა.

    კომპანიის ობლიგაციების მიმართ, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და განთავსება უმოკლეს ვადაში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ როგორც ლარის სხვა საჯარო ობლიგაციები, სს ნიკორას ეს ობლიგაციებიც დაგირავებადია სებ-ში, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას აძლევს მოიზიდონ დამატებითი ლარის რესურსი.

    „მოხარულები ვართ, რომ სს ნიკორას მორიგი ობლიგაციის წარმატებული განთავსება მოხდა თიბისი კაპიტალის მეშვეობით. სს ნიკორა, შპს ნიკორა ტრეიდთან ერთად, ქართული კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა. ეს ჯგუფის უკვე მეოთხე წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოში ყველაზე მეტია.

    მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სს ნიკორას მორიგი ობლიგაციების განთავსება, წარმატებები ვუსურვო ჯგუფს და დარწმუნებული ვარ მომავალშიც არაერთი ერთობლივი ემისიით გავამყარებთ ქართული კაპიტალის ბაზარს“ – განაცხადა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.

    „ჩვენი კომპანია რამდენიმე წელია რაც წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ობლიგაცია ლარში გამოვუშვით. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მოზიდულ სახსრებს ახლავს სავალუტო რისკი. ნიკორას მთელი შემოსავლები საქართველოში გენერირდება, შესაბამისად, სასურველია, რომ მოზიდული სახსრებიც იყოს ლარში. აღსანიშნავია ისიც რომ მოზიდული რესურსი კვლავ კომპანიას მოხმარდება“ – განაცხადა სს ნიკორას გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა.

    ნიკორა” 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ის ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი – 280-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, მისი თანამშრომლების რიცხვი კი 6000-ს აჭარბებს

    თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის საკონსულტაციო მიმართულებაა, რომელიც სთავაზობს კლიენტებს, კორპორატიულ გადაწყვეტილებებს, კვლევებსა და საბროკერო გადაწყვეტილებებს საქართველოში. ის სს ნიკორასთან 2017 წლიდან თანამშრომლობს.