შსს-ში ადასტურებენ, რომ ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა

Written by

in

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შს მინისტრი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურაში ასევე დაიკითხა სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და გომელაურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

შეგახსენებთ, 2017 წლის დეკემბერში პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *