თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში სატვირთო თხრილში ჩავარდა – ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბერიშვილი ავრცელებს.
{{PHOTOGALLERY}}
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში სატვირთო თხრილში ჩავარდა – ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბერიშვილი ავრცელებს.
{{PHOTOGALLERY}}
სალომე ადეიშვილის დედა, ლალი თადუმაძე “TV პირველთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სალომეს ამ პრობლემებთან დაკავშირებით არ უსაუბრია.
„დილიდან საღამომდე გასული იყო და სამსახურის ამბებზეც ასე არ საუბრობდა. სალომემ პროკურატურის ბუდეს გადაუფრინა მოკლედ და კონკრეტულად.
ამერიკაში გაფრენის მიზეზიც პროკურატურიდან წამოსვლა იყო, მას გეგმა არ ქონია. უბრალოდ ჯერ გაფრინდა და შემდეგ დადო ეს პოსტი. მან გადაწყვიტა, რომ წამოსულიყო პროკურატურიდან და ეს იყო სწორედ ის მესიჯი რაც მას ჰქონდა სათქმელი. განსაკუთრებული ფაქტორის გამო არ არის ეს გაკეთებული, ეს არის კაი ხნის ნადუღარი“,- ამბობს სალომეს დედა.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია “უსამართლოსა” და “მიუღებელს” უწოდებს ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ჯუნგლების დახმარებაზე წამოწყებულ დისკუსიას. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 23 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
“ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა ბუნებაში არის უსამართლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ორჯერ უსამართლო, რადგან ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში, ამასთან, ასობით მილიონს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროექტებში. როდესაც ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანია, აბსოლუტურად მიუღებელია”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ დაასახელა სამი “პოზიტიური” მიზეზი, რის გამოც მოსახლეობას მეტროში ხალხმრავლობა უნდა უხაროდეს. ამის შესახებ მერიის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ხმალაძის თქმით, ეს მიზეზებია:
საზოგადოება უფრო აქტიურად იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას;
ქალაქში ნაკლები საცობი იქნება;
ქალაქში ჰაერი ნაკლებად იქნება დაბინძურებული.
ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ ხალხს ამ მიზეზების გამო უნდა უხაროდეს, თუნდაც 2 საათით იყვნენ გზაში.
ეროვნულმა ბანკმა თითქმის 102 700 ადამიანს სესხზე პროცენტი გაუზარდა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს სხდომაზე იმსჯელა და რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხზე პროცენტის გაზრდა ინფლაციის 6,4 პროცენტამდე გაზრდით არის განპირობებული.
“პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება”, -განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ნაწულუკუს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
„მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ჯამში 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და, როგორც გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება.
ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება და ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით ახდენს ზეწოლას. ამ უკანასკნელს ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ფაქტორები მხოლოდ ნაწილობრივ ანეიტრალებს, რადგანაც, წინა პერიოდთან შედარებით, წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გააქტიურებაზე მიუთითებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კიდევ 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.
წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება გაგრძელდა. საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას ხელს შეუწყობს და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის მოსმენისას, კანდიდატმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. გოგიჩაიშვილის შეკითხვა იყო როგორ მოხვდა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ ათკაციან სიაში სილაგაძე.
გოგიჩაიშვილმა სილაგაძეს შესთავაზა მისთვის არ ეყურებინა და მზერა სხვა დეპუტატებზე ან ჟურნალისტებზე გადაეტანა.
“მე საერთოდ ნუ მიყურებთ, თუ გინდათ ასე ავიფარებ და ვერ დამინახავთ,” – მიმართა გოგიჩაიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.
ალეკო ელისაშვილი შეწყალების საკითხზე მორატორიუმის გაუქმებას და კომისიის ამოქმედებას ითხოვს. მისივე თქმით, ყველა მსჯავრდებულს აქვს უფლება დღესასწაულზე მოითხოვს სასჯელის შემსუბუქება ან გათავისუფლება. ელისაშვილი პრეზიდენტს ვადას 23 ნოემბრამდე აძლევს და მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სალომე ზურაბიშვილი უნდა გადადგეს.
“მიუხედავად იმისა, რომ წლებია აღარ ვარ შეწყალების კომისიაში, უამრავი ადამიანი მწერს და მეკითხება, იქნება თუ არა პრეზიდენტის შეწყალება. მას აქვს ერთი თვე იმისთვის, რომ წესიერი ადამიანებით დააკომპლექტოს შეწყალების კომისია, შესაბამისად, აამოქმედოს შეწყალების კომისიის დებულება და ის კრიტერიუმები, რომლის შემუშავებასაც უზარმაზარი ენერგია მოვახმარეთ და ერთი თვის თავზე, ის ადამიანები, ვინც ნამდვილად იმსახურებენ შეწყალებას ან მძიმე ავადმყოფები, ან მრავალშვილიანი ოჯახის მშობლები, რომლებსაც მსუბუქი დანაშაული აქვთ ჩადენილი და გარკვეული ნაწილ სასჯელის მოხდილი აქვთ, მათდამი გამოავლინოს ჰუმანურობა,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ. დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბესელიამ თავის გამოსვლაში სილაგაძეს ჯალათი და არაკომპეტენტური უწოდა, რა დროსაც საუბარში მათიკაშვილი ჩაერთო და დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა.
“არ შემაწვეტინო ახლა სიტყვა, ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა. ნუ მიკაკუნებ იმ კალამს. დათო ნუ მიშლი ხელს,” – მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.
თავის მხრივ მათიკაშვილმა ბესელიას ისევ კორექტულობისკენ მოუწოდა.
“დათო შენ ხარ ამ “კლანის” ლობისტი და მათი ხელის ბიჭი, ეს ჩვენ უკვე ვიცით და ახლა გაფრთხილებ სიტყვა დამასრულებინე. სიტყვას დავასრულებ და შენთვის მოვიცლი. კიდევ ერთხელ გამორთავ მიკროფონს და დანარჩენს მერე ნახავ,” – განაცხადა ბესელიამ.
ამის შემდეგ მათიკაშვილმა კიდევ რამდენჯერმე მოუწოდა ბესელიას, თავი შეეკავებინა.
“სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი,” – მიმართა ბესელიამ.