Category: არქივი

  • “ბასტი-ბუბუს” ვუყურებ ხოლმე – უვადო მოსამართლეობის კანდიდატი

    “უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, “ბასტი-ბუბუს” ვუყურებ ხოლმე,” – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ “ევროპული საქართველოს” წევრის ხათუნა გოგორიშვილს უპასუხა.
    შეკითხვა “თიბისი ბანკის’ საქმეს ეხებოდა.

    “საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი,” – აღნიშნა სილაგაძემ.

  • გვარამიას ინფორმაციით, “კურიერს” თბილისში 1%-იანი რეიტინგი აქვს

    ქართულ ტელესივრცეში რეიტინგების ომი გრძელდება. ცოტა ხნის წინ, “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც, კურიერს თბილისში 1%-იანი რეიტინგი აქვს.

    “ესე იგი, ჩემი გასამართლება იმაზე გადაწყვიტეს, 35 მილიონი რატომ ქონდა შემოსავალი ამა და ამ წელს რ2ს და 43 რატომ არაო (ჯერ ერთი ვინ გეკითხებათ, მეორეც, მთლად 44 ქონდა, მარა შევეშვათ).

    და 9 საათიან კურიერს რომ თბილისში 1% აქვს რეიტინგი და საშუალოდ მოამბესთან 1%ს აგებს (3% მოამბე 2% კურიერი, ორივე 9ზე) მაგაზე რამდენჯერ უნდა დახვრიტოთ პატასალია და ზედ ნინო შუბლაძე? 

    ps არა და, რამდენი დავცინეთ თავის დროზე მოამბე რომ კურიერს დაასვეს 9ზე. თურმე მაგათ ცოდნიათ ყველაზე ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილება”- წერს ნიკა გვარამია

  • მერე ელექტროკარით მარტო თქვენ გამოღუღუნდებით ხოლმე და ტრასაზე არც ერთი სხვა ფილტვი არ შეგხვდებათ-გვარამია

    “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ბერას მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარის გადარიცხვას ეხმაურება.

    “ხო რა, ძაან მაგარი იქნება.
    თან, პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ფილტვები როა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკი, იმის გაჩეხვა-ტრასის გაყვანა – ცხოველფრინველის გადაშენებაში მამა ათი მაგდენს გადაიხდის.

    მერე ელექტროკარით მარტო თქვენ გამოღუღუნდებით ხოლმე და ტრასაზე არც ერთი სხვა ფილტვი არ შეგხვდებათ და მარტო ოჯახის CO2 იტრიალებს კამკამა ჰაერში.

    აუ, რა მაგარია ცხოვრება და მილიონების გადარიცხვ-გადმორიცხვა ეეე! რა საამური და სათუთია ყოველივეე!!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • ვიდეო სადაც ცხინვალის იზოლატორში პატიმრების მასობრივი ცემის ამსახველი კადრებია

    სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა.  ეს კადრები ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაშია გადაღებული, რის გამოც ე.წ. პარლამენტში იუსტიციისა და შს ე.წ. მინისტრებისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვეს. ამის მომხრეა 34-დან 20 ე.წ. დეპუტატი. ადგილობრივი მედიის ცნობით 27 სექტემბერს კოლონიაში პატიმრებმა შიმშილობა გამკაცრებული პირობების გამო გამოაცხადეს, რის შმდეგაც ისინი ე.წ. დეპუტატებმა მოიხაულეს. ამის შმდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლონიაში ომონი შევიდა, პატიმრებს სცემა და ძალით აჭამა. მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ პატიმრებს საკვების მიღება დააძალეს, ხოლო ცემის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმები გამოიყენეს.

    საოკუოპაციო რეჟიმის თვითგამოცხადებული პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადაევი ამბობს, თუკი პრეზიდიუმი ორი მინისტრისთვის უნდობლობის გამოცახდებაზე შეთანხმდება, საკითხს უკვე პარლამენტის სხდომაზე დააყენებენ

    {{VIDEO}}

  • “ივანიშვილი გლობალური მასშტაბის მეცენატია – ნათია თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას გამოეხმაურა.

    „ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს.მილიარდები იხარჯება იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა,აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება და, რა თქმა უნდა, ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, ის ყურადღებას უთმობს, როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე გლობალური პრობლემების – კლიმატური ცვლილებების გადაჭრას. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები არის ერთ-ერთი დიდი საფრთხე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

    შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ამაზონის ტროპიკულ ჯუნგლებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მან ამაზონის ტყის გადასარჩენად საქველმოქმედო ორგანიზაციას მილიონ 100 ათასი დოლარი შესწირა.

  • ” ჩემი ბრალია ყველაფერი, რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა” – მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებული

    მესტიის სოფელ ცხუმარში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 48 წლის ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თავად ბრალდებული, რომელიც პროცესზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

    როგორც არღვლიანმა აღნიშნა, იგი დანაშაულს აღიარებს.

    „დანაშაული მაქვს, მანქანა არ მივეცი და ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა”, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

    პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ არღვლიანმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა, ცივი იარაღით ყბისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა

  • ზუკა ბერძენიშვილმა შალვა თადუმაძეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა

    მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” წარმომადგენელმა, ზუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა ამ დრომდე მას დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს.

    ბერძენიშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართა.

    “დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მაქვს მონიჭებული, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, თუმცა ცხადია გვესმის, რომ ამ გზით სავარაუდოდ, გვიზღუდავენ იმ უფლებებს, რომელიც დაზარალებულს ენიჭება, მაგალითად იმას, რომ გვქონდეს საქმეში არსებულ მასალებზე წვდომა. დღეს შევიტანეთ განცხადება, სადაც დასაბუთებულია ის ფაქტი, რომ უნდა მქონდეს დაზარალებულის სტატუსი ამ საქმეში და ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სტატუსის არმონიჭების ამბავი არის სრულიად დაუსაბუთებელი. მე უშუალოდ კვიციანისგან დავზარალდი, მისგან პოლიციელებიც დაზარალდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავებისთვის არ არის კომფორტული, რომ მათ თვალწინ ხდებოდეს კანონდარღვევა და ისინი არა კანონის მიხედვით მოქმედებდნენ, არამედ ელოდნენ, რას ეტყვის უფროსის უფროსი, რომ ვინმეს პოლიტიკურ ზედა ეშელონებში რამე არ ეწყინოს. ამ საქმეს აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან დეპუტატის მანდატის და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი ემზარ კვიციანი იქცევა ისე, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. ხელისუფლებას არ აქვს კარგი გამოსავალი, ისინი თვითონ იგდებენ თავს ამ მდგომარეობაში. მათთვის ცუდი და საზოგადოებისთვის კარგი იქნებოდა ის, რომ ემზარ კვიციანი გასამართლდეს. მათთვის ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან მონებს აქვთ შიში, რომ მათი ერთგულება ბოლომდე არ ფასდება და რაღაც მომენტში ის შეიძლება გაწიროს პატრონმა. მეორე მხრივ, არის ის ვარიანტი, რომ ეს საქმე გაიწელება უსასრულოდ და ამ შემთხვევაში კიდევ უარესი ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ამ საქმეს ყველანაირად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი კუთხით ვნახოთ, თუ როგორი დამპალია სისტემა, რომელიც ჩვენ უნდა გვიცავდეს”, – განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანსა და მოძრაობა ” სირცხვილიას” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა “რუსეთის მონა” უწოდეს, დაპირისპირების დროს ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

    გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ვეკუას, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ბუკისციხის ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, კაიშაურის, ნიაბის, კიკეთის და შილდის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

  • ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება.  ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

    ადვოკატმა გირაოსთან ერთად, შუამდგომლობაში სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც მოითხოვა.

    შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

  • ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები ისევ გაიფიცნენ

    ჩამონგრეული კედლები, ძველი ინვენტარი, აუღებელი ხელფასი – ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ გაიფიცა. 

    ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვენ.

    შეგახსენებთ, ონკოლოგიური კლინიკის ექიმები უკვე მეორედ  გაიფიცნენ. რამდენიმე კვირის წინ, ექიმები ზუსტად იგივე მოთხოვნებით გაიფიცნენ.