Category: არქივი

  • ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

    დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ განცხადება თავად ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    ტრამპმა ამერიკის მნიშვნელოვან როლსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ამერიკა- თურქეთის მოლაპარაკებამ იქონია და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

    აშშ-მა თურქეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა.

    „ფინანსთა მინისტრს დავავალე მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც 14 ოქტომბრიდან დაუწესდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებების გამო. ამგვარად, სანქციები გაუქმდება, თუ არ მოხდება რაიმე ისეთი, რაც ჩვენ არ გვაწყობს“, – განაცხადა ტრამპმა.

     

  • რა ჩვენება მისცა ვახტანგ გომელაურმა გამოძიებას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე (ჩვენების შინაარსი)

    „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დავავალე უსაფრთხოდ და მაქსიმალურად სიზუსტით, მსხვერპლის გარეშე ოპერაციის ჩატარება – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ამჟამად კი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ჩვენებაშია ნათქვამი. ჩვენებას „კურიერი“ ასაჯაროებს.

    გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია გვიან ღამით, ვახტანგ გომელაური ასე პასუხობს.

    „მოგეხსენებათ პანკისის ხეობა არის განსაკუთრებულად საფრთხილო და სენსიტიური მხარე, დღის განმავლობაში განხორციელებული სპეცოპერაციას შესაძლებელია მოყოლოდა მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცველებისთვის, გარკვეული პროტესტი ან სხვა გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა სასამართლო განჩინება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ჩხრეკაზე“, – უპასუხა ვახტანგ გომელაურმა.

    საქმე პანკისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხება, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    გომელაური პროკურატურამ აგვისტოში დაკითხა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

    „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საგამოძიები ჯგუფისთვის ძალისმიერი უზრუნველყოფა გაეწია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს. დავავალე მათ უსაფრთხოდ მაქსიმალურად სიზუსტით მსხვერპლის გარეშე ოპერაციის ჩატარება“, – წერია ვახტანგ გომელაურის ჩვენებაში.

    ასევე, პროკურატურაში ჩვენება მისცა სუს-ის მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმაც.

    „მე ვიცოდი ღონისძიების შესახებ, მაგრამ არ ვიმყოფებოდი ადგილზე, ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში და იქედან ვუწევდი ზედამხედველობას, მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. მზად ვარ წარმოვადგინო სატელეფონო ამონაწერები და ვითანამშრომლო გამოძიებასთან“, – ნათქვამია სოსო გოგაშვილის ჩვენებაში.

  • “ეს არის თაობა, რომელიც შეძლებს, რომ “საქართველოში გათენდეს”- სააკაშვილი (ვიდეო)

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.

    “ივანიშვილი აუცილებლად შეეცდება ან არჩევნების გაუქმებას, ან გაყალბებას, ან მის მოპარვას.
    ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი არჩევნების გზით, ხოლო თუ ის სხვა სცენარით იმოქმედებს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რომ გადავარჩინოთ საქართველო!
    ეს ახალგაზრდობა დაიბადა დამოუკიდებელ საქართველოში. ამ თაობამ იცის, რას ნიშნავს თავისუფლება! მათ იციან, რას გულისხმობს ევროპული ფასეულებები! ეს არის თაობა, რომელიც შეძლებს, რომ “საქართველოში გათენდეს” ! #შეცვალე”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

    {{VIDEO}}

  • “იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს” – ელისაშვილი ბერა ივანიშვილზე

    “იმედია, საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და ბრაზილიაში არ წაიღებს!”, – ამის შესახებ, “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელმა, ალეკო ელისაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ დოლარის გადარიცხვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

    ელისაშვილის თქმით, ბერა ივანიშვილი თავის ფულს, სადაც უნდა იქ გადაროცხავს.

    “ბერა ივანიშვილია, თავისი ფულია, თავის ფულს სადაც უნდა გადარიცხავს. ამხელა ამბები ცოტა გაუგებარია. როცა ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში, სხვა პრობლემა ვერ მოძებნა?! მე იმედი მაქვს რომ დასავლეთ საქართველოდან და დანარჩენი საქართველოდან არ ამოთხრის ხეებს და არ გააცურებს ოკეანეში დაბრაზილიაში არ წაიღებენ საქართველოდან ამოთხრილ ხეებს. ამის იმედს დავიტოვებ. გამორიცხვით ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

    ცნობისთვის, ბერამ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა

  • ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა

    ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

    ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი მან ორენბურგის ციხეში მოიხადა.

    ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. პროკურატურის მიერ გაგზავნილ 38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლამდე ესპანეთში უკანონოდ საქმიანობდნენ. ესპანური გამოძიების მტკიცებით, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების „გაკონტროლების“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა. 

    1952 წელს, ტყიბულში დაბადებულმა ტარიელ ონიანმა, რომელიც ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა, საქართველო წლების წინ დატოვა. 80-იან წლებში სარგებლობდა მოსკოვში ყველაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდის“ სტატუსით. ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო.

    გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტარიელ ონიანი ცხოვრობდა ესპანეთში, სადაც სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო. ესპანეთში ონიანი ბრალდებული იყო ფულის გათეთრებაში, თუმცა, მართლმსაჯულებისგან გაქცევა შეძლო.

  • “აიღოს თავისი სელფის ჯოხი და ჩამოვიდეს”-ელისაშვილი კალაძეს მეტროდან მიმართავს (ვიდეო)

    ალეკო ელისაშვილი მეტროში ჩავიდა და კახა კალაძეს მიმართა. კადრში ჩანს, რომ მეტროსადგურ სადგურის მოედანზე ხალხმრავლობის გამო მოძრაობა დღესაც შეფერხებულია.

    “მართალია კალაძე გვიმტკიცებს, რომ ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ხართ ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხართო, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის ასე, თვითონ ხო უყვარს ლაივები ჩამოვიდეს და ნახოს, როგორი კმაყოფილები და ბედნიერები ვართ”-განაცხადა ელისაშვილმა ლაივჩართვაში.

    შეგახსენებთ, რომ ტაქსების რეფორმის შემდეგ მეტროსადგურებში პიკის საათებში მგზავრთა ნაკადმა საგრძნობლად მოიმატა. მოქალაქეებს მეტროს ერთი ხაზიდან მეორემდე მისასვლელად რიგში დგომა უწევთ.

    {{VIDEO}}

  • ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ახალი ელჩი გახდა

    ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ახალი ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური გარემოსდამცველი ორგანიზაცია “იესეი”(ISA – „სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი“) ავრცელებს. ორგანიზაცია საკუთარ ვებ გვერდზე წერს, რომ 24 წლის მომღერალი და მუსიკოსი, რომელსაც youtube-ზე 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს და ორგანიზაციის გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.

    ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ ბერაზე დიდი გავლენა მოახდინა 2019 წლის აგვისტოში ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაჩენილმა ხანძარმა და სწორედ ამან უბიძგა მომღერალს, რომ ბრაზილიური ორგანიზაციის პარტნიორი გამხდარიყო.

    „იესეი“ წერს, რომ აღნიშნული პარტნიორობა ბერას მხრიდან შემოწირულობას ითვალისწინებს, რასაც ამაზონის ტყისა და იქ მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობის რესურსების გასაძლიერებლად გამოიყენებენ.

    ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გუშინ გაავრცელა, სადაც ამაზონის ჯუნგლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ისიც დააანონსა, რომ საკუთარი დანაზოგიდან ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

  • სპეცოპერაცია ქარელში – დაკავებულია “ქართული ოცნების” 4 მაღალჩინოსანი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

    როგორც ცნობილი გახდა, სპეცოპერაცია წუხელ გვიან ღამით ჩატარდა. დაკავებულია, დირბის გამგებელი და საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილია და ასევე, მერიის მაღალჩინოსანი სოსლან ქვრივიშვილი.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  მხოლოდ ორი პირის დაკავებას ადასტურებენ, დამატებით ინფორმაციას კი, მოგვიანებით გაავრცელებენ. 

  • ცხინვალის იზოლატორის ყოფილი პატიმრის ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება- სუს-ი

    გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორის ყოფილი პატიმრის ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება.
    „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

    მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იქნა “ცხელი ხაზი”. 22 ოქტომბერს მოხდა უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება.

    გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება,“- აცხადებენ სუს-ში.

    ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ე.წ. სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.