Category: არქივი

  • „ვისაც ჰგონია, რომ ბიძინისტები ვართ და ამიტომ დავრჩით, მათ ვეტყვი…“ – თენგო და ლუნა მაზიაშვილები

    შოთიკო ნოზაძე და ქეთი ხუციშვილი სუპერპოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ და-ძმის, ლუნა და თენგო მაზიაშვილების როლები მოირგეს. შოტკო სერიალში – 5, ქეთი კი – 4 წლის განმავლობაში თამაშობდნენ.

    მას შემდეგ, რაც მათ ალეკო მალხაზიშვილისგან „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ გამოჩენის შეთავაზება მიიღეს, გადაწყვიტეს, ახალ ამპლუაში თავი მოეინჯათ, თუმცა „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდისთვის მათი „რუსთავი 2“-ზე წასვლა მისაღები არ აღმოჩნდა. შოთიკო და ქეთი სერიალში აღარ გამოჩნდებიან, თუმცა მაყურებელს კვლავ ერთად ხვდებიან, ამჯერად „კომედი სოუს“ სკეტჩებში.

    კითხვაზე გული წყდებათ თუ არა რომ სერიალში აღარ არიან შოთიკო ნოზაძემ უპასუხა:

    “ამ გულისწყვეტას ვინ როგორ გაიგებს, არ ვიცი, მაგრამ დიდი დრო მაქვს „ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდთან გატარებული და დავტოვე ჩემი ძვირფასი ადამიანები, ამიტომაც მწყდება გული. სერიალში 5 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩემი გადაწყვეტილება იყო, სურვილი არა. სურვილი სხვა რამეა და გადაწყვეტილება – სხვა. გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი სერიალიდან , მიზეზებზე საუბარი არ მინდა.”

    ” მე დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა. როცა მასთან გავისაუბრე, მითხრა, რომ მას არ ჰქონდა პრობლემა, „კომედი შოუშიც“ ვყოფილიყავით და „ჩემი ცოლის დაქალებშიც“. შემდეგ მე დაველაპარაკე „ფორმულა კრეატივის“ წარმომადგენლებს. რა საუბარი შედგა, ამაზე აღარ ვისაუბრებ, მაგრამ არჩევანი „კომედი შოუს“ სასარგებლოდ გავაკეთე.ოთხი წელი გავატარე ამ გუნდთან ერთად. ქუჩიდან რომ პირდაპირ ასეთ პოპულარულ სერიალში აგიყვანენ, ძალიან სერიოზული ტრამპლინია. ამ კუთხით მართლა გული მწყდება… რომ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, ბევრი რამ არ იქნებოდა. ცხოვრებაა. რას ვიზამთ.”- განაცხადა ქეთი ხუციშვილმა

    რატომ მიიღე ამგვარი გადაწყვეტილება? ახალი გამოცდილების მიღება გაინტერესებდა?

    დეტალურად ვერ გეტყვით, შიდა სამზარეულოს თემაა. ხალხი ოცნებობს, რომ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთწუთიან სცენაში მოხვდეს… ერთს ვიტყვი, რომ ძალიან ძნელია შეგუების პროცესი, თუმცა „კომედი შოუში“ ძალიან კარგი გუნდი დაგხვდა. გადაწყობის ეტაპი გვაქვს და არ ყოფილა ადვილი. „ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვა სირთულეებია, „კომედი შოუში“ – სხვა. განსხვავებული სპეციფიკაა. ნამდვილად არ შემშინებია, რომ სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მომიწევდა. სერიალში ერთი კუთხით მივდიოდი, სიგიჟეებიც ჩავიდინე, იქვე ვვითარდებოდი, როგორც მსახიობი. გაოგნებული ვრჩებოდი, თურმე ეს შემძლებია-მეთქი. „კომედი შოუში“ კი სხვადასხვა პერსონაჟს ვითამაშებ. ჯერ მიჭირს გადმოწყობა, თორემ კამერასთან მუშაობის შიში ნამდვილად არა მაქვს.

    შოთიკო :

    „კომედი შოუს“ გუნდი არაჩვეულებრივია. მივედი მეგობრებთან და ვაკეთებ იმას, რასაც იუმორი ჰქვია. რასაკვირველია, მაყურებელს ექნება ასოციაცია ჩემს ძველ პერსონაჟთან და ეს გაგრძელდება გარკვეული დრო. გინდა თუ არა, როცა წლები გიყურებენ, როგორც თენგოს, სხვა პერსონაჟად შენი აღქმა უჭირთ. შეიძლება, როლი იდეალურად შეასრულო, მაგრამ მაყურებელმა მაინც არ მიიღოს.

    ქეთი:

    თენგო, ბოდიში შეგაწყვეტინებ… უი, პირველად დავუძახე თენგო. ეტყობა, მაინც მონატრებულები ვართ ჩვენს პერსონაჟებს (იცინის). ასეთ კომენტარს წავაწყდი სოციალურ ქსელში, ქალი გვწერდა, ძალიან დამენანეთ, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვეღარ გიხილავთ, მაგრამ რაც უნდა გააკეთოთ, ლუნა, თენგო და მერაბ დარჩია მაინც ამ პერსონაჟებად დარჩებითო. ქუჩაში რომ მივდივარ, მაინც ლუნას მეძახიან. ჯერ ხალხი მაინც იქ არის. ალაიქებენ, იცინიან ჩვენს სკეტჩებზე, მაგრამ ჯერ მაინც ლუნა ვარ.
    როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ როლებიდან?

    ვაღიარებ, რომ ჯერ კიდევ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვარ. ჩვენს რეჟისორსაც ვუთხარი, რომ დრო მჭირდება. ლუნას როლი მქონდა შესისხლხორცებული. ოთხი წელი ერთი ადამიანის შესრულების შემდეგ სხვაზე გადასვლა ძნელია.

    შოთიკო:

    როცა ამდენ ხანს ერთ როლს თამაშობ, ყველა დეტალის დასახვეწად გაქვს დიდი დრო, როგორ გაიხედოს, გამოიხედოს, ეძინოს შენს პერსონაჟს და ა.შ. „კომედი შოუში“ წინა დღეს იწერება სკეტჩი და მეორე დღეს ჩაწერაა. ეს კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ძალიან მალე გიწევს სხვა ადამიანის განსახიერება.

    სერიალის მაყურებლებად რჩებით?

    ქეთი:

    რა თქმა უნდა, გულშემატკივრებადაც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქეთი დევდარიანს, რომელმაც ნახა ჩემი ვიდეო და შემომთავაზა ლუნას როლი და ზოგადად, მთელ გუნდს.

    შოთიკო:

    მადლობა ყველას, ვისაც მცირე წვლილი მაინც მიუძღვის ჩვენს განვითარებაში. ძალიან მაგარი გუნდია.  
    ალბათ, გიხარიათ, რომ ისევ ერთად მოხვდით.ძალიან. გაცნობის დღიდან, პირველივე გადასაღები დღიდან ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუ და-ძმა არა, კარგი მეგობრები ვართ.

    ქეთი:

    ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ მეგობრობა ცოტა სხვა რამ არის. შოთიკოსთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. შოთიკოს იუმორი ძალიან მომწონს, ჩემი გემოვნებისაა. ალოსაც რომ მეუბნება, უკვე მეცინება. ალალი, უშუალო და ძალიან კარგი ადამიანია.

    შოთიკო:

    ქეთი ძვირფასია ჩემთვის, მეგობარია. მას აქვს თვისება, დაგანახოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის. ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვიყვარს. შეიძლება, რაღაცაზე ჩავხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, არასდროს გვიჩხუბია და იმედია, არ ვიჩხუბებთ. გვქონია აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ჩვენს მეგობრობას ხელს არ უშლის.

    წყარო: Fortuna.ge

  • რა წერილი მისწერა ხადას ხეობაში მოკლული სმიტების დედამ, მალხაზ კობაურს

    მაიკლ სმიტის დედამ, ლინ სმიტმა, მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს, მალხაზ კობაურს ციხეში წერილი გაუგზავნა.

    როგორც მისმა ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა განცხადა, ციხის სოციალურმა სამსახურმა კობაურს წერილი სულ რამდენიმე წინადადებით გააცნო და წაიღო.

    „გუშინ გვქონდა შეხვედრა მალხაზ კობაურთან. მივიღეთ ინფორმაცია მისგან, რომ სმიტების ოჯახისგან გამოგზავნილი იყო წერილი, რომელიც ეხებოდა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, კონკრეტულ კითხვებს, რომელიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს მასთან გააჩნიათ. აღნიშნული წერილის გაცნობის საშუალება ადვოკატებს არ მოგვეცა. სოციალურმა სამსახურმა კობაურს წერილი გააცნო და წაიღო. არადა, გზავნილი ადრესატთან უნდა დარჩენილიყო,“ – განცხადა ადვოკატმა.

    მისივე თქმით, ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მოცულობითი იყო. შესაბამისად, ისინი ეჭვობენ, რომ ციხის ადმინისტრაციას მისთვის წერილის სრული შინაარსი არ გაუცნია.

    ცნობისთვის, 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე.

    მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

    „სოციალურმა სამსახურმა, წერილის წაღების მიზეზად ის დაასახელა, რომ წერილი სასამართლოში წარსადგენად სჭირდებოდათ. არადა, კობაურის საქმეზე, სასამართლო მართლმსაჯულება დასრულებულია და მას ვერც ვერაფერი დაემატება და ვერც ვერაფერი გამოაკლდება.

    ჩვენ დავწერეთ ოფიციალური განცხადება აღნიშნული წერილის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მას ჩვენც გავეცნოთ და მისი სრული შინაარსი გავიგოთ. როგორც თავად კობაურმა გადმოგვცა, საუბარია იმაზე, რომ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სმიტების ოჯახს კითხვის ნიშნები დარჩათ და პასუხების თხოვენ. ამის მეტს, კობაური ვერაფერს ამბობს წერილთან მიმართებაში. წერილი არ იყო მცირე მოცულობის, ეს არ იყო 1-2 გვერდიანი წერილი და იქ მეტი დეტალები უნდა ყოფილიყო“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

  • რუსი ჰაკერი რუსულ მხარეს ლარსის გამშვებ პუნქტზე გადასცეს

    რუსი ჰაკერი რუსეთის მხარეს გადასცეს.იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადაცია რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.

    კრემლის მიერ დევნილი სუმბაევი  რუსეთის მხარეს ლარსისი გამშვებ პუნქტზე გადასცეს.

    შეგახსენებთ, რუსეთში ძებნილმა ჰაკერმა, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა გუშინ პირდაპირ დაასახელა ის პოლიციელები, რომლებმაც მისი მტკიცებით, გაიტაცეს, აწამეს და ფული გამოსძალეს.

    გივი გოდერძიშვილი  და მარად გაგნიძე – ეს ის პოლიციელები არიან, რომლებსაც სუმბაევი ძალადობაში ადანაშაულებს.  საქართველოს პროკურატურას აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაუწყია.

  • სახალხო დამცველი თამთა თოდაძეს შეხვდა

    საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, საგამონაკლისო წესით დაუშვან აპარატისთვის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმის მასალებზე წვდომა. საქმე ეხება დეპუტატის მიერ შესაძლო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტს, რომელზეც საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანია ბრალდებული.

    სახალხო დამცველი აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში ნინო ლომჯარია საქმეში დაზარალებულად ცნობილ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს შეხვდა.

    „აღნიშნული საქმის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიდან და საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან გამოითხოვა ინფორმაცია მათი მხრიდან განხორციელებული რეაგირების თაობაზე.

    აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას ასევე სთხოვა საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, საგამონაკლისო წესით, უზრუნველყოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, თუმცა, პროკურატურამ აღნიშნულ თხოვნაზე უარი განაცხადა. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას საგამონაკლისო წესით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს თითოეულ შემთხვევაზე დროული და ეფექტური რეაგირება განხორციელდეს.

    „გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს, ასევე მედიასაშუალებებს, იხელმძღვანელონ პროფესიული ეთიკის სტანდარტით, რათა არ ქნას ხელყოფილი დაზარალებულის ინტერესები.

    საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძნობს აღნიშნული საქმის მონიტორინგს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ქუთაისიდან თბილისში ჩამოსული ტაქსის მძღოლი 200 ლარით დააჯარიმეს

    ქუთაისიდან თბილისში ჩასული მძღოლი 200 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი თემურ ცამცისვილი სოციალურ ქსელში წერს.

    დაჯარიმების მიზეზი ტაქსის ლიცენზიის უქონლობა გახდა. აღნიშნული ლიცენზია კი თბილისზე ვრცელდება.

    „თბილისში წაიყვანა კლიენტი 150 ლარად, 50 – ს დაამატებს და შეიტანს ბიუჯეტში. კახის რეფორმები“, – წერს თემურ ცამციშვილი.

    ცამციშვილის თქმით, ტაქსის მძღოლს არ ჰქონდა ამ რეგულაციის შესახებ ინფორმაცია.

  • თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ანდღულაძის, ტატიშვილი, ჯიქიას, მათიაშვილის, შალვა მშველიძის, გოჩა ონაშვილის, ნავთლუღის, ოსიპ მანდელშტამის, ბუკისციხის, წალენჯიხის, ზურაბ ბეგიაშვილის, ჩოჩუას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის და დავით კვაჭანტირაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

    გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

  • პედაგოგთა გამოცდების ჩატარების მიზნით, 12 საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება

    მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

    იხილეთ სკოლების ჩამონათვალი: