კალაძის მოადგილის 3 მიზეზი, რის გამოც მეტროში ხალხმრავლობა უნდა გიხაროდეთ

Written by

in

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ დაასახელა სამი “პოზიტიური” მიზეზი, რის გამოც მოსახლეობას მეტროში ხალხმრავლობა უნდა უხაროდეს. ამის შესახებ მერიის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ხმალაძის თქმით, ეს მიზეზებია:

საზოგადოება უფრო აქტიურად იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას;
ქალაქში ნაკლები საცობი იქნება;
ქალაქში ჰაერი ნაკლებად იქნება დაბინძურებული.
ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ ხალხს ამ მიზეზების გამო უნდა უხაროდეს, თუნდაც 2 საათით იყვნენ გზაში.

თბილისის მეტრო პიკის საათში. ხაზიდან ხაზზე გადასასვლელად მგზავრები ნახევარსაათიან რიგში დგანან(ვიდეო)

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *