Category: არქივი
-
თბილისის იუსტიციის სახლთან უცხოელებზე მიწის გასხვისებას აპროტესტებენ
{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი დაკეტილია. შენობაში შესვლა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სცადეს. “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აციაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, უცხოელებზე მიწის გასხვისება არ დაუშვას. ისინი მინისტრთან თეა წულუკიანთან შეხვედრასაც მოითხოვენ.აქცია იუსტიციის სახლის წინ მიმდინარეობს და მასში მონაწილეობენ დეპუტატები ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები: გიორგი ანდრიაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი, ზვიად ტომარაძე და სხვები.
ცნობისათვის, 7 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წინააღმდეგ საბერძნეთის მოქალაქეების, პროკოპი სავიდის და დიანა შამანიდის სარჩელი დააკმაყოფილა და ძალადაკარგულად ცნო ნორმა, რომლითაც საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე შეჩერებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე უცხოელების საკუთრების უფლება. ამ შეზღუდვის გამო მოსარჩელეები მემკვიდრეობით მიღებული მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ.
-
პური გაძვირდა
{{ARTICLEIMAGE}}
მომხმარებელს პურის შესაძენად დღეიდან 10-15 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ.
მათივე ინფორმაციით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა.
“არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.”ფქვილი დიდი ხანია, გაძვირებულია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს,”-აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები.
-
გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს “ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”მადლობას უხდის
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით საუბრობს და ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან თანამშრომლობის პერიოდს იხსენებს. კვირიკაშვილის განცხადებით, განსხვავებულ პოზიციებს ხელი არ შეუშლია, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ მხარეებს ეთანამშრომლათ.
“ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში”,-დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა სოციალურ ქსელში.
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “ვფიქრობ დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია”, თქვა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამჟამად საქმიანობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში მრჩევლის პოზიციაზე განაგრძობს.
სად განაგრძობს საქმიქნობას ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, უცნობია. გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილება არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ შეუწყდება. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქციაც, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. შედეგები ასევე გამოირჩა იმით, რომ ქვეყანაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.